სითბო და კომფორტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სითბო და კომფორტი

დღეს ბევრი იყენებს ერთჯერად საფენებს. ისინი მართლაც საოცრად აადვილებენ დედის ყოველდღიურ შრომას. რას წარმოადგენს ერთჯერადი საფენი და რატომ არის ძნელი მის გარეშე ჩვილის გაზრდა?

ერთჯერადი საფენების უპირატესობა აშკარაა. მათი წყალობით დედა თავისუფლდება ზედმეტი შრომისგან, მათივე დამსახურებაა, რომ ბავშვს ნაზ კანს აღარ უღიზიანებს შარდსა და განავალთან ერთად გამოყოფილი ნივთიერებები და ნაკლებად ეხება მიკრობებიც. პამპერსის პირველი შრე ტენს ატარებს, მეორე, რომელიც ცელულოზას შეიცავს, აკავებს მას, ხოლო მესამე, სინთეტიკური და ტენისადმი მდგრადი, გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. პამპერსის ერთ-ერთი უპირატესობა სპეციალური რეზინები და მწებავი შესაკრავებია. მათი მეშვეობით ტრუსები ბავშვისთვის მოხერხებულ ფორმას იღებს, რისი წყალობითაც პატარას მოძრაობა აღარ ეზღუდება.

სასურველი არჩევანიჩვენს აფთიაქებსა და მაღაზიებში საფენების ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ არჩევანის გაკეთება ჭირს. მოდელები ბიჭუნებისთვის, გოგონებისთვის, რეზინიანი ტრუსები, ჰაერგამტარი საფენები... მაინც რომელი ჯობს? რა თქმა უნდა, უმჯობესია, ის საფენი შევიძინოთ, რომელსაც ვიცნობთ ან რომელსაც რეკომენდაციას პროფესიონალები უწევენ. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პამპერსი შეიცავდეს სპეციალურ გელს, რომელიც კანის ზედაპირიდან ტენს შთანთქავს. ამის შესახებ ინფორმაციას პაკეტზე ამოვიკითხავთ. უმჯობესია, თავიდანვე შევარჩიოთ ერთი ფირმა და შემდგომ მხოლოდ ზომა ვცვალოთ. შესაფუთ პაკეტზე აუცილებლად ეწერება, როგორი წონის ბავშვისთვის არის განკუთვნილი საფენი. მიუხედავად ამისა, ეს ინფორმაცია ყოველთვის არ გამოგვადგება. დედამ თავად უნდა აირჩიოს, რომელი ზომაა მისი შვილისთვის შესაფერისი. ეს ბუნებრივია - პატარები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან წონით, სიმაღლით, აგებულებით. ერთი და იმავე წონის მსუქან და გამხდარ ბავშვს შესაძლოა სხვადასხვა ზომის პამპერსი დასჭირდეს. მთავარია, საფენი კარგად იყოს მორგებული სხეულზე, არ უჭერდეს ბავშვს მუცელზე და არ რჩებოდეს სივრცე ტენის გამოსასვლელად. გაითვალისწინეთ ბავშვის სქესი. წოლისას ბიჭუნა უპირატესად პამპერსის წინა ნაწილს ასველებს, ხოლო გოგონა - ცენტრალურს და უკანას. მწარმოებლები ამ თავისებურებას ითვალისწინებენ, თუმცა არსებობს უნივერსალური მოდელებიც.

 მოვიშოროთ ეჭვიახალგაზრდა დედები ხშირად კითხულობენ, ხომ არ უქმნის პამპერსი საფრთხეს ბავშვის ჯანმრთელობას. მსგავსი ეჭვი უფროსი თაობის გავლენით ჩნდება: ბებიები, რომლებიც თავიანთ შვილებს ჩვრებში ახვევდნენ, პამპერსს არ ენდობიან. ზოგიერთს კი სხეულის ტემპერატურის მომატება, ეგრეთ წოდებული სათბურის ეფექტი აშინებს. მსგავსი დისკომფორტისგან პატარას დაცვა ძნელი არ არის. ამისთვის საკმარისია რეგულარული ჰაერის აბაზანები და პამპერსების დროული გამოცვლა. ოპტიმალურია სამსაათიანი ინტერვალი. თუ პამპერსს მთელი დღით დატოვებთ ბავშვის ტანზე, ნუღარ გაგიკვირდებათ, როცა კანის გაღიზიანებას აღმოაჩენთ. ზოგჯერ მშობლები ერთჯერად საფენებს მხოლოდ სეირნობის, მგზავრობის ან ექიმთან ვიზიტის დროს იყენებენ, სხვა დროს კი ტრადიციული მრავალჯერადი საფენებით გადიან იოლას. მსგავს მიდგომაში ნამდვილად არის რაციონალური მარცვალი. გამონაყარის, დერმატიტის პრობლემას პედიატრი იოლად უმკლავდება. ამ შემთხვევაში ინიშნება სპეციალური მალამო, რომლის წასმაც პამპერსის ყოველი გამოცვლის დროს არის საჭირო. ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა: მიეჩვევა თუ არა პამპერსს მიჩვეული პატარა ქოთანს? სპეციალისტები გვირჩევენ, 8-12 თვიდან პატარა რეგულარულად დავსვათ ქოთანზე. ამავე ასაკიდან თანდათან შევზღუდოთ პამპერსის გამოყენება. 2 წლის ასაკისთვის ბავშვი პამპერსს უნდა გადაეჩვიოს.

განსაკუთრებული შემთხვევაარის შემთხვევები, როცა ბავშვის ორგანიზმი ვერ იტანს ერთჯერად საფენს. ამ დროს ხშირი გამოცვლაც უშედეგოა და მალამოების გამოყენებაც. ამ შემთხვევაში იძულებული ვართ, მრავალჯერად საფენებზე გადავიდეთ. გარდა ასეთი გამონაკლისებისა, ერთჯერადი საფენი მშვიდად შეიძლება გამოვიყენოთ. გონივრული მოხმარებისას ის ზიანს არ აყენებს ბავშვის ორგანიზმს, პირიქით, მას სითბოსა და კომფორტს უნარჩუნებს.