რაც უფრო მაღალია დამაზიანებელი ფაქტორის ტემპერატურა, მით ნაკლები დროა საჭირო დაზიანების გამოსავლენად - როგორ დავეხმაროთ პატარას დამწვრობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაც უფრო მაღალია დამაზიანებელი ფაქტორის ტემპერატურა, მით ნაკლები დროა საჭირო დაზიანების გამოსავლენად - როგორ დავეხმაროთ პატარას დამწვრობისას

- რა შეიძლება გახდეს დამწვრობის მიზეზი?

- დამწვრობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მაღალი ტემპერატურა - ცეცხლის ალი, ცხელი წყალი, ორთქლი, ცხელი საკვები. ასეთ დამწვრობას თერმულს უწოდებენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დამწვრობის შემთხვევათა უდიდესი წილი - 80% - ცხელი წყლით, საკვებით დამწვრობაზე მოდის, ხოლო მოზარდებში - 65% ცხელი წყლის ალით დამწვრობაზე.

მცირე ასაკის ბავშვებში ცხელი წყლით დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ მდუღარე წყალმა, არამედ ნაკლები ტემპერატურის მქონე წყლის ხანგრძლივმა ზემოქმედებამაც. მაგალითად, 50-გრადუსიანი წყალი 7-10-წუთიანი ზემოქმედების შედეგად I-II ხარისხის დამწვრობას იწვევს.

ქიმიური საყოფაცხოვრებო დამწვრობა თერმულზე იშვიათია. ის შეიძლება გამოიწვიოს ძმრის ესენციამ, კონცენტრირებულმა გამწმენდმა საშუალებამ, ელექტროელემენტების ტუტე შიგთავსმა

(როდესაც ბავშვი ხელში ათამაშებს დაზიანებულ ელემენტს). საოჯახო ელექტროხელსაწყოების მომრავლებამ ელექტროდამწვრობის გახშირება განაპირობა. მზის სხივების ჭარბი, ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ვითარდება სხივური დამწვრობა. ბავშვის ნაზ კანს იოლად წვავს მზე, ამიტომაც გირჩევთ, ზაფხულში მოარიდეთ ბავშვი 11 სთ-დან 18 საათამდე მზეზე ყოფნას.

- რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას დამწვრობამ ბავშვს?

- დამწვრობა საშიშია არა მხოლოდ იმიტომ, რომ კანის დამწვარი უჯრედები ზიანდება და კვდება. დიდი ფართობის მომცველ, მძიმე დამწვრობას თან სდევს ძლიერი ტკივილები და ორგანოების მძიმე დაზიანება. ყოველივე ეს ტრავმას აყენებს ბავშვის ფსიქიკას. შესაძლოა, განვითარდეს დამწვრობითი დაავადება. არცთუ იშვიათად დამწვრობა მძიმე, შეუქცევადი პროცესების მიზეზად იქცევა. ძალიან მძიმე შემთხვევები კი სიკვდილით სრულდება. პრაქტიკულად ყველა ღრმა დამწვრობას თან ახლავს ნაწიბურების წარმოქმნა, რომლებიც ხელს უშლის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორ განვითარებას და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს.

- დამწვრობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორი დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულს. ასეთ დროს აუცილებელია პირველი დახმარების ცოდნა. როგორ მოვიქცეთ ექსტრემალურ სიტუაციაში?

- უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოვაცილოთ დამწვრობის მიზეზი.

პირველი დახმარება თერმული დამწვრობის დროს

რაც უფრო მაღალია დამაზიანებელი ფაქტორის (წყლის, გახურებული ნივთის) ტემპერატურა, მით უფრო ნაკლები დროა საჭირო დაზიანების გამოსავლენად.

მაგალითად, თუ წყლის ტემპერატურა 70 გრადუსია, საკმარისია ერთი წამი, რომ ბავშვს III-ა ხარისხის დამწვრობა განუვითარდეს.

თუ დაზიანებული უბნები დაფარულია ტანსაცმლით, სწრაფად, მაგრამ ფრთხილად უნდა გახადოთ. თუ დამწვრობა მშრალი სიცხით (ცეცხლის ალით) მოხდა, ტანსაცმელი ცივი წყლით უნდა დაასველოთ და შემდეგ გახადოთ. თუ ტანსაცმელი სხეულს მიეკრო, ხელი არ ახლოთ, რომ კანი უფრო მეტად არ დააზიანოთ. კანის დაზიანებული უბანი უნდა გავაგრილოთ.

ამისათვის ის ან ცივ წყალში უნდა მოვათავსოთ (თუ მაგალითად, კიდურია დამწვარი), ან დავადოთ ყინულის პაკეტი. ეს შეამცირებს დაზიანების ხარისხს და შეამსუბუქებს ტკივილს. სითბური ენერგიის ქსოვილთა სიღრმისაკენ გადაცემა რომ შევაჩეროთ, 15-20 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს გაგრილება. ამავე დროს, ეცადეთ არ გადააჭარბოთ - თუ გაგრილება 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, შესაძლოა მოხდეს სისხლძარღვოვანი სპაზმი და დაზიანებული უბნის სისხლით მომარაგება უფრო მეტად დაირღვას.

პირველი დახმარება ქიმიური დამწვრობისას

დაზიანებული უბანი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვბანოთ ცივი გამდინარე წყლით. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიზეზი გოგირდმჟავაა - ასეთ დროს წყალი უფრო მეტად გააღრმავებს დამწვრობას. თუ ქიმიური ნივთიერება სამოსზე მოხვდა, სასწრაფოდ უნდა გავხადოთ. პირის ღრუს, საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის დამწვრობისას ქიმიური ნივთიერების ნეიტრალიზაცია უკუნაჩვენებია.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ სანთლების სახით, უკანა ტანიდან შეყვანით. აუცილებელია სპეციალიზებულ საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაყვანა.

თუ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა, ბავშვს გადააყლაპეთ უმი კვერცხის ცილა ან დაალევინეთ ცივი რძე (არა უმეტეს 1 ჭიქისა). ასე მეტ-ნაკლებად დავიცავთ საყლაპავისა და კუჭის ლორწოვან გარსს.