როგორ შეიძლება დავეხმაროთ პატარებს, რომ სწავლა გაუადვილდეთ? - მხედველობითი და სმენითი მეხსიერების სავარჯიშოები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შეიძლება დავეხმაროთ პატარებს, რომ სწავლა გაუადვილდეთ? - მხედველობითი და სმენითი მეხსიერების სავარჯიშოები

5-6 წლის ბავშვი ფაქტებს თავისდაუნებურად იმახსოვრებს, განსაკუთრებით იმას, რაც საინტერესო ეჩვენება და მასში ძლიერ (დადებით თუ უარყოფით) ემოციას იწვევს, მაგრამ სკოლაში სწავლისთვის მნიშვნელოვანია, პატარას თავისი მეხსიერების მართვა შეეძლოს.

მან უნდა დაისახოს გაცნობიერებული მიზანი, დაიმახსოვროს, და ამას ძალა და ნებისყოფა მოახმაროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვს განვითარებული უნდა ჰქონდეს ნებელობითი დამახსოვრების უნარი.

ბავშვის მეხსიერება ბევრად არის დამოკიდებული იმაზეც, რამდენად ესმის პატარას დამახსოვრებული ინფორმაციის მნიშვნელობა. გააზრებული დამახსოვრება ხელს უწყობს მასალის ღრმადათვისებას, ცნობიერებაში წარმოქმნის მკვეთრ ხატებს, წარმოდგენებს, ასოციაციებს, რათა საჭირო ინფორმაცია უფრო საიმედოდ გამყარდეს ხანგრძლივ მეხსიერებაში.

სწორედ ამიტომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი წარმოსახვის გამოყენება, ასოციაციების პოვნა, ისტორიების შეთხზვა. სპეციალისტები გვირჩევენ, ხშირად ვავარჯიშოთ პატარა ლიტერატურული ნაწარმოებების მოყოლასა და ზეპირად დასწავლაში.

როცა ზღაპარს წაიკითხავთ, დაეხმარეთ ბავშვს, აითვისოს დამახსოვრებისძირითადი ხერხები - ტექსტი გაყოს ნაწილებად და გამოყოს თითოეული ნაწილის აზრი (მიმანიშნებელი შეკითხვების მეშვეობით), შემდეგ ყოველივე ეს გაიმეოროს. სთხოვეთ, დახატოს ილუსტრაციები და შემდეგ მათ მიხედვით მოჰყვეს მოსმენილ ისტორიას. ლექსის სწავლის დროს ყოველ სტრიქონს მარტივი ნახატი-სიმბოლო მიუსადაგეთ.

ასეთი "შპარგალკის" მეშვეობით ბავშვი უფრო იოლად დაიმახსოვრებს ლექსს. სხვადასხვა სახის ხანგრძლივი და ხანმოკლე მეხსიერების განვითარებისთვის შემუშავებულია სპეციალური სავარჯიშოები. რაც უფრო ხშირად შეასრულებს მათ ბავშვი, მით უფრო გაუადვილდება სწავლა.

მხედველობითი მეხსიერება

ათი ნახატი. შესთავაზეთ პატარას, დაათვალიეროს ათი ნახატი, რომლებზეც მისთვის ნაცნობი სურათი იქნება გამოსახული. 30 წამის შემდეგ ბავშვს სთხოვეთ, დაასახელოს ყველა საგანი, რომელიც დაიმახსოვრა. ასე შევამოწმებთ ხანმოკლე მეხსიერებას. თუ 6-7 წლის ბავშვმა 6-7 საგანი დაასახელა, ეს კარგი შედეგია. 10 წუთისა და 1 საათის შემდეგ ბავშვს სთხოვეთ, კვლავ გაიხსენოს საგნები. ჩვეულებრივ, პატარა 10-დან 7-8 საგანს ასახელებს, რაც ხანგრძლივი მეხსიერების კარგი მაჩვენებელია.

დაიმახსოვრე და დახატე. შესთავაზეთ ბავშვს, ერთი წუთის განმავლობაში უყუროს სურათს, რომელზეც გამოსახულია მარტივი ორნამენტები, გეომეტრიული ფიგურები, ციფრები ან ასოები და შემდეგ სთხოვეთ, დახატოს ყველაფერი, რაც დაიმახსოვრა.

"მე ფოტოაპარატი ვარ!" პატარას შესთავაზეთ წარმოიდგინოს, რომ ფოტოაპარტია და ნებისმიერი საგნის, სიუჟეტისა თუ ადამიანის დაფიქსირება შეუძლია. ამის შემდეგ სთხოვეთ, მაგიდაზე დაწყობილ საგნებს რამდენიმე წამის განმავლობაში ყურადღებით უყუროს, თვალები დახუჭოს და ჩამოთვალოს ყველაფერი, რაც მის მიერ "გადაღებულ სურათზე" აისახა.

დაიმახსოვრე ნახატები. ბავშვთან ერთად 40 წამის განმავლობაში ათვალიერეთ 10 სურათი. შემდეგ სურათები შეინახეთ და რიგრიგობით დაასახელეთ ის საგნები, რომლებიც დაიმახსოვრეთ.

გამარჯვებული ის იქნება, ვინც საგანს ბოლო გაიხსენებს. რა შეიცვალა? მაგიდაზე დადეთ 5-8 ფიგურა. პატარა მათ ყურადღებით ათვალიერებს, შემდეგ შებრუნდება. ამ დროს ერთი ან ორი სათამაშო ახლით შეცვალეთ ან სათამაშოებს ადგილი შეუცვალეთ. ბავშვს სთხოვეთ, ცვლილება იპოვოს.

სურათების თვალიერება. ქუჩაში სეირნობისას ბავშვს ყურადღება მიაქცევინეთ საგზაო ნიშნებისთვის, სარეკლამო ფარებისთვის, აბრებისთვის, შინ დაბრუნებისას კი სთხოვეთ დახატოს, რაც დაიმახსოვრა.

"მხატვარი". პატარა ვითომ მხატვარია, ყურადღებით უყურებს მას, ვისი სურათიც უნდა "დახატოს". შემდეგ შებრუნდება და მის სიტყვიერ პორტრეტს ქმნის.

სმენითი მეხსიერება

10 სიტყვა. ბავშვს ათი სიტყვა წაუკითხეთ, შემდეგ სთხოვეთ, დამახსოვრებული სიტყვები წარმოთქვას. სკოლამდელი ასაკის ბავშვი, ჩვეულებრივ, 5-6 სიტყვას იმახსოვრებს. ეს კარგი ხანმოკლე მეხსიერების მაჩვენებელია.

ბავშვს შეახსენეთ ის სიტყვები, რომლებიც დაავიწყდა. ერთი საათის შემდეგ ამ თამაშს დაუბრუნდით და სთხოვეთ ბავშვს, სიტყვები ისევ დაასახელოს. თუ პატარამ 7-8 სიტყვა გაიხსენა, ესე იგი მას კარგი ხანგრძლივი მეხსიერება აქვს.

მისმინე და გაიმეორე. მაგიდაზე ფანქრით რამდენჯერმე დააკაკუნეთ და ბავშვს სთხოვეთ, იგივე რიტმი გაიმეოროს.

"მე ტომარაში ჩავდე..." ეს თამაში ხანგრძლივი მგზავრობისას გაგართობთ. თავდაპირველად თქვით: "მე ტომარაში ჩავდე ვაშლი", პატარას სთხოვეთ, იგივე გაიმეოროს და "თავისი ხილიც" დაამატოს.

შემდეგ თქვენ იმეორებთ მთელ ფრაზას და კიდევ რაიმეს "ამატებთ" და ასე შემდეგ. ეს თამაში ზრდის მეხსიერების მოცულობას.

წაიკითხეთ სრულად