ბავშვების ინტერნეტდამოკიდებულება მშობლების დანაშაულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვების ინტერნეტდამოკიდებულება მშობლების დანაშაულია

მეტიც, თამამად აღნიშნავენ, რომ მშობლების 90% თავად აყალიბებს შვილებს ასეთ „ნარკომანებად!“

რამდენიც უნდა ვიკამათოთ, მობილურ მოწყობილობებსა თუ კომპიუტერზე დამოკიდებულება რეალური დაავადებაა, მას ხშირად ჭკუასუსტობის ციფრულ ვირუსსაც კი უწოდებენ.

განგაში ამ კუთხით ექიმებმა პირველად 2007 წელს ატეხეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ბავშვს აღენიშნება ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების შესუსტება, თვითკონტროლის არარსებობა, დათრგუნულობა და დეპრესიაც კი. ასეთი პრობლემები დამახასიათებელია ციფრული თაობის წარმომადგენლებისათვის და ხშირად სიმპტომები ისეთივეა, როგორიც მოხუცებულთა ჭკუასუსტობის ან კიდევ ქალა-ტვინის სერიოზული ტრავმის დროს.

მეცნიერებმა ისიც დათვალეს, რომ 7 წლის ბავშვი ტელევიზორის, „პლანშეტისა“ თუ მობილური ტელეფონის ეკრანთან ცხოვრების ერთ წელზე მეტს ატარებს. და ეს იმ ფონზე, როდესაც ძილსა და საკვების მიღებაზე 3 წელი მიდის. 18 წლის ასაკისათვის ციფრულ გართობაზე, თურმე, 4 წელზე მეტი იკარგება!

მკვლევრების კამათი არ წყდება საკითხზე, ციფრული ეპოქის ბავშვები უფრო მეტად განვითარებულნი და ჭკვიანები არიან, თუ წინა თაობის პატარები. ყველა თანხმდება იმაზე, რომ მხოლოდ „ცისფერ ეკრანს“ არ უკავშირდება ბავშვების გონებაგახსნილობა, რადგან ციფრული ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში სულ ახლახან გამოჩნდა, ადამიანის ტვინი კი ისეთივე დარჩა, როგორიც იყო ათასი წლის წინ. ის უბრალოდ არ არის მზად ამდენი ინფორმაციის გადასამუშავებლად. ევოლუცია, საზოგადოდ, ძალიან ხანგრძლივი პროცესია და არც იმის მტკიცება შეიძლება, რომ ინტერნეტი ზოგადსაკაცობრიო ბოროტებაა! ინტერნეტში შეიძლება მოვიძიოთ უამრავი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია, თუმცა, ამისათვის ადამიანმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად ფიქრი და კარგისა და ცუდის განსხვავება-გარჩევა.

ექსპერტები ტვინს ხშირად ადარებენ კუნთოვან სისტემას. სხეულს რომ იდეალური ფორმა მივანიჭოთ, საჭიროა სწორი ვარჯიში და რაციონალური წვრთნა დოზირებული დატვირთვებით. თუ ადამიანი 100 კილოგრამიან შტანგას შეეჭიდება ყოველგვარი მომზადების გარეშე, სერიოზულად დაიზიანებს ჯანმრთელობას და შესაძლოა, ინვალიდადაც კი დარჩეს. იგივე ხდება ტვინის შემთხვევაშიც, მოუმწიფებელი, „მოუმაგრებელი“ ტვინისათვის უამრავი ინფორმაციის მიყრით ის შესაძლოა დაზიანდეს, უბრალოდ „დაიმსხვრეს!“

მშობლებს ავიწყდებათ ისიც, რომ ფიზიკური განვითარება გონებრივ განვითარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და რომ კუნთოვანი სისტემის წვრთნა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ტვინის სრულფასოვან ფუნქციობაზეც.

ფსიქოლოგიის პროფესორი ტანი ბირონი აღნიშნავს, რომ 1970 წლიდან დღემდე ბავშვთა აქტივობის რადიუსი 90%-ით შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვები სულ უფრო ცოტას სეირნობენ და თამაშობენ სუფთა ჰაერზე!

რაც მთავარია, ინტერნეტ თუ ვიდეოთამაშები ნარკოტიკივით იზიდავს და „ითრევს“ მათ. ბავშვებს ესაჭიროებათ ჯანსაღი ძილი, აქტიური ფიზიკური დატვირთვა, ამ დროს ისინი ვერ სწყდებიან „ნარკოტიკებს“ და სულ უფრო მეტად ეჯაჭვებიან ტექნიკას!

„სასურველი საქმე რომ მშვიდად აკეთონ, ხმაური არ შეიგრძნონ, საჭმელი სწრაფად შეაჭამონ, შვილებს ნაკლები დრო დაუთმონ, მშობლების უმეტესი ნაწილი თანახმაა, შვილი ჩუმად იჯდეს ეკრანთან და გართული იყოს ამა თუ იმ თამაშით. ეს თაობათა დაღუპვა და ნარკომანებად გადაქცევაა! თაობები იღუპებიან, ეს არ დაუშვათ, მშობლებო, გამოფხიზლდით და დაფიქრდით“ – აცხადებს ტანი ბირონი!

მ შ ო ბ ლ ე ბ ო, დ ა ფ ი ქ რ დ ი თ ! ! !