საკვების აუტანლობა თუ ალერგია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვების აუტანლობა თუ ალერგია?

- საკვების აუტანლობა ხშირად საკვებისმიერ ალერგიაში ერევათ. რა განსხვავებაა ამ ორ მოვლენას შორის?

- ჩვეულებრივი ალერგიისას სპეციფიკური ანტისხეულები (იმუნოგლობულინი) საკვებისმიერ ანტიგენებს უკავშირდება. წარმოქმნილი ანტისხეულ-ანტიგენური კომპლექსი აზიანებს ე.წ. პოხიერი უჯრედების გარსს და სისხლში გადაისვრის ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა - ჰისტამინი, სეროტონინი და ა.შ. სწორედ ამ დროს ბავშვს ეწყება მუცლის ტკივილი, კანზე კი წითელლაქოვანი გამონაყარი (ურტიკარია, ჭინჭრის ციება) წარმოიქმნება.

ცრუ ალერგიისა და ფერმენტული უკმარისობის დროს იმუნური რეაქცია არ არის. სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობა იცვლება. ჰისტამინი სისხლში იმიტომ ჩნდება, რომ საკვებთან ერთად ჭარბად ხვდება ორგანიზმში და მისი გამანეიტრალებელი ფერმენტი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას.

შეკითხვა ექიმს ამის შედეგად ბავშვს ალერგიის ნიშნები უჩნდება. სინამდვილეში ალერგიული რეაქცია არაფერ შუაშია - აქ საკვების აუტანლობის მექანიზმი მოქმედებს!

- რა არის ფერმენტის ნაკლებობის მიზეზი?

- მიზეზი მემკვიდრეობით გადაცემული გენის დეფექტია, რომელიც რძის შაქრის - ლაქტოზის, მეტაბოლიზმის პროცესში მონაწილე ფერმენტის სინთეზს უზრუნველყოფს.

ეს პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ლაქტოზა დისაქარიდია - ის ორი მარტივი შაქრისაგან (მონოსაქარიდისაგან): გლუკოზისა და გალაქტოზისაგან შედგება. ბავშვის ნაწლავებს ამ უზარმაზარი, ორმაგი მოლეკულის ათვისება უძნელდება, ამიტომ შუაზე “ყოფს” მას, აშორებს გლუკოზასა და გალაქტოზას. ბიოქიმიური “მაკრატლის” როლს ფერმენტი ლაქტაზა ასრულებს. მის დეფიციტს ლაქტოზის აუტანლობა (ან ლაქტაზის უკმარისობა) ეწოდება.

ზოგჯერ ბავშვს ლაქტოზასთან პრობლემა არ აქვს, მაგრამ არ გააჩნია გალაქტოზის მეტაბოლიზმის ფერმენტი. ბიოქიმიური ჯაჭვიდან ამოვარდნილი გალაქტოზა გროვდება სისხლში და წამლავს ორგანიზმს. ასეთ დროს დიაგნოზი არის გალაქტოზემია. ეს უფრო საშიში მდგომარეობაა, თუმცა, საბედნიეროდ, იშვიათი.

წაიკითხეთ სრულად