გოგრის, ციტრუსის, პომიდვრის, სტაფილოსა და ბროწეულის წვენები - რომელი დავალევინოთ მოზარდს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გოგრის, ციტრუსის, პომიდვრის, სტაფილოსა და ბროწეულის წვენები - რომელი დავალევინოთ მოზარდს?

- რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია ყველაზე მეტად სასარგებლო პატარასთვის?

- მშობელმა პედიატრთან ერთად უნდა შეარჩიოს მისი შვილისთვის უმჯობესი წვენი. ჩვენ მხოლოდ მათ სასარგებლო თვისებებს მიმოვიხილავთ.

სტაფილოს წვენი

შეიცავს ბეტა-კაროტინს, B ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს და სხვა მინერალურ ნივთიერებებს. აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას, თუმცა მისი დიდი რაოდენობით გამოყენება არ არის მიზანშეწონილი: ბეტა-კაროტინის სიჭარბე ვნებს ღვიძლს, აყვითლებს კანს. სიყვითლის თავიდან ასაცილებლად დღეში ნახევარ ჭიქაზე (100 მლ) მეტის მიღება რეკომენდებული არ არის. შეგიძლიათ, სტაფილოს წვენს ვაშლისა შეურიოთ. არ დაგავიწყდეთ: ბეტა-კაროტინის უკეთ ასათვისებლად სტაფილოს წვენს დააყოლეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი ან კარაქიანი პური.

ვაშლის წვენი

ზამთარ-ზაფხულ იგი C ვიტამინის წყაროა. ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს: კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, თუთიას; ორგანულ მჟავებს: ვაშლისას, ლიმონისას და სხვა.

წვენი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, სასარგებლოა ანემიის, დაქვეითებული მჟავიანობის, გასტრიტის, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს.

არაჩვეულებრივად კლავს წყურვილს, შაქრებისა და ორგანული მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით აქრობს დაღლილობის შეგრძნებას და სწრაფად აღადგენს ძალებს ჭარბი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

ეფექტურია გრიპისა და სასუნთქი სისტემების ვირუსების პროფილაქტიკისთვის. ააქტიურებს ნაწლავების მუშაობას. გამოსაწურ ვაშლს ნუ გათლით - სასარგებლო ნივთიერებების უმრავლესობა მის კანშია თავმოყრილი.

ცხადია, ეს ეხება მხოლოდ ჩვენში მოყვანილ ვაშლს და არა იმპორტირებულს, რომელიც ტრანსპორტირებისა და დიდხანს შენახვის მიზნით ცვილით არის დაფარული.

პომიდვრის წვენი

იგი შეიცავს C, B ჯგუფის ვიტამინებს, A პროვიტამინს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. არ გირჩევთ, პომიდვრის წვენს დაუმატოთ მარილი - მის სასარგებლო თვისებებს ამცირებს.

ბროწეულის წვენი

უხვად შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას, ორგანულ მჟავებს (უპირატესად - ლიმონმჟავას), 15 ამინმჟავას, ამათგან 6-ს - შეუცვლელს,C, B1, B2, E, A, PP ვიტამინებს და ბევრ მიკროელემენტს. ბროწეულის წვენი მატებს მადას, ენერგიას, აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი და ანტისეპტიკური მოქმედება, ზრდის სისხლში ჰემოგლობინის დონეს.

გოგრის წვენი

ჩვილისთვის წვენების გაცნობა შეგიძლიათ გოგრის წვენით დაიწყოთ. მას პატარას ორგანიზმი ადვილად ითვისებს, თანაც ნაკლებალერგიულია. შეიცავს საქაროზას, პექტინს, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, სპილენძისა და კობალტის მარილებს, C, B1, B2, B6, E ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ხელს უწყობს ნაღვლის დენას, აქვს სუსტი შარდმდენი მოქმედება.

ციტრუსის (ფორთოხლის, გრეიპფრუტის) წვენი

ციტრუსები მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით: B ჯგუფის ვიტამინებით, კალციუმით, რკინით, მაგნიუმით, ფოსფორით, კალიუმით, თუთიით, მანგანუმით. რაც მთავარია, მათი წვენი C ვიტამინის წყაროა. ციტრუსის წვენი მატებს ენერგიას, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე. თუ მიგაჩნიათ, რომ წვენი მეტისმეტად მჟავეა, შეგიძლიათ, წყლით განაზავოთ და თაფლით დაატკბოთ.

წაიკითხეთ სრულად