როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი

ამინდი სახლში

ბავშვს ოთახში უნდა ჰქონდეს სწორი, ჯანსაღი ატმოსფერო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთახი არ უნდა იყოს ცემენტში ან უფანჯრო. ბავშვის ოთახის განიავების საშუალება ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გარდა, ოთახში უმჯობესია დამონტაჟებული იყოს რეგულირებადი რადიატორი და დამატენიანებელი, რათა შენარჩუნდეს ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა და ტენიანობა. ამ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული ბავშვის ნორმალური მდგომარეობა და შრომის უნარი. სასურველია ბავშვის ოთახში იყოს თერმომეტრი და ჰიგრომეტრი. ნორმაში ოთახში ტენიანობა უნდა იყოს 50-60%, ხოლო ტემპერატურა 18-20°С. სპეციალური მოწყობილობების გარეშე კი, ამ მაჩვენებლებზე დაკვირვება რთული იქნება.

ბოლო პერიოდში, ოთახის ფერს ბავშვის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით არჩევენ. ეს ლოგიკურია, რადგან ოთახის გადასაკეთებლად ყოველთვის არ გვექნება დრო და საშუალება.

უნივერსალური ფერებია - თეთრი, რუხი, კრემისფერი - იდეალურია, დადებითად მოქმედებს განწყობაზე და არც ყურადღებას ფანტავს. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი ვითარდება და მას სჭირდება აღმაფრენა. ამიტომ ფერთა ლაქები მნიშვნელოვანია, მისი დამატება შესაძლებელია ავეჯზე, დეკორატიულ ელემენტებსა და ქსოვილებზე.

სტაფილოსფერი, ლურჯი და მწვანე უნივერსალურია, ტოტალური ვარდისფერი გოგონების ოთახისათვის კი უკვე მოძველდა. თანამედროვე ლედი ცნობისმოყვარეა და მონოქრომული ოთახი მისთვის მოსაწყენია.

პასტელის ტონებით გაფორმებული ნებისმიერი საბავშვო ოთახი მისაღებია, მოზარდობის ხანაში მარტივი იქნება მისი შეცვლაც, დეტალების მცირე ცვლილებით - თაროების დამატებითა და ზედმეტად „ბავშვური“ ელემენტების მოცილებით.

ძილი და სიბნელე

ბავშვის ოთახში აუცილებლად უნდა იყოს დღის კარგი განათება, ძილისთვის კი აუცილებელია ხარისხიანი დაბნელება. ამიტომ, რეკომენდებულია ფანჯარაზე სპეციალური ფარდების ჩამოკიდება, რომელიც არ შემოუშვებს სინათლეს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც პატარას ჯანმრთელობას მისი ძილი განსაზღვრავს. გამოძინებული ბავშვი სავსეა ძალითა და ენერგიით და მზადაა მიღწევებისთვის. დამტკიცებულია, რომ ჰორმონი მელატონინი საჭიროა ჯანმრთელობისათვის და ნივთიერებათა ნორმალური ცვლისათვის, ადამიანის ორგანიზმში კი ის ძილის დროს, სრულ სიბნელეში გამომუშავდება.

ავეჯი-ტრანსფორმერი

ავეჯი-ტრანსფორმერი საბავშვო ოთახში სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. ის გამართლებულია მცირე ზომის ოთახში, სადაც ბავშვს მეტი ადგილი უნდა დარჩეს სათამაშოდ. მაგრამ თუ ოთახის ფართობი საშუალებას გვაძლევს (12-15კვმ), უმჯობესია სტანდარტული ავეჯის გამოყენება: სრულფასოვან საწოლში ძილი და სტაციონარულ მაგიდასთან მეცადინეობა.

ტრანსფორმერის შეძენა არაა რეკომენდებული პატარების ოთახისათვის. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან და ტრავმირების რისკიც მაღალია. ამასთან, მათ გაუჭირდებათ ამ ავეჯთან გამკლავება.

ყურადღება უნდა მიექცეს ავეჯი-ტრანსფორმერის ხარისხს. ის უნდა იყოს მყარი მასალისა და საიმედო სამაგრებით.

ნებისმიერ და განსაკუთრებით ბავშვის ოთახში, სასურველია იყოს სივრცე, სათამაშო ადგილი. სივრცე ფანტაზიის, აზროვნების განვითარებისათვის, შემოქმედებითი ზონა სრულფასოვანი პიროვნებისათვის. ამიტომ ჩაშენებული კარადები შეიძლება იყოს სასარგებლო. მათში შესაძლებელია ბავშვის ნივთების შენახვა: ტანსაცმელი, თეთრეული, სათამაშოები, აქტიური თამაშისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად.

ჩაშენებული კარადები შესანიშნავი ვიზუალური ილეთია სივრცის გასაზრდელად. მისი მოთავსება შესაძლებელია წინასწარ გაკეთებულ ნიშებში, რომ კარადის კარები კედლის გასწვრივ იყოს, გამოიყოს ფასადი ფერით.

სისუფთავე

ბავშვის ოთახში ზედაპირები უნდა იყოს უსაფრთხო, ადვილად იწმინდებოდეს და ირეცხებოდეს. თუ გამოიყენებთ საბავშვო ხალიჩას, უნდა შეარჩიოთ ისეთი, რომელიც მარტივად გაირეცხება. სტაციონარული ხალიჩები ძნელად იწმინდება, მტვრის ბუდეა და ალერგიული რეაქციების გამომწვევი. მტვერსასრუტით ჩვეულებრივი დალაგება მდგომარეობას არ შეცვლის.

უსაფრთხოება

ბავშვის ოთახისთვის ავეჯი უნდა იყოს უსაფრთხო - მაქსიმალურად ნატურალური მასალისა და უსაფრთხო საღებავებით შეღებილი.

ბავშვის ოთახში შეძლებისდაგვარად არ უნდა იყოს წვეტიანი კუთხეები. თუკი მაინც არის, არსებობს კუთხეებზე დასაკრავი სპეციალური რბილი საშუალებები.

მრავალფუნქციურობა

ბავშვის ოთახის საინტერესო გადაწყვეტაა მრავალფუნქციური ელემენტები. მაგალითად, კარადის კარზე შეიძლება განთავსდეს ცარცის ან მარკერის დაფა. ბავშვი შემოქმედებით იქნება დაკავებული სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე და აღარ მოხატავს შპალერს.

დედის ადგილი

თუ გიწევთ ღამით ადგომა და ბავშვის კვება, ეს პროცესი გახადეთ მაქსიმალურად კომფორტული. ამისათვის შეიძლება გამოიყენოთ პატარა დივანი.