/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები

-გამარჯობა. ვარ 27 წლის გოგო. გუშინ მოულოდნელად დამეწყო მარცხენა სახის ნაწილის პარალიზება. ჯერ ტუჩიდან, ღიმილის დროს მარჯვნივ მიდიოდა და ავიდა თვალამდე. ვერ ვახამხამებ ბოლონდე. ვიყავი ორ ნევროლოგთან, ბელის დამბლააო. დამინიშნეს მედროლი. 8დღიანი მკურნალობა. უბრალოდ არავის უთქვამს რამე გამოკვლევა. მხოლოდ თავზე გადაიღეო, თუმცა არ გვგონია თავიდან იყოს რამეო. არც სამწვერა ნერვის ანთება უხსენებია ვინმეს. ასევე წავიკითხე ჰეროეს ვირუსი იწვევსო მაგრამ არც ანალიზი გამაკეთებინეს, გამონაყარი გექნებოდაო. მაინტერესებს თუ ვირუსულია ეს დამბლა, სხვა რა სიმპტომები უნდა მქონდეს? ამ მოვკენამდე რამოდენიმე დღით ადრე ენაზე გვერდით მქონდა სიწითლე ტკივილი და პატარა თეთრი წერტილი, მგონი ვიკბინე კიდეც და მაგიტო ზყსტად არ ვიხი , და წნის წინა მხარეს გემო მაქვს არეული თუ დაკარგული. და მაგ მხარეს ყბა მტკიოდა ხელის დადებისას. მეტი არაფერი. რამდენად საშიშია ეს ბელის დამბლა, ამ წამლებით ამილაგდება თუ არა მიმიკები? და გთხივთ დამაკვალუანით რა გამოვიკვლიო, ინფექცია ან რამე ვირუსი რომ არ გამომეპაროს. და ასევე ბავშვი მყავს ახალშობილი, შეიძლებოდა რამე გადასდებოდა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როცა ბავშვს ყურადღების კონცენტრირება უჭირს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ბავშვს ყურადღების კონცენტრირება უჭირს

ამისათვის ბავშვი ადრევე უნდა მოვამზადოთ. თუ ბავშვს პატარაობიდანვე არ განვუვითარეთ ყურადღება, სკოლაში შესვლის წინ ამის გაკეთება გაგვიჭირდება, თუმცა, როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...

ხელითა და გონებით

როცა ყურადღების განვითარებაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ვგულისხმობთ მისი მართვის ცოდნასა და უნარს. ადრე თუ გვიან ამ უნარს იძენს ყოველი ადამიანი, თუმცა ყურადღების „ხარისხი“ ყველას განსხვავებული აქვს. ამასთან, ის შეიძლება განვავითაროთ და სრულვყოთ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე სპეციალური მეცადინეობითაც. იყიდება წიგნები და სამუშაო რვეულები დავალებებით, რომლებიც საშუალებას იძლევა, განვუვითაროთ ყურადღება ბავშვს განსაზღვრულ ასაკში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყურადღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა შემეცნებით პროცესებთან: მეხსიერებასთან, აღქმასთან, წარმოსახვასთან, აზროვნებასთან, – ამიტომ ბევრი თამაში თუ სავარჯიშო რამდენიმე ფუნქციის ერთდროულად განვითარების საშუალებას იძლევა. უნდა გვახსოვდეს, რომ ყურადღება თავდაპირველად „ხელისაა“: უნდა დავიწყოთ თამაშით, სადაც პატარას შეეძლება, შეეხოს, გადააწყოს ცალკეული დეტალები (მაგალითად, სხვადასხვა ფორმის ფიგურები დააწყოს შესაბამის ხვრელებზე). მერე კი იგივე მოქმედებები პატარამ აზრობრივად უნდა შეასრულოს, ანუ ყურადღება თანდათანობით „გონებრივი“ ხდება.

რა სარგებლობა მოაქვს კუბს?

