ბავშვების ინტერნეტდამოკიდებულება მშობლების დანაშაულია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ბავშვების ინტერნეტდამოკიდებულება მშობლების დანაშაულია

ბავშვების ინტერნეტდამოკიდებულება მშობლების დანაშაულია
(მშობლებო, გამოფხიზლდით და დაფ იქრდით!) ექსპერტები ინტერნეტდამოკიდებულებას ხშირად ადარებენ ნარკომანიას. მეტიც, თამამად აღნიშნავენ, რომ მშობლების 90% თავად აყალიბებს შვილებს ასეთ „ნარკომანებად!“

რამდენიც უნდა ვიკამათოთ, მობილურ მოწყობილობებსა თუ კომპიუტერზე დამოკიდებულება რეალური დაავადებაა, მას ხშირად ჭკუასუსტობის ციფრულ ვირუსსაც კი უწოდებენ.

განგაში ამ კუთხით ექიმებმა პირველად 2007 წელს ატეხეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ბავშვს აღენიშნება ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების შესუსტება, თვითკონტროლის არარსებობა, დათრგუნულობა და დეპრესიაც კი. ასეთი პრობლემები დამახასიათებელია ციფრული თაობის წარმომადგენლებისათვის და ხშირად სიმპტომები ისეთივეა, როგორიც მოხუცებულთა ჭკუასუსტობის ან კიდევ ქალა-ტვინის სერიოზული
ტრავმის დროს.

მეცნიერებმა ისიც დათვალეს, რომ 7 წლის ბავშვი ტელევიზორის, „პლანშეტისა“ თუ მობილური ტელეფონის ეკრანთან ცხოვრების ერთ წელზე მეტს ატარებს. და ეს იმ ფონზე, როდესაც ძილსა და საკვების მიღებაზე 3 წელი მიდის. 18 წლის ასაკისათვის ციფრულ გართობაზე, თურმე, 4 წელზე მეტი იკარგება!

მკვლევრების კამათი არ
წყდება საკითხზე, ციფრული ეპოქის ბავშვები უფრო მეტად განვითარებულნი და ჭკვიანები არიან, თუ წინა თაობის პატარები. ყველა თანხმდება იმაზე, რომ მხოლოდ „ცისფერ ეკრანს“ არ უკავშირდება ბავშვების გონებაგახსნილობა, რადგან ციფრული ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში სულ ახლახან გამოჩნდა, ადამიანის ტვინი კი ისეთივე დარჩა, როგორიც იყო ათასი წლის წინ. ის უბრალოდ არ არის მზად ამდენი ინფორმაციის გადასამუშავებლად. ევოლუცია, საზოგადოდ, ძალიან ხანგრძლივი პროცესია და არც იმის მტკიცება შეიძლება, რომ ინტერნეტი ზოგადსაკაცობრიო ბოროტებაა! ინტერნეტში შეიძლება მოვიძიოთ უამრავი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია, თუმცა, ამისათვის ადამიანმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად ფიქრი და კარგისა და ცუდის განსხვავება-გარჩევა.

ექსპერტები ტვინს ხშირად ადარებენ კუნთოვან სისტემას. სხეულს რომ იდეალური ფორმა მივანიჭოთ, საჭიროა სწორი ვარჯიში და რაციონალური წვრთნა დოზირებული დატვირთვებით. თუ ადამიანი 100 კილოგრამიან შტანგას შეეჭიდება ყოველგვარი მომზადების გარეშე, სერიოზულად დაიზიანებს ჯანმრთელობას და შესაძლოა, ინვალიდადაც კი დარჩეს. იგივე ხდება ტვინის შემთხვევაშიც, მოუმწიფებელი, „მოუმაგრებელი“ ტვინისათვის უამრავი ინფორმაციის მიყრით ის შესაძლოა დაზიანდეს, უბრალოდ „დაიმსხვრეს!“

მშობლებს ავიწყდებათ ისიც, რომ ფიზიკური განვითარება გონებრივ განვითარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და რომ კუნთოვანი სისტემის წვრთნა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ტვინის სრულფასოვან ფუნქციობაზეც.

ფსიქოლოგიის პროფესორი ტანი ბირონი აღნიშნავს, რომ 1970 წლიდან დღემდე ბავშვთა აქტივობის რადიუსი 90%-ით შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვები სულ უფრო ცოტას სეირნობენ და თამაშობენ სუფთა ჰაერზე!

რაც მთავარია, ინტერნეტ თუ ვიდეოთამაშები ნარკოტიკივით იზიდავს და „ითრევს“ მათ. ბავშვებს ესაჭიროებათ ჯანსაღი ძილი, აქტიური ფიზიკური დატვირთვა, ამ დროს ისინი ვერ სწყდებიან „ნარკოტიკებს“ და სულ უფრო მეტად ეჯაჭვებიან ტექნიკას!

„სასურველი საქმე რომ მშვიდად აკეთონ, ხმაური არ შეიგრძნონ, საჭმელი სწრაფად შეაჭამონ, შვილებს