გააკონტროლეთ მიმართვები! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გააკონტროლეთ მიმართვები!

გამოუსწორებელი კვალი დააჩნიოს მის მომავალ ცხოვრებას. ამიტომ უფროსებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ მეტყველებას, იმას, რას და როგორ ამბობენ ბავშვის გასაგონად. გულზე მოხვედრილი მწარე სიტყვა ტყვიაზე უარესია. ფსიქოლოგები დაბეჯითებით გვირჩევენ, დანაშაულისას ბავშვი ცუდი საქციელის გამო გავკიცხოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვუთხრათ, რომ თვითონ არის ცუდი. ჩვენ კი ხშირად წამოვისვრით: „რა ბინძური ხარ!“; „რატომ ხარ ასეთი მოუქნელი?“; „ღმერთო ჩემო, რა უტვინო ხარ!“; „ნამდვილი სასჯელი ხარ!“... ასეთი ფრაზა შეიძლება წამოსცდეს ნებისმიერ ადამიანს: დედას, ბებიას, საბავშვო ბაღის აღმზრდელს, ძიძას, მასწავლებელს... ბავშვს სჯერა – უფროსი ყოველთვის მართალია. მას ხომ სწორედ ამ აზრს უნერგავენ, ასე ასწავლიან. ჰოდა, როდესაც ზემომოყვანილ „შეფასებებს“ მოისმენს, პატარა ონავარი იწყებს ფიქრს, რომ უნიჭო და უთავბოლოა, რომ მშობლებს არ უყვართ.

ზოგჯერ შესატყვისადაც იქცევა – ხომ უნდა გაამართლოს „მეტსახელი“...

ამ მოვლენას აქვს შორეული შედეგები: ბავშვობაში ნაკარნახევი განწყობით თქვენ (და სხვა უფროსები, ვისი აზრიც ბავშვისთვის მნიშვნელოვანია) უნებლიეთ აპროგრამებთ ქცევის მოდელს, რომელსაც ის მთელი სიცოცხლე გაიმეორებს.

  • „ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, კალმით ნახატი არ არის, სამაგიეროდ, ჭკვიანი და გამგონეა“, – ეუბნება დედა მეზობლის ქალს სწორედ იმ დროს, როდესაც მისი ხუთი წლის გოგონა იქვე ტრიალებს და ყველაფერი ესმის. ეჭვი არ შეგეპაროთ: გოგონა სამუდამოდ უზრუნველყოფილია არასრულფასოვნების კომპლექსით – ის ხომ შეუხედავია, ასეთს ვინ შეიყვარებს!
  • „არ დამიჯერებ და გუდიან კაცს გავატან შენს თავს!“ – ემუქრება ძიძა გაცელქებულ პატარას. მარტოობის შიში მტკიცედ იკიდებს ფეხს ბავშვის ცნობიერებაში და ის ყოველთვის ეცდება შეინარჩუნოს ნებისმიერი ურთიერთობა (თუნდაც მისთვის სრულიად მიუღებელი), ოღონდაც არ დარჩეს მარტო.
  • „მხოლოდ შენი იმედი მაქვს!“ – შესძახებს აღფრთოვანებული მამა, როდესაც სკოლაში ვაჟის წარმატების შესახებ შეიტყობს. ბიჭსაც რაღა დარჩენია, გარდა იმისა, რომ გაამართლოს მამის ნდობა, ამის შედეგად კი აუცილებლად მოხდება პასუხისმგებლობის გრძნობის ჰიპერტროფირება.
  • „რა ჩემდა ჭირად გამიჩნდი!“; „რა შევცოდე, ასეთი შვილი რომ მყავს“ – ასეთმა შეძახილებმა ბავშვს შესაძლოა მუდმივი წარუმატებლობა დაუპროგრამოს. ასე რომ, როცა ბავშვის გაკიცხვას დააპირებთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, როგორ შეიძლება მოუბრუნდეს მას თქვენი სიტყვები.

„მე შენ მიყვარხარ“

ამ შესანიშნავი სიტყვებით რაც შეიძლება ხშირად მიმართეთ ბავშვს, გამოიყენეთ ნებისმიერი საბაბი მის წასახალისებლად, შეაქეთ იმისთვის, რაც კარგად გამოსდის – ეს აღზრდის ყველაზე ეფექტური მეთოდია. ოღონდ შეაქეთ გულწრფელად, თავი არიდეთ ყალბ ინტონაციებს – ბავშვები ადვილად ითვისებენ პირფერობას. დაეხმარეთ ბავშვს, გამოიმუშაოს სწორი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. თუ მას რამე არ გამოსდის, აუცილებლად გამოუვა მეორე. მაგალითად, არ გამოირჩევა სწავლით, სამაგიეროდ, აქვს მიღწევები სპორტში. ამ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ გაკვეთილების ზუთხვა დააძალოთ, უმჯობესია, ხელი შეუწყოთ მის მომავალ სპორტულ წარმატებებს. შედეგი: ბავშვი შეძლებს თავისი ნამდვილი ნიჭის რეალიზებას.

სხვა სიტუაცია. ბავშვი სკოლაში ცელქობს და ხშირად ჩხუბობს. ნუ დასჯით, უმჯობესია კრივის სექციაში ან საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელ წრეში ჩაწეროთ. შედეგი: ბიჭი შეიძენს საკუთარი თავის რწმენას და ისწავლის საკუთარი ინტერესების ისე დაცვას, რომ საქმე ჩხუბამდე აღარ მიიყვანოს.

უნივერსალური რეცეპტი: გაამხნევეთ ბავშვი, როცა რაიმე არ გამოსდის. ეცადეთ მასთან ერთად იპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. ამით დაარწმუნებთ, რომ გესმით მისი, თანაუგრძნობთ და გვერდით უდგახართ. ეს მას საკუთარი ძალების რწმენას შემატებს და სირთულეთა გადალახვას ასწავლის.