რა უნდა იყოს ბავშვის გარდერობში და როგორ ჩავაცვათ მას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა იყოს ბავშვის გარდერობში და როგორ ჩავაცვათ მას

ყოველ ასაკს ნივთების თავისი საბაზისო ნაკრები აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის გარდერობში.

ყველაზე პატარისათვის:

ახალშობილისა და წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ელემენტარული საბაზისო კომპლექტი უნდა შედგებოდეს:

  • ჩახსნილი, უშესაკრავო პერანგები, პერანგები (5 ცალი). გაითვალისწინეთ, რომ ჩახსნილი, უღილებო პერანგები დაგჭირდებათ 3 თვემდე, როცა პატარა უფრო გააქტიურდება, უფრო გამოსაყენებელი შესაკრავიანი პერანგები იქნება.

გარდერობი ყველაზე პატარებისათვის

  • პერანგები (სულ მცირე - 4). პატარა შეიძლება დასველდეს ნერწყვით (განსაკუთრებით კბილების ამოსვლის დროს), წყლით, დაისვაროს საჭმლით. ამიტომ რამდენიმე დამატებითი პერანგიც კარგი იქნება.
  • შალის თბილი სვიტერი - წელიწადის ცივი დროისთვის.
  • საცოცავი (ფეხაუდგმელი ბავშვისთვის ჩასაცმელი) 5 ცალი. 3 თვემდე სჯობს გამოიყენოთ ბრეტელებიანი მოდელები, მოგვიანებით კი რეზინებიან საცოცავებზე გადახვიდეთ.
  • შარვალი სეირნობისთვის (თხელი საზაფხულო და თბილი ზამთრისთვის). ნუ შეიძენთ ჯინსს, უმჯობესია რბილი და მოსავლელად ადვილი ქსოვილის შარვლები.
  • წინდა (7 წყვილი). სანამ ბავშვი სიარულს არ შეეცდება, წინდა უფრო იშვიათად დაგჭირდებათ, მაგრამ პირველი დაბადების დღისთვის ბამბის წინდა ყოველდღიური თუ გამოსასვლელი კომპლექტის განუყოფელი ნაწილი გახდება.
  • ჩაჩი 3 ცალი - გამოიყენებთ ზაფხულში მზისგან დასაცავად და ზამთარში, თბილი ქუდის ქვეშ.
  • ქუდი 2 ცალი - გარდამავალი პერიოდისა და ზამთრის.
  • კომბინეზონი ზამთრისთვის. შემოდგომა-გაზაფხულისთვის უმჯობესია მოსახერხებელი ქურთუკის ან მსუბუქი პალტოს შეძენა.

გასათვალისწინებელია, რომ პატარას ნივთების ყიდვა მთელი წლის მანძილზე მოგიწევთ, რადგან ბავშვი მალე იზრდება. ტანსაცმელში კი ის მოხერხებულად და კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს.

გარდერობი 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

ამ პერიოდში ბავშვი აქტიურად იწყებს სამყაროს შეცნობას. მშობლები მზად უნდა იყვნენ ფლომასტერებით ტანსაცმლის მოხატვისთვის, ტალახში, თოვლში გასეირნებისათვის. აუცილებელია მოხერხებული, პრაქტიკული და შედარებით იაფი ნივთების შეძენა. საბაზისო გარდერობი გოგონებისა და ბიჭებისათვის:

  • საზაფხულო კომპლექტი (3 მაინც) - მაისური+შორტი. შეიძლება დავამატოთ მსუბუქი შარვლები და გრძელსახელოიანი მაისური (ლონგსლივი) გრილი ამინდისათვის, აუცილებელია მზისგან დასაცავად პანამა ან ბენდენა და რამდენიმე წყვილი ბამბის წინდა.
  • გარდამავალი პერიოდის (გაზაფხული-შემოდგომა) კომპლექტი (3) - გრძელსახელოიანი მაისურები (ლონგსლივები) ან სვითშოთები (გრძელსახელოიანი სპორტული პულოვერი), ჯინსები ან ნაჭრის შარვლები, აუცილებლად სპორტული შარვალი;
  • ზამთარი - ჰუდი (სპორტული სვიტერი კაპიუშონით) (1), თბილი სვითშოთი (1). თუ არ იყენებთ კომბინეზონს, მაშინ წყალგაუმტარი შარვალი, ქუდი (2), ხელთათმანები.
  • გოგონებისთვის შეიძლება დავამატოთ რამდენიმე ელემენტი: საზაფხულო კაბა ან სარაფანი (2), გრძელსახელოიანი კაბა, ლოსინები თითოეული სეზონისათვის.

საბაზისო გარდერობი საბავშვო ბაღისთვის

ბავშვი იწყებს სოციუმში ინტეგრაციას, ყოველდღიურად მიდის პირველ კოლექტივში. აქ მშობლები უშვებენ შეცდომას და ყიდულობენ ძვირფას და უსარგებლო ნივთებს. მათ ბუნებრივი სურვილი ამოძრავებთ, რომ ბავშვი ლამაზად და მოდურად გამოიყურებოდეს. რამდენიმე თვეში აცნობიერებენ, რომ ეს ყველაფერი ზედმეტი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლმდელი ასაკის ბავშვის გარდერობი შევარჩიოთ სწორად, რათა აუცილებელი ნივთები ყოველთვის ხელთ გვქონდეს და საკმარისი იყოს. მშობლის ამოცანაა, ბავშვი იყოს სუფთად და მოწესრიგებული. სკოლამდელი ასაკის პერიოდში ბავშვი უკვე თვითონ იხდის და იცვამს, ამიტომ ტანსაცმელს არ უნდა ჰქონდეს რთული შესაკრავები. საბავშვო ბაღის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს გამოსასვლელი კაბა გოგონებისათვის და კოსტიუმი ვაჟებისათვის.

მოსწავლის გარდერობი

სკოლის მოსწავლის გარდერობი დამოკიდებულია სასწავლო დაწესებულების მოთხოვნაზე. თუ სკოლაში ფორმის ტარება აუცილებელი, მშობლებმა უნდა შეიძინონ შემდეგი საბაზისო ნივთებიც:

  • მაისური (2);
  • ლონგსლივები (2);
  • საზაფხულო სპორტული კომპლექტი - მაისური და შორტები;
  • სპორტული კოსტიუმი - შარვალთან აუცილებელია რამდენიმე ზედა ელემენტის შერჩევა: ლონგსლივი, ჰუდი, სვითშოთი;
  • კომპლექტაციაში ზედემტი არ იქნება 1-2 დამატებითი შალის შარვალი ვაჟებისათვის და ქვედაბოლო/კაბა გოგონებისათვის;
  • ტანსაცმელი სჯობს იყოს არაპრინტირებული, ერთ ტონალობაში. მხიარული და მკვეთრი ტანსაცმელი ბავშვმა შეიძლება სკოლის შემდეგ ატაროს.

სკოლისგარე სამოსი დამოკიდებულია ბავშვის ცხოვრების წესზე. ნორჩი სპორტსმენებისთვის უნდა შეირჩეს სპორტული სამოსი.

ინტელექტუალებს საქმიანი სტილი უფრო მოუხდებათ.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვები სწრაფად იზრდებიან და ვერ ასწრებენ ბევრი სამოსის გამოყენებას, ამიტომ, ბევრი ტანსაცმლის ყიდვას ხარისხიანის შეძენა სჯობს.