რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი შვილი ნაადრევად დაიბადა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი შვილი ნაადრევად დაიბადა

მით მაღალია შესაძლებლობა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გრძელვადიანი პრობლემები განუვითარდეს. სწორედ ამიტომ დღენაკლთა მეთვალყურეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ციბაძე განმარტავს, რომ დღენაკლთა მეთვალყურეობა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან დღენაკლულობა ასოცირდება სხვადასხვა სამედიცინო პრობლემასთან, განვითარებისა და ქცევის დარღვევებთან, როგორიც არის იმპულსურობა, ჰიპერაქტიურობა, მხედველობის და სმენის პრობლემებთან, კვებით დარღვევებთან, ძილის დარღვევებსა და აპნოესთან, მეტყველების დარღვევებთან. შესაძლებელია აუტისტური სპექტრის დარღვევებიც განვითარდეს.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ნაადრევად დაბადებული ბავშვებისთვის სპეციალური დღენაკლთა მეთვალყურეობის პროგრამა მოქმედებს. დღენაკლი ბავშვების მეთვალყურეობასა და მათთვის შექმნილი პროგრამის შესახებ თავად დავით ციბაძე გვესაუბრება.

რას ნიშნავს დღენაკლი ბავშვი?

დღენაკლი ითვლება ბავშვი, რომელიც გესტაციის 36 კვირამდე დაიბადა. არსებობს დღენაკლობის ხარისხები, რომლის დადგენაც ახალშობილის დაბადების წონით ისაზღვრება. პირველი ხარისხის დღენაკლობაა, როდესაც ახალშობილი 2500-2001გრ. იწონის, მეორე ხარისხისაა - 2000-1501გრ. მესამე ხარისხის - 1500-1001გრ. და მეოთხე ხარისხისაა – 1000გრამზე ნაკლები.

რა სახის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს დღენაკლ ბავშვს და რა მიმართულებით სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება? რომელი მიმართულების ექიმების კონსულტაციაა აუცილებელი მათთვის?

დღენაკლთა მეთვალყურეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რადგან დღენაკლულობა საკმაოდ მრავალფეროვანი პრობლემებისა და ქცევის დარღვევების გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამიტომ დღენაკლი ბავშვები საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას და შედარებით ხშირ სამედიცინო გასინჯვას.

ადრეული დიაგნოსტირება საშუალებას იძლევა, დროულად მოხდეს შესაბამისი სამედიცინო ჩარევა, რისთვისაც საჭიროა სხვადახვა სპეციალისტის კომპლექსური მუშაობა და ამბულატორიული მონიტორინგი. "ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში" ხელმისაწვდომია დღენაკლთა ამბულატორიული მეთვალყურეობის სრული მომსახურება - პედიატრის ან ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, ორთოპედის გეგმიური მეთვალყურეობა.

დღენაკლი ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროლოგიური მეთვალყურეობა. რას გულისხმობს ის?

ყველა დღენაკლი ახალშობილი, რომელიც დაბადებულია 37 კვირაზე ადრე, აუცილებლად საჭიროებს ნევროლოგის დამატებით და განსაკუთრებულ მეთვალყურეობას. დღენაკლი ბავშვის ნევროლოგიური შეფასების დროს ტარდება ნევროლოგის კონსულტაცია და ნევროლოგიური გასინჯვა. ასევე, ხდება ბავშვის მოტორული და გონებრივი განვითარების შეფასება. ჩვენთან ეს ხდება Hammersmith და ASQ შკალებით.

ნევროლოგის გეგმიური მეთვალყურეობა მოიცავს: პოლისომნოგრაფიას - ძილის მონიტორინგს, ნეიროსონოსკოპიას, ვიდეო ელექტროენცეფალოგრაფიას, მაღალი რეზოლუციის მაგნიტურ რეზონანსულ (MRI) ტომოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

საჭიროების შემთხვევაში ტარდება დამატებითი კვლევები, რომელთა სრული სპექტრი ხელმისაწვდომია ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში.

რამდენი ხანი სჭირდებათ დღენაკლ ბავშვებს განსაკუთრებული მეთვალყურეობა?

ყველა ბავშვი, რომელიც დაბადებულია დღენაკლი, წარმოადგენს ცალკეულ ინდივიდს დღენაკლობის ხარისხიდან და სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე. ამიტომ მათი ვიზიტების სიხშირე და მკურნალობა-მეთვალყურეობის ხანგრძლიობაც ინდივიდუალურია.

რას გულისხმობს "ნიუ ჰოსპიტალსის" დღენაკლ ბავშვთა მეთვალყურეობის პროგრამა?

დღენაკლი ბავშვების მკურნალობის პროგრამა ითვალისწინებს პაციენტებს 0-2 წლამდე ასაკს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ პატარას, რომელიც ნაადრევად დაიბადა. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ დღენაკლთა მეთვალყურეობის სპეციალური პირობებით, რაც მოიცავს უფასო კონსულტაციებს და ფასდაკლებებს აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე.

პროგრამა მოიცავს: პედიატრის კონსულტაციას (პირველი ვიზიტი პედიატრთან უფასოდ. ყოველი შემდგომი ვიზიტი პედიატრთან ფასდაკლებით - 40 ლარად 65 ლარის ნაცვლად), ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია (პირველი ვიზიტი ბავშვთა ნევროლოგთან უფასოდ. ყოველი შემდგომი ვიზიტი ბავშვთა ნევროლოგთან ფასდაკლებით - 40 ლარად 65 ლარის ნაცვლად), ოფთალმოლოგის კონსულტაცია (ფასდაკლებით - 40 ლარად 65 ლარის ნაცვლად).

ამ პირობებით სარგებლობა შეუძლიათ 6 წლამდე ბავშვებს, რომლებიც დღენაკლი დაიბადნენ.

რა მეთოდოლოგიით მოხდა სპეციალური პროგრამის შემუშავება? რომელიმე ქვეყნის მაგალითით ხომ გიხელმძღვანელიათ?

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ამბულატორიული მეთვალყურეობა დღენაკლი ბავშვებისთვის პროგრამაში მონაწილეობას იღებს სამედიცინო პერსონალი, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება დღენაკლი ბავშვების პრობლემების მართვაში. ჩვენ ვიყენებთ მეთოდოლოგიას, რომელიც ჩვენმა ექიმებმა ჩამოიტანეს საფრანგეთიდან (პარიზში ნეკერის ბავშვთა საავადმყოფო), აშშ-დან (მეიოს კლინიკა როჩესტერში) და სხვა განვითარებული ქვეყნებიდან.

რით არის გამორჩეული კლინიკის დღენაკლ ბავშვთა პროგრამა სხვა ანალოგებისგან?

"ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი" კლინიკაში 2019 წლიდან ფუნქციონირებს და პაციენტებს 24 საათის მანძილზე ემსახურება. როგორც გითხარით, დღენაკლ ბავშვთა მკურნალობის მეთოდოლოგია ჩვენთან მართლაც განსაკუთრებულია. სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ცენტრი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით, კლინიკა უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით, სერვისების ხარისხით და წარმოადგენს ევროპული სტანდარტების პედიატრიულ კლინიკას საქართველოში.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190