"ცურვის სწავლება მაშინვე შეიძლება დავიწყოთ, როგორც კი ბავშვს ჭიპლარის ტაკვი შეუხორცდება"- ის,რაც ყველა ახალბედა დედამ უნდა იცოდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ცურვის სწავლება მაშინვე შეიძლება დავიწყოთ, როგორც კი ბავშვს ჭიპლარის ტაკვი შეუხორცდება"- ის,რაც ყველა ახალბედა დედამ უნდა იცოდეს

- რა ასაკში ვაზიაროთ ბავშვი წყლის სტიქიას?

- ცურვის სწავლება მაშინვე შეიძლება დავიწყოთ, როგორც კი ბავშვს ჭიპლარის ტაკვი შეუხორცდება. ცურვის გაკვეთილები ჩვილსაც და მის მშობლებსაც სიამოვნებას უნდა ჰგვრიდეს. ჩვენ არ ვზრდით ოლიმპიურ ჩემპიონებს - ცურვის მიზანი განვითარება და გაკაჟებაა.

ცურვის ნაადრევი დაწყების კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ გაკვეთილების ჩატარება შინიდან გაუსვლელად, საკუთარ აბაზანაშიც შესაძლებელია.

- რა პლუსები აქვს ცურვის ნაადრევ დაწყებას?

- ბავშვი დედის მუცლიდანვე მიჩვეულია წყლის გარემოს - ის ხომ მთელ 9 თვეს ატარებს სანაყოფე წყალში.

თუ ახალშობილს აბაზანაში ჩავაყვინთვინებთ, ის ინსტინქტურად შეიკავებს სუნთქვას. ეს ინსტინქტი, თუ არ განვამტკიცეთ, 2-3 თვისთვის ქრება. ამიტომაც შიშობენ ცურვის ნაადრევი დაწყების მომხრეები, არ დააგვიანდეთ.

ამასთან, წყალში ბავშვს ყოველგვარი მოძრაობა გაცილებით იოლად გამოსდის. ცურვა ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის და, ამდენად, ჩვილის ფსიქომოტორულ განვითარებას.

- ყველა ბავშვისთვის შეიძლება ცურვის ნაადრევად დაწყება? უკუჩვენება არ არსებობს?

- სანამ ჩვილს ცურვას დააწყებინებთ, კონსულტაცია უნდა გაიაროთ პედიატრთან, ნევროლოგსა და ორთოპედთან, შეუმოწმოთ ყურები. მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ცურვის უკუჩვენებად არ მიიჩნევა, თუმცა გასათვალისწინებელია. საჭიროა ვარჯიშების სპეციალური კომპლექსი, რომელსაც ბავშვს გამოცდილი ინსტრუქტორი შეურჩევს.

ნებისმიერი მწვავედ მიმდინარე დაავადებისა თუ კანის გაღიზიანების შემთხვევაში ცურვის შესწავლა უნდა გადადოთ. თუ აპირებთ, ბავშვს ოჯახის საერთო დიდ აბაზანაში ასწავლოთ ცურვა, წინასწარ სოდით უნდა გახეხოთ და მდუღარე წყალი მოავლოთ. აუზზე მიყვანას ნუ იჩქარებთ - იქ წყალს ქლორს ამატებენ, მან კი შესაძლოა ჩვილს ნაზი კანი გაუღიზიანოს. სახლის აბაზანაში ცურვის შესწავლა წარმოუდგენელია - ის საამისოდ მეტისმეტად პატარაა.

აბაზანაში შეიძლება მხოლოდ ცურვის ილეთები ვასწავლოთ და ცურვის ინსტინქტი განვუმტკიცოთ, მერე კი, როცა წამოიზრდება, აუზში გადავიყვანოთ.

ცურვის გაკვეთილები უნდა დავიწყოთ 34-გრადუსიან წყალში. ერთი თვის შემდეგ ტემპერატურას 30-32 გრადუსამდე ვამცირებთ, კიდევ ერთი თვის შემდეგ - 28-30 გრადუსამდე.