როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი მშობლებთან ერთად ძილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი მშობლებთან ერთად ძილს

მშობლები ცდილობენ ამ სქემის შეცვლას, მაგრამ ბავშვი იმდენად განიცდის, რომ 10 წლის ასაკშიც კი შეიძლება გაუჭირდეს მარტო დაძინება.

კანადის პედიატრთა საზოგადოება ამ სიტუაციას "ქცევით უძილობას" უწოდებს. ეს არის სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც გამოიყენება ძილთან დაკავშირებული პრობლემის მქონე ბავშვების 20- 30%-ის მდგომარეობის აღსაწერად.

დღეს ბავშვებში შფოთვის ხარისხი, წინა თაობებთან შედარებით, უფრო მაღალი აქვთ. ამის მიზეზია: მაღალი საინფორმაციო დატვირთვა, ბავშვების ემოციური ჩართულობა მშობლების პრობლემებში (გაყრა, საცხოვრებელის ხშირი ცვლა, გადატვირთული დღის რეჟიმი და ა.შ.).

ბევრი სკოლამდელი ასაკის ბავშვი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად ძილს. მშობლები ამის გამო ერთად დაძინების ნებას რთავენ იმ იმედით, რომ გაიზრდებიან და ეს მდგომარეობა გაივლის. თუმცა ეს ასე არ ხდება. მშობლები ქრონიკული ძილის ნაკლებობას განიცდიან, რაც აისახება ცოლ-ქმრულ ურთიერობებზე, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ბავშვს უნდა დავეხმაროთ დამოუკიდებლად დაძინებაში. დასაწყისში განშორება მათ აშინებთ, მაგრამ დამოუკიდებლად ჩაძინებაში დახმარება მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ბავშვისთვისა და მისი მომავალი განვითარებისთვის. საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ ბავშვს ვასწავლოთ დაძინება, არამედ მარტოობით მიიღოს სიამოვნება და შეიძინოს "თვითრეგულირების" ჩვევები- დამშვიდდეს, მოდუნდეს, და თავი იგრძნოს უსაფრთხოდ რომ დაიძინოს.

ძილის წინ იყავით ბავშვთან. ბავშვს აგრძნობინეთ რომ თქვენ ყოველთვის მის გვერდით ხართ. ჩაეხუტეთ, ჩააწვინეთ საწოლში და დაუჯექით. ბავშვმა დაიძინოს ისე, რომ თქვენი არსებობა შეიგრძნოს.

ოთახში შექმენით კომფორტული გარემო. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი საძინებელი გარემო დამამშვიდებლად მოქმედებს. ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურას, განათებას. ბავშვის საწოლი მხოლოდ ძილისთვის გამოიყენეთ და არა სათამაშოდ.

დაიცავით დღის რეჟიმი, საღამოს რიტუალი უნდა იყოს რაც შეიძლება თანმიმდევრული. მაგალითად: ვახშამი, აბაზანა, კბილების გასუფთავება და ზღაპარი ძილის წინ. მოუყევით რომ ცხოველებიც წვებიან ღამით დასაძინებლად.

დღის განმავლობაში ბავშვი საკმარისად აქტიური უნდა იყოს. სუფთა ჰაერზე სეირნობა, თამაში ასევე უზრუნველყოფს ბავშვის სრულფასოვან ძილს.

ბავშვების უმრავლესობა დიდ ხანს ვერ სწავლობს დამოუკიდებლად დაძინებას. ბავშვთან ერთად ისაუბრეთ ქცევის შეცვლაზე, ხაზგასმით აღნიშნეთ რომ მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანია დაძინება, და დედისა და მამის საწოლი მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი, აუხსენით რომ ყველას თავის საწოლში უნდა ეძინოს.