ალბათ, ყველა დაგვეთანმება, რომ ძალიან ძნელია საქმეზე კონცენტრირება, თუ მისი კეთება არ გვინდა. ამ დროს ნებისყოფის ჩართვა გვიწევს. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო უჭირს, დაემორჩილოს სიტყვას „საჭიროა“. ამიტომ ყურადღების განვითარებისას პირველი ნაბიჯია პროცესისადმი ინტერესის გაღვიძება. შეგიძლიათ, სეირნობისას ან მაღაზიაში მიმავალმა, შესთავაზოთ პატარას, იპოვოს მსგავსება ან განსხვავება შემხვედრ მანქანებს შორის, შინ შეიძლება განსხვავების პოვნა სათამაშოებს ან ნახატებს შორის... მთავარია, ამ თამაშმა დააინტერესოს და გაიტაცოს პატარა მკვლევარი. ყურადღება მიაქციეთ მეცადინეობის შედეგს – ბავშვის მიერ შექმნილ ლამაზ ნახატს ან კუბებისგან აშენებულ კოშკს. სიტყვათშეთანხმებას „ყურადღების განვითარება“ პატარასთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ წინადადება, ცალკეული ნაწილებისგან ააწყოს მთლიანი (კონსტრუქცია, ნახატი, სათამაშო), უდავოდ გაუღვიძებს მოქმედების სურვილს. წარმატების, თუნდაც მცირედის, შემთხვევაში ნუ დაიშურებთ ქებას – ეს მომავალი განვითარების მნიშვნელოვანი სტიმულია. აღზრდის პროცესში მშობელმა უნდა მიაჩვიოს შვილი დაწყებული საქმის დამთავრებას და ერთი საქმიანობიდან მეორეზე ყურადღების გადართვას. მეცადინეობა თამაშის ფორმით ჯობს. არსებობს უამრავი შემეცნებითი თამაში:

1. „იპოვე ასეთივე“ – თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე წყვილი ერთნაირი სურათი ან ღია ბარათი (მაგ., ორი კურდღლებიანი, ორი დათუნიებიანი და ა.შ.). ყოველი წყვილიდან აიღეთ თითო და ისე დააწყვეთ, რომ პატარა ყველას კარგად ხედავდეს, დანარჩენები კი აურიეთ. შემდეგ სთხოვეთ ბავშვს, უპოვოს „გაქცეული“ ცალი თითოეულ ბარათს.

2. „ააწყვეთ სურათი“. აიღეთ ორი წყვილი ერთნაირი სურათი. თითოეული წყვილიდან თითო რამდენიმე ნაწილად გაჭერით და აურიეთ. შემდეგ აჩვენეთ ბავშვს ერთ-ერთი ფრაგმენტი და სთხოვეთ გამოიცნოს, რომელ სურათს ეკუთვნის და სად უნდა მოთავსდეს. პატარა ბავშვს შესთავაზეთ, დაადოს „ამოცნობილი“ ფრაგმენტი მთლიან სურათს, ხოლო მოზრდილს – დააკვირდეს ნიმუშს და ფრაგმენტებისგან სურათი ააწყოს.

3. „ცივა-ცხელა“. სთხოვეთ ბავშვს, გავიდეს ოთახიდან, თქვენ კი ამ დროს სადმე დამალეთ სათამაშო. ბავშვის ამოცანაა, მოძებნოს სათამაშო თქვენი კარნახით. როცა სამალავს მიუახლოვდება, უნდა თქვათ „თბილა“ ან „ცხელა“, ხოლო როცა დაშორდება – „ცივა“.

ეს თამაში ახალი არ არის, მაგრამ ძალიან სასარგებლოა. ის ბავშვს არა მხოლოდ „მხედველობით“, „სმენით“ ყურადღებასაც უვითარებს. გარდა ამისა, ასწავლის, მართოს თავისი ქცევა გაგონილის შესაბამისად. იმის მიხედვით, როგორ დაძლევს ბავშვი მარტივ ამოცანებს, მიაწოდეთ უფრო რთული, მაგრამ უარი არ უთხრათ დახმარებაზე, თუ დასჭირდა. მეცადინეობამ შესაძლოა მაშინვე არ გამოიღოს შედეგი, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენ შეამჩნევთ, რომ ბავშვი უფრო მობილიზებული გახდება, ხოლო როცა სკოლაში მივა, გაკვეთილზე ყურადღების მოკრება აღარ გაუჭირდება.