/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

რა საჭიროა ძილი

რა საჭიროა ძილი
ზრდასრული ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს, ბავშვებს კი გაცილებით მეტი სძინავთ, ახალშობილებს - მით უმეტეს.

მათი ძირითადი საქმიანობა ძილია, მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როცა შივდებათ. ანუ როცა არ სძინავთ - ჭამენ, როცა არ ჭამენ - სძინავთ. გვესაუბრება პედიატრი მაკა შარაშენიძე.

- რა არის ძილი და რა საჭიროა იგი?- მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიფხიზლის დროს ადამიანის ორგანიზმში გროვდება განსაზღვრული ნივთიერებები, რომელთაც ძილის ფაქტორები უწოდეს. სწორედ ეს ფაქტორები იწვევენ ტვინის "დაღლას". ამ ნივთიერებების ნეიტრალიზაციისთვის საჭიროა ძილი, რომლის დროსაც ძილის ფაქტორები იშლება და ტვინი ისვენებს, რათა აქტიური ცხოვრება განაგრძოს. ასეა თეორიულად, მაგრამ თვით ეს "ძილის ფაქტორები" მეცნიერებმა ვერაფრით აღმოაჩინეს. ასევე უპასუხოდ რჩება კითხვაც, რაში სჭირდება ადამიანს ცხოვრების მესამედის საწოლში, არაპროდუქტიულ მდგომარეობაში გატარება, თუმცა უბრალო ცხოვრებისეული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძილი სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვისთვის, მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. მშვიდი, ხანგრძლივი ძილი ბავშვის ჯანმრთელობაზე მეტყველებს.

- რამდენი ხანი უნდა ეძინოს ახალშობილს? რაზეა დამოკიდებული მისი ძილი?

- ახალშობილი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს. ის, ფაქტობრივად, მხოლოდ ჭამს და სძინავს, ამიტომ ძილსა და კვებას შორის მჭიდრო კავშირია. უფრო ზუსტად, ძილის რეჟიმი კვების რეჟიმზეა დამოკიდებული. რამდენი ხანი უნდა ეძინოს ბავშვს? რამდენიც სურს. შეცდომაა ჩვილის გაღვიძება მხოლოდ იმისთვის, რომ "ჭამის დრო მოუვიდა". დაიმახსოვრეთ: ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის ძილს არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კვებას. ძილის მიხედვით შეგვიძლია ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვიმსჯელოთ. ბავშვს სძინავს, ვიდრე შიმშილი არ შეაწუხებს. მაგრამ თუ ნაჭამია და მაინც არ იძინებს? ამ შემთხვევაში ან ჯანმრთელობის პრობლემებთან გვაქვს საქმე, ან არახელსაყრელი გარეგანი პირობები აწუხებს, მაგალითად, მოუხერხებელი საწოლი, სიცხე, სიცივე, სისველე... ბავშვის ზრდასთან ერთად სიფხიზლეც ხანგრძლივდება, ოღონდ მას თან არ უნდა ახლდეს ტირილი და ჭირვეულობა.

- როგორი უნდა იყოს ბავშვის ოთახი?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

- კუთხე, სადაც ბავშვს სძინავს, განურჩევლად იმისა, ცალკეა თუ მშობლების საწოლ ოთახში, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების დაცვაზეა დამოკიდებული ბავშვის მშვიდი ძილი. მთავარი მოთხოვნაა ჰაერი. ყველაზე მავნე, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ თვეებში, მშრალი და თბილი ჰაერია. ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსია. ოთახში არ უნდა იყოს ხალიჩა, რბილი ავეჯი, რბილი სათამაშოები, ერთი სიტყვით, არც ერთი ისეთი ნივთი, რომელშიც მტვერი გროვდება და რომელიც სველი წესით არ იწმინდება. ბავშვს უნდა ეძინოს თხლად ჩაცმულს, ერთი ხელი ტანსაცმლით. საწოლი უმჯობესია ხისა იყოს, ლეიბი - სწორი და მაგარი. ბალიში საჭირო არ არის. უმჯობესია, ახალშობილს დღისით ეძინოს სუფთა ჰაერზე, თუნდაც აივანზე. ეს იგივეა, რომ იგი სუფთა ჰაერზე გაასეირნოთ.

- მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვი არ იძინებს, თუ ხელში ან საწოლში არ დავარწიეთ. რისი ბრალია ეს?

ასევე დაგაინტერესებთ
ძილის რეჟიმი და ჯანმრთელობა

- პატარებს სუსტი ვესტიბულური აპარატი (წონასწორობის ორგანო) აქვთ. დარწევისას მათ თავბრუხვევის შეგრძნება ეუფლებათ, რაც ჩაძინებას უწყობს ხელს. დარწევით ძილს მიჩვეული პატარა ამას ძნელად თუ გადაეჩვევა და მომავალში ძალიან გააწვალებს მშობლებს, ამიტომ უმჯობესია, იმთავითვე ავიღოთ ხელი ამ ხერხზე. სხვა საქმეა დედის ხელებში დაძინება, რაც თავდაცვის ინსტინქტით არის ნაკარნახევი. დედის ხელებში პატარა თავს უფრო კომფორტულად გრძნობს და მშვიდად იძინებს. მიუხედავად ამისა, ნურც ხელში ჩაძინებას მიაჩვევთ, დაე, იმთავითვე მიეჩვიოს დამოუკიდებლობას.

- რამდენი უნდა იძინოს ბავშვმა ერთი წლის შემდეგ?

- ესეც ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს ზოგადი მონაცემები. წლიდან წლინახევრამდე ასაკის პატარამ დღეში ორჯერ უნდა დაიძინოს, პირველად - 2-2,5 საათით, მეორედ - 1,5 საათით, ღამით 10-11 საათი ეძინოს. წლინახევრიდან ორ წლამდე საკმარისია დღეში ერთხელ ძილი 2,5 საათის განმავლობაში, ღამით კი - 10-11 საათი. ორიდან სამ წლამდე: დღისით - 2-2,5 საათის, ხოლო ღამით - 10-11 საათის განმავლობაში. სამიდან შვიდ წლამდე რეკომენდებულია 2 საათი ძილი ნაშუადღევს, ხოლო ღამით - 10 საათი. შვიდი წლის შემდეგ შუადღის ძილი, თუ ბავშვმა თვითონ არ მოითხოვა (დაღლილობის, გადატვირთვის, ავადმყოფობის გამო) საჭირო აღარ არის, ღამით კი ბავშვს 8-9 საათი მაინც უნდა ეძინოს.

გარემოსადმი მოთხოვნები იგივე რჩება. ერთი სიტყვით, ბავშვმა უნდა იძინოს ისე, რომ გაღვიძების შემდეგ იყოს ადეკვატურად ფხიზელ მდგომარეობაში, ასაკის შესაბამისად აქტიურობდეს. ბუნებრივია, ადამიანი იძინებს არა იმიტომ, რომ ძილის დროა, არამედ იმიტომ, რომ ეძინება. აქედან გამომდინარე, მას ეღვიძება არა იმიტომ, რომ ასეა საჭირო, არამედ იმიტომ, რომ გამოიძინა. ძილის სურვილზე, მის დროზე, ხანგრძლივობასა თუ სიღრმეზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის:

  • ადამიანის ბიორიტმი;
  • მეტეოროლოგიური ფაქტორები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ცხოვრების წესი;
  • ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა;
  • ემოციური დატვირთვა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა საჭიროა ძილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საჭიროა ძილი

მათი ძირითადი საქმიანობა ძილია, მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როცა შივდებათ. ანუ როცა არ სძინავთ - ჭამენ, როცა არ ჭამენ - სძინავთ. გვესაუბრება პედიატრი მაკა შარაშენიძე.

- რა არის ძილი და რა საჭიროა იგი?- მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიფხიზლის დროს ადამიანის ორგანიზმში გროვდება განსაზღვრული ნივთიერებები, რომელთაც ძილის ფაქტორები უწოდეს. სწორედ ეს ფაქტორები იწვევენ ტვინის "დაღლას". ამ ნივთიერებების ნეიტრალიზაციისთვის საჭიროა ძილი, რომლის დროსაც ძილის ფაქტორები იშლება და ტვინი ისვენებს, რათა აქტიური ცხოვრება განაგრძოს. ასეა თეორიულად, მაგრამ თვით ეს "ძილის ფაქტორები" მეცნიერებმა ვერაფრით აღმოაჩინეს. ასევე უპასუხოდ რჩება კითხვაც, რაში სჭირდება ადამიანს ცხოვრების მესამედის საწოლში, არაპროდუქტიულ მდგომარეობაში გატარება, თუმცა უბრალო ცხოვრებისეული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძილი სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვისთვის, მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. მშვიდი, ხანგრძლივი ძილი ბავშვის ჯანმრთელობაზე მეტყველებს.

- რამდენი ხანი უნდა ეძინოს ახალშობილს? რაზეა დამოკიდებული მისი ძილი?

- ახალშობილი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს. ის, ფაქტობრივად, მხოლოდ ჭამს და სძინავს, ამიტომ ძილსა და კვებას შორის მჭიდრო კავშირია. უფრო ზუსტად, ძილის რეჟიმი კვების რეჟიმზეა დამოკიდებული. რამდენი ხანი უნდა ეძინოს ბავშვს? რამდენიც სურს. შეცდომაა ჩვილის გაღვიძება მხოლოდ იმისთვის, რომ "ჭამის დრო მოუვიდა". დაიმახსოვრეთ: ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის ძილს არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კვებას. ძილის მიხედვით შეგვიძლია ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვიმსჯელოთ. ბავშვს სძინავს, ვიდრე შიმშილი არ შეაწუხებს. მაგრამ თუ ნაჭამია და მაინც არ იძინებს? ამ შემთხვევაში ან ჯანმრთელობის პრობლემებთან გვაქვს საქმე, ან არახელსაყრელი გარეგანი პირობები აწუხებს, მაგალითად, მოუხერხებელი საწოლი, სიცხე, სიცივე, სისველე... ბავშვის ზრდასთან ერთად სიფხიზლეც ხანგრძლივდება, ოღონდ მას თან არ უნდა ახლდეს ტირილი და ჭირვეულობა.

- როგორი უნდა იყოს ბავშვის ოთახი?

- კუთხე, სადაც ბავშვს სძინავს, განურჩევლად იმისა, ცალკეა თუ მშობლების საწოლ ოთახში, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების დაცვაზეა დამოკიდებული ბავშვის მშვიდი ძილი. მთავარი მოთხოვნაა ჰაერი. ყველაზე მავნე, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ თვეებში, მშრალი და თბილი ჰაერია. ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსია. ოთახში არ უნდა იყოს ხალიჩა, რბილი ავეჯი, რბილი სათამაშოები, ერთი სიტყვით, არც ერთი ისეთი ნივთი, რომელშიც მტვერი გროვდება და რომელიც სველი წესით არ იწმინდება. ბავშვს უნდა ეძინოს თხლად ჩაცმულს, ერთი ხელი ტანსაცმლით. საწოლი უმჯობესია ხისა იყოს, ლეიბი - სწორი და მაგარი. ბალიში საჭირო არ არის. უმჯობესია, ახალშობილს დღისით ეძინოს სუფთა ჰაერზე, თუნდაც აივანზე. ეს იგივეა, რომ იგი სუფთა ჰაერზე გაასეირნოთ.

- მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვი არ იძინებს, თუ ხელში ან საწოლში არ დავარწიეთ. რისი ბრალია ეს?

- პატარებს სუსტი ვესტიბულური აპარატი (წონასწორობის ორგანო) აქვთ. დარწევისას მათ თავბრუხვევის შეგრძნება ეუფლებათ, რაც ჩაძინებას უწყობს ხელს. დარწევით ძილს მიჩვეული პატარა ამას ძნელად თუ გადაეჩვევა და მომავალში ძალიან გააწვალებს მშობლებს, ამიტომ უმჯობესია, იმთავითვე ავიღოთ ხელი ამ ხერხზე. სხვა საქმეა დედის ხელებში დაძინება, რაც თავდაცვის ინსტინქტით არის ნაკარნახევი. დედის ხელებში პატარა თავს უფრო კომფორტულად გრძნობს და მშვიდად იძინებს. მიუხედავად ამისა, ნურც ხელში ჩაძინებას მიაჩვევთ, დაე, იმთავითვე მიეჩვიოს დამოუკიდებლობას.

- რამდენი უნდა იძინოს ბავშვმა ერთი წლის შემდეგ?

- ესეც ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს ზოგადი მონაცემები. წლიდან წლინახევრამდე ასაკის პატარამ დღეში ორჯერ უნდა დაიძინოს, პირველად - 2-2,5 საათით, მეორედ - 1,5 საათით, ღამით 10-11 საათი ეძინოს. წლინახევრიდან ორ წლამდე საკმარისია დღეში ერთხელ ძილი 2,5 საათის განმავლობაში, ღამით კი - 10-11 საათი. ორიდან სამ წლამდე: დღისით - 2-2,5 საათის, ხოლო ღამით - 10-11 საათის განმავლობაში. სამიდან შვიდ წლამდე რეკომენდებულია 2 საათი ძილი ნაშუადღევს, ხოლო ღამით - 10 საათი. შვიდი წლის შემდეგ შუადღის ძილი, თუ ბავშვმა თვითონ არ მოითხოვა (დაღლილობის, გადატვირთვის, ავადმყოფობის გამო) საჭირო აღარ არის, ღამით კი ბავშვს 8-9 საათი მაინც უნდა ეძინოს.

გარემოსადმი მოთხოვნები იგივე რჩება. ერთი სიტყვით, ბავშვმა უნდა იძინოს ისე, რომ გაღვიძების შემდეგ იყოს ადეკვატურად ფხიზელ მდგომარეობაში, ასაკის შესაბამისად აქტიურობდეს. ბუნებრივია, ადამიანი იძინებს არა იმიტომ, რომ ძილის დროა, არამედ იმიტომ, რომ ეძინება. აქედან გამომდინარე, მას ეღვიძება არა იმიტომ, რომ ასეა საჭირო, არამედ იმიტომ, რომ გამოიძინა. ძილის სურვილზე, მის დროზე, ხანგრძლივობასა თუ სიღრმეზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის:

  • ადამიანის ბიორიტმი;
  • მეტეოროლოგიური ფაქტორები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ცხოვრების წესი;
  • ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა;
  • ემოციური დატვირთვა.


- როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი გვიანობამდე არ იძინებს?

- ბიორიტმების მიხედვით ადამიანები იყოფიან ტოროლებად - ადრე იძინებენ და იღვიძებენ - და ბუებად - გვიან წვებიან დასაძინებლად და გვიან დგებიან. ბიორიტმების ჩამოყალიბება პატარაობიდანვე იწყება და მათთან ბრძოლა უშედეგოა, თუმცა ვითარების ნაწილობრივ შეცვლა შესაძლებელია. საამისოდ საჭიროა:

  • ფიზიკური დატვირთვის გაზრდა - ვარჯიში, ძილის წინ სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა, საოჯახო საქმეებით დატვირთვა;
  • ემოციური დატვირთვის შეზღუდვა. ეცადეთ, ბავშვი საღამოს რვა საათის შემდეგ არ ააღელვოთ - მაგალითად, არ აჩუქოთ საოცნებო სათამაშო, არ შეუმოწმოთ სასკოლო დღიური - და ცხრა საათზე დააძინოთ.

განსაკუთრებულ ყურადღებას ნუ მიაქცევთ დაძინების პროცესს: ნუ შეხედავთ საათს ხშირ-ხშირად, ნუ ეტყვით ბავშვს: "10 წუთში შენი ძილის დროა" - და ასე შემდეგ. ნუ შექმნით პრობლემას იქ, სადაც ის არ არის.

- რატომ არის, რომ სრულიად ჯანმრთელი ბავშვი ძილის დროს რამდენჯერმე იღვიძებს ან მოუსვენრად სძინავს?

- ბავშვებში არსებობს ძილის დარღვევის რამდენიმე ფორმა:

  • ბავშვს აღვიძებს წყურვილი. ამის მიზეზი უმეტესად (ასიდან 99 შემთხვევაში) მშრალი ჰაერია, რომელიც ბავშვს სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს ლორწოვანს უშრობს. თუ პრობლემის აღმოფხვრისთვის დროულად არ იზრუნებთ, "ღამის წყურვილი" მყარ რეფლექსად იქცევა.
  • ძილში კბილების კრაჭუნი. ხალხში გავრცელებული შეხედულებით, ამის მიზეზი ჭიებით ინვაზიაა, თუმცა ფაქტია, ჭიები ხშირად იმ ბავშვებსაც აღმოაჩნდებათ ხოლმე, რომლებიც ძილში კბილებს არ აკრაჭუნებენ. ფიზიოლოგებმა, რომლებიც ძილს შეისწავლიან, კბილების კრაჭუნის მიზეზს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს დაავადება არ არის და დროთა განმავლობაში თავისთავად გაივლის. არსებობს მოსაზრება, რომ ძილში კბილების კრაჭუნი რუდიმენტული (განუვითარებელი), ცხოველებში კბილების ალესვის ანალოგიური რეფლექსია.
  • შარდის შეუკავებლობა. ღამის ენურეზი ათიდან ერთ ბავშვს აქვს. არსებობს ამ მოვლენის კორექციის ფარმაკოლოგიური და ფსიქოთერაპიული მეთოდები, თუმცა აბსოლუტურად ეფექტური არც ერთი არ არის. ვარაუდობენ, რომ შარდის შეუკავებლობა ბავშვის განვითარებად ტვინში ჩამოყალიბებული განსაკუთრებული უბნის მიერ ძილის განსაზღვრულ ფაზაში გაჩენილი რეფლექსის შედეგია. ენურეზი ადრე თუ გვიან თავისთავად გაივლის.
  • ღამის შიშები. ისინი უმეტესად სამიდან რვა წლამდე ასაკში და სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვლინდება. მათი სიხშირე და ფორმა ოჯახში არსებულ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზეა დამოკიდებული. არ არის სასურველი, ბავშვმა ძილის წინ უყუროს საშინელებათა ფილმებსა და მულტფილმებს, არ დააშინოთ "გუდიანი კაცით" - ყოველივე ეს პატარას გონებას ემოციურად ტვირთავს, რაც სიზმრებსა და ღამის შიშებში აისახება.

ასევე არსებობს შიში ჩაძინებამდე - პატარას ეშინია სიბნელის, სიჩუმის, ქარის ხმის... ნუ დასცინებთ, პირიქით, დაამშვიდეთ, აუხსენით, რას ნიშნავს ეს ყოველივე. ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა ხდება მის ირგვლივ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.