კავასაკის დაავადება - კლინიკური ნიშნები, დიაგნოსტირება და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კავასაკის დაავადება - კლინიკური ნიშნები, დიაგნოსტირება და მკურნალობა

ექიმი ზაზა თელია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საზოგადოებას ხშირად უზიარებს სამედიცინო რჩევებს. ცოტა ხნის წინ, მან ვრცლად და დეტალურად ისაუბრა კავასაკის დაავადების გამოვლინებაზე, სიმპტომებსა და მკურნალობაზე.

ყველაფერი რაც უნდა იცოდე

ის არის მწვავე, ფებრილური მულტიორგანული ვასკულიტური დაავადება რომელიც, როგორც წესი, გვხვდება ჩვილებში და ბავშვებში.

დაავადება გვხვდება ბავშვებში - 6 წლამდე ასაკში. პიკური ავადობა 1-დან 2 წლამდე.

უფრო ხშირია ბიჭებში.

უპირატესად გვხვდება აღმოსავლეთ აზიაში და აზიური წარმომავლობის ადამიანებში.

ის გვხვდება არარეგულარულად და ძირითადად ეპიდემიების დროს. ასევე ახასიათებს სეზონურობა - უპირატესად ვლინდება ზამთარში და გაზაფხულზე.

ზუსტი გამომწვევი მიზეზი დღეისათვის უცნობია. დაავადების რამოდენიმე კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემი ვარაუდობს მის ინფექციურ, ეტიოლოგიაზე - მაგალითად ვირუსული გამომწვევის ან სტაფილოკოკუს აურეუსის სუპერანტიგენის გამოყოფის შედეგად ხდება ციტოკინების მასიური გამოთავისუფლება, რომელიც ვითარდება არანორმალური იმუნოლოგიური პასუხის შედეგად გენეტიკურად დეტერმინირებულ პირებში.

კლინიკური გამოვლინება:

1. სიცხე - როგორც წესი ამით იწყება დაავადება და გრძელდება მინიმუმ 5 დღე, შეიძლება გაგრძელდეს 11 დღე.

პიკი 39.4°C და შეიძლება 40.5°C-იც კი

2. კისრის ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძის გადიდება) - ეს არის ყველაზე ხშირი სიმპტომი და გვხვდება კავასაკის შემთხვევების 75%-ში - ზომაში >1.5 სმ

როგორც წესი ერთი ცალი გადიდებული, არაჩირქოვანი ლიმფური კვანძი კისრის გვერდით ნაწილში (cervical chain);

3. ბილატერალური (ორმხრივი), არაჩირქოვანი კონიუქტივიტი.

პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ფოტოფობია (იხილეთ ფოტოები)

mkurnali.ge

4. პირის ღრუს ლორწოვანის ცვლილება - ყველაზე ადრეული ცვლილება ტუჩებზე მათზე ხასხასა წითელი ერითემის (სიწითლე) განვითარებით, შეიძლება შეგვხვდეს ლორწოვანის დიფუზური ერითემა (ბუშტუკების, ეროზიებისა და წყლულების გარეშე), შემდეგ მოყოლებული ნახეთქების გაჩენით და შეშუპებით, შემდეგ "მარწყვისებრი ენის" განვითარებით - (იხილეთ ფოტო);

mkurnali.ge

5. კიდურების კანი ცვლილებები - დიფუზური ერითემა (სიწითლე) მტევნებსა და ტერფებზე დაავდების 3-5 დღეზე, მოყოლებული ამობურცული კანის შეშუპება, გამოხატული დემარკირებული გამონაყარი მაჯებთან, ხელების და ფეხების გვერდით ზედაპირებზე;

6. პოლიმორფული გამონაყარი სხეულზე - სხვადასხვა ტიპის (მათ შორის ჭინჭრის ციების ტიპის), მაგრამ არასდროს არ არის ბუშტუკების და ბუშტების სახით.

გამონაყარი როგორც წესი არის ქავილით მიმდინარე და შეიძლება იყოს გენერალიზებული;

mkurnali.ge

7. კანის დესქვამაცია (აშრევება) პერიანალურად და გენიტალიების არეში დამახასიათებელი სიმპტომია რომელსაც შემდეგ მოჰყვება მტევნების და ტერფების კანის დესქვამაცია (იხილეთ ფოტოები);

mkurnali.ge

დაავადების გართულება

ყველაზე მნიშვნელოვანი და საფრთხის შემცველი გულის მხრივ გართულება

მწვავე დაავადების მიმდინარეობის დროს შესაძლოა განვითარდეს ტაქიკარდია, ეკგ-ზე ცვლილებები, პერიკარდიუმში გამონაჟონი, სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება, მიტრალური რეგურგიტაცია

მკურნალობის გარეშე დატოვებული შემთხვევების 20-25%-ში შესაძლებელია განვითარდეს გულის კორონარული არტერიების ანევრიზმა, რომელმაც თავის მხრივ გამოიწვიოს თრომბოზი და ინფარქტი.

დიაგნოზის დასმა

სპეციფიკური ლაბორატორიული ანალიზი არ არსებობს

დიაგნოზის დასასმელად საჭიროა კლინიკური ნიშნები:

▪︎სიცხე რომელიც გრძელდება არანაკლებ 5 დღისა + 5 სიმპტომიდან მინიმუმ 4

1. პოლიმორფული გამონაყარი

2. ბილატერალური კონიუქტივიტი

3. პირის ღრუს ლორწოვანის ცვლილებები

4. კისრის ლიმფური კვანძის გადიდება

5. კიდურის პერიფერიული ნაწილების კანის ცვლილებები

ლაბორატორიულად შეიძლება შეგვხვდეს

ლეიკოციტოზი

მომატებული ედს

მომატებული CRP

!!! კავასაკი საეჭვო იქნება თუ დაავადების სიმპტომების დაწყებიდან 7 დღის შემდეგ ედს, CRP და თრომბოციტები ნორმაშია, მაგრამ ამის მიუხედავად ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში აზრი იხრება კავასაკის დაავადების არსებობის მხარეს.

სასარგებლო რჩევები

• კავასაკის დაავადებაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ თუ ბავშვს აქვს აუხსნელი სიცხე რომელიც გრძელდება 5 დღე და მეტი + პოლიმორფული გამონაყარი რომელიც გავს ქუნთრუშას ან წითელას + არაჩირქოვანი კონიუქტივიტი

• ყველა პაციენტს კავასაკის დაავადებით უნდა ჩაუტარდეს ექოკარდიოგრაფია დაავადების მწვავე პერიოდში და 3 და 6 კვირაზე სიცხის დაწყებიდან

• პაციენტების უმრავლესობა გამოჯანმრთელდება სრულად, თუმცა დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა განაპირობოს კარდიოლოგიური გართულებები

მკურნალობა

დაავადებული ბავშვების უმრავლესობა საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

მაღალი ტემპერატურის გამო რთულია სითხეებით დატვირთვა და კვება შესაბამისად როგორც წესი საჭიროა ინტრავენურად სითხეების გადასხმა

■ როგორც კი კავასაკის დაავადების დიაგნოზი ისმება საჭიროა დაწყებულ იქნას:

ინტრავენური იმუნოგლობულინი (IVIG), ან გამა გლობულინი + ასპირინი

▪︎ასპირინი მაღალი დოზით 80-100 მგ/კგ წონაზე/დღეში გაყოფილი 4 დოზად დღეში უნდა გაგრძელდეს დაავადების მწვავე ფაზის პერიოდში. მოყოლებული 3-5 მგ/კგ/წონაზე დღიურად სანამ მწვავე ანთებითი მარკერები როგორიცაა ედს-ი არ ჩადგება ნორმაში.

ის ამ დოზით უნდა გაგრძელდეს დაავადების მე-14 დღემდე ან სულ მცირე მანამდე სანამ პაციენტი სიცხის გარეშეა 48-დან 72 საათის განმავლობაში

▪︎თუ გვაქვს კორონარული არტერიების დაზიანების სურათი ასპირინით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სანამ პათოლოგია არ გამოსწორდება.

თუ გვაქვს კორონარული ანევრიზმის სურათი ასპირინით მკურნალობა გრძელდება განუსაზღვრელი ვადით.

▪︎ინტრავენურ იმუნოგლობულინს (IVIG) აქვს სინერჯისტული (გამაძლიერებელი) ეფექტი ასპირინთან ერთად და ამცირებს მწვავე ანთებით პროცესს. მათი მაქსიმალური ეფექტი ფიქსირდება თუ ისინი დაწყებულია დაავდების პირველი 10 დღის განმავლობაში.

● ცოცხალი ვირუსის ვაქცინებით ვაქცინაცია (წითელა, წითურა, ყბაყურა, ჩუტყვავილა) გადავადებული უნდა იყოს მინიმუმ 11 თვით IVIG-ით მკურნალობის შემდეგ!!!

● კავასაკი შეიძლება შეგვხვდეს მოზრდილებშიც - მკურნალობა იგივეა რაც ბავშვებში

P.S საქართველოში IVIG-ის შოვნა ურთულესია.

სამაგიეროდ რემდესივირი და ტამიფლუ გვაქვს.

ექიმი ზაზა თელია

დავით თელიას კლინიკა - მტკიცებითი მედიცინის ცენტრი