აღზრდა დაბადებიდანვე უნდა დავიწყოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აღზრდა დაბადებიდანვე უნდა დავიწყოთ

თუ ნიჭისა და უნარ-ჩვევების განვითარებას ჩვილი ასაკიდანვე შევუწყობთ ხელს, მომავალში ისინი მართლაც გეომეტრიული პროგრესიით განვითარდება. ეს თეზისი, რომელიც უკვე აქსიომად იქცა, ცნობილ იაპონელ პედაგოგსა და ბიზნესმენს, მასარუ იბუკას ეკუთვნის.

კომპანია სონყ-ს დამფუძნებელი, ორგანიზაცია „ტალანტების სწავლების“ დირექტორი, სამი შვილის მზრუნველი მამა, დიდი პატრიოტი იყო. ის ოცნებობდა, გამოეყვანა თავისი ქვეყანა მე-20 საუკუნის შუა წლებში გაჭიანურებული სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან. მასარუ იბუკამ შეისწავლა სასკოლო განათლებისა და აღზრდის სისტემა და მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა პრობლემის სათავე, რომელთანაც საზოგადოებას უხდება შეჯახება, უნდა ვეძებოთ არა სკოლაში, არამედ ადრეულ ბავშვობაში, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდაში.

ბავშვი გამაოგნებელი სისწრაფით იზრდება - ფიზიკურადაც და გონებრივადაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარების სწორი სტიმულირება განვითარების ყოველ საფეხურზე. მასარუ იბუკას ნოვატორული მეთოდი იშვა ბავშვების აღზრდის პირადი გამოცდილებიდან და არა პედაგოგიკის ისეთ კორიფეთა ნაშრომებიდან, როგორებიც იყვნენ მარია მონტესორი, გლენ დომანი და შინიჩი სუძუკი. მალე იბუკას სისტემა პოპულარული გახდა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. იბუკამ გამოსცა წიგნი „სამი წლის შემდეგ უკვე გვიან იქნება“, რომელშიც ის ასაბუთებს, რომ საფუძველი ბავშვის მომავალ წარმატებას დაბადებიდან სამ წლამდე ეყრება. ამ პერიოდში შეძენილი ცოდნა სიცოცხლის ბოლომდე რჩება, ამიტომ მშობლების მთავარი ამოცანაა, არ მისცენ ბავშვის ნიჭსა და უნარებს გაქრობის საშუალება, ხელი შეუწყონ მათ გაფურჩქვნას. მთავარი, რაც უნდა ახსოვდეს ყველა მშობელს: ადრეული განვითარება არ ისახავს მიზნად გენიოსის აღზრდას; ის მიმართული უნდა იყოს ჰარმონიული, ბედნიერი და წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბებისკენ. არც ერთი ბავშვი არ იბადება გენიოსად ან ჩამორჩენილად, ყველას შეუძლია კარგად სწავლა. ყველაფერი სწავლების მეთოდზეა დამოკიდებული. ეს ეხება იმ ბავშვებსაც, რომლებიც ექიმებმა გონებრივად ჩამორჩენილებად აღიარეს. მათ შესახებ იბუკა წერს: „ადრეულმა განვითარებამ მათ გვერდი არ უნდა აუაროს. მათივე რთული მდგომარეობის გამო რაც შეიძლება ადრე უნდა განისაზღვროს მათი ნაკლოვანებები, რათა ადრეული განვითარების ტექნიკის დახმარებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მოხდეს მათი კომპენსირება“. თუ მივცემთ იმას, რაც საჭიროა და როცა საჭიროა, ნებისმიერი ბავშვი გაიზრდება გონიერი, მოაზროვნე და მტკიცე ხასიათისა. მთავარია, ხელიდან არ გავუშვათ მომენტი, როცა პატარა მზადაა, აღიქვას ინფორმაცია სრული მოცულობით.

აღზრდის პრინციპები

მასარუ იბუკა წერს: „იმისთვის, რომ ჩვენმა პატარებმა ზრდის პროცესში თავისუფლად ილაპარაკონ რამდენიმე ენაზე, კარგად იცურონ, იჯირითონ, დაუკრან ვიოლინოზე და ყველაფერი ეს გააკეთონ მაღალპროფესიონალურად, საჭიროა, ისინი უყვარდეთ (რასაც ვაკეთებთ კიდეც), პატივი სცენ (რასაც იშვიათად ვაკეთებთ) და მისცენ ყველაფრის საშუალება, რისი სწავლებაც მათთვის სურთ“. აღზრდისას უფროსები მრავალ შეცდომას უშვებენ. მთავარი შეცდომაა სიმკაცრისა და ყველაფრის უფლების მიცემის პერიოდების მონაცვლეობა. დღესაც კი ბევრი ფსიქოლოგი და პედაგოგი, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც პროგრესულად მოაზროვნეებს უწოდებენ, მიიჩნევს, რომ ზედმეტი ინფორმაცია უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე და უფრო ბუნებრივია, ის საკუთარ თავს მივანდოთ. მასარუ იბუკას აზრით, ყველაფერი პირიქით უნდა იყოს:

  • მშობელთა გავლენა ბავშვზე საბავშვო ბაღის ასაკამდე უნდა შეწყდეს; ადრეულ ასაკში ჩაურევლობამ, შემდგომ კი ზეწოლამ, მოგვიანებით შესაძლოა ჩაკლას ბავშვის შესაძლებლობები, ტალანტი, გამოიწვიოს პროტესტი;
  • არ შეიძლება ბავშვის თავისუფლების, თავისუფალი ნების იგნორირება. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია რისკი, დავთესოთ მასში საკუთარი თავისადმი სამუდამო ეჭვი. მშობლების ვალია, ჩაუნერგონ შვილს საკუთარი თავის რწმენა, მისცენ ფართო არჩევანი, რათა მან თავად გადაწყვიტოს, საით ისწრაფოდეს.
  • მართალია თუ არა, რომ უნარ-ჩვევები, რომელთა განვითარებასაც ჩვილი ასაკიდანვე შევუწყობთ ხელს, შემდგომ გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება?

განვაგრძობთ აღზრდის პრინციპების ჩამოთვლას:

  • ნურასოდეს დაელაპარაკებით ბავშვს ენის მოჩლექით. როცა უფროსები ბავშვს ესაუბრებიან „ბავშვურ“ ენაზე, მიაჩნიათ, რომ მას სხვა ენა არ ესმის, ფერხდება სწორი ენობრივი ჩვევების ფორმირება.
  • ბავშვის იგნორირება უარესია, ვიდრე განებივრება. ჩვენთვის ცნობილია უამრავი მაგალითი იმისა, რომ განებივრებული და გადამეტებული მზრუნველობით ბავშვი ნერვულ და მორცხვ, შებოჭილ პიროვნებად ვითარდება. მიუხედავად ამისა, სიყვარულსა და მზრუნველობაში აღზრდილი ბავშვები უკეთ ახერხებენ საზოგადოებასთან ადაპტაციას და უფრო გაწონასწორებულ და კეთილგანწყობილ ადამიანებადაც იზრდებიან.
  • ბავშვი დედ-მამამ ერთად უნდა აღზარდოს. შეუძლებელია კარგი ადამიანის აღზრდა ოჯახში, სადაც ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ძალისხმევა მხოლოდ დედის მხრებზე გადადის. ვერავითარმა მოუცლელობამ თუ დაღლილობამ ხელი ვერ უნდა შეუშალოს მამებს შვილებთან ურთიერთობაში. მათ აუცილებლად უნდა გამონახონ დრო თავიანთ პატარებთან კონტაქტისთვის.
  • ბავშვის უხასიათობას თავისი მიზეზი აქვს. თუ მშობლები უგულებელყოფენ ბავშვის გრძნობებს, პატარას დაუკმაყოფილებლობის განცდა ექნება. მშობლებმა კი არ უნდა დათრგუნონ უხასიათობა, არამედ მიაგნონ მის მიზეზს და აღმოფხვრან.
  • უმჯობესია, შევაქოთ ბავშვი, ვიდრე გავკიცხოთ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა აუცილებელია ბავშვის დატუქსვა, მისი იძულება რაიმე მოქმედებისთვის, მაგრამ, საზოგადოდ, უკეთესი იქნება, თუ რთულ სიტუაციაში ბავშვს არჩევანის საშუალებას მივცემთ ან დავარწმუნებთ. თუ პატარა ხევს გაზეთს, რომელიც თქვენ ჯერ არ წაგიკითხავთ, ნაცვლად იმისა, რომ ხელიდან გამოგლიჯოთ ის ან ხელში ჩაარტყათ, ძველი გაზეთი მიაწოდეთ. თუ ბავშვს უბრალოდ წაართმევთ გაზეთს, ამით ჩაკლავთ მასში მოქმედების ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს.
  • ბავშვის აღზრდა საკუთარი თავის აღზრდაა. აქტიური მშობლების უსიტყვო მაგალითიც კი უფრო ქმედითია, ვიდრე არააქტიურთა ბრძანებები და მითითებები. ბავშვები ბაძავენ ან იმეორებენ არა სიტყვებს, რომლებიც ესმით, არამედ საქციელს, რომელსაც ხედავენ, ამიტომ უბიძგეთ ბავშვს მოქმედებისკენ პირადი მაგალითით და გახსოვდეთ: მთავარია არა პირველობა, არამედ ბედნიერება. ჩვილების აღზრდის მზა რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რით შეიძლება შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას
  • ხშირად აიყვანეთ ხელში;
  • თამამად ჩაიწვინეთ საწოლში;
  • არასოდეს უგულებელყოთ მისი ტირილი;
  • მამას ხშირად უნდა ჰქონდეს ბავშვთან ურთიერთობა;
  • რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით უკეთესად ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან;
  • ბებიისა და ბაბუის არსებობა დიდი სტიმულია ბავშვის განვითარებისთვის;
  • წაახალისეთ ბავშვების ერთმანეთთან ურთიერთობა. სხვა ბავშვთან ჩხუბიც კი ავითარებს ურთიერთობის ჩვევებს.