თუ შვილს გენიოსობის ნიშნებს ამჩნევთ, დაეხმარეთ მას! - რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ შვილს გენიოსობის ნიშნებს ამჩნევთ, დაეხმარეთ მას! - რჩევები მშობლებს

  • მიეცით საშუალება პატარას, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან რაც შეიძლება მეტი და აქტიურად იმოძრაოს. ეს ხელს შეუწყობს აზროვნების, გრძნობების, წარმოსახვის განვითარებას. ამასთან, პირველი სამი წლის განმავლობაში მოტორიკის განვითარება ყველაზე მეტად ასტიმულირებს ინტელექტს.

  • სხვისი გამოცდილების გაზიარებით, განცდითა და გათავისებით ადამიანი სწრაფად მწიფდება და ყალიბდება როგორც მრავალმხრივი პიროვნება. რაც შეიძლება მეტი უკითხეთ პატარას, დაათვალიერებინეთ მხატვართა ალბომები, უამბეთ სამეცნიერო მიღწევების შესახებ, რომლებიც, თქვენი აზრით, საინტერესო იქნება მისთვის.

  • ხშირად გქონდეთ კონტაქტი ბავშვთან. ნუ აარიდებთ თავს კითხვებს, რომლებსაც ის დაგისვამთ, უპასუხეთ მათ შეძლებისდაგვარად დაწვრილებით. ნახავთ, პასუხების ძიება თქვენც როგორ გაგიტაცებთ!

  • ნუ მოაბეზრებთ თავს ბავშვს ზედმეტი მზრუნველობითა და მუდმივი ზედამხედველობით - მასაც სჭირდება მარტო დარჩენა, ფიქრი, თამაში, უბრალოდ დივანზე წამოკოტრიალება ან ფილმის ყურება.

  • განუვითარეთ ბავშვს ემოციური ინტელექტი - ასწავლეთ თანაგრძნობა, წაახალისეთ სხვისი დახმარების სურვილი.

  • პატივი ეცით ბავშვის ინტერესებს, მაშინაც კი, როდესაც გეჩვენებათ, რომ ისინი მეტისმეტად გულუბრყვილოა და სულელურიც კი. ნუ ეცდებით მის განვითარებას განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით.

  • წაახალისეთ ბავშვის ფანტაზია - გამომგონებლობა შემოქმედებითი უნარების არსებობას მოწმობს.

  • მიაჩვიეთ პატარა ბეჯითობას, გამოუმუშავეთ შრომისმოყვარეობა. ეს მას სარგებლობას მოუტანს, განურჩევლად იმისა, გახდება თუ არა გენიოსი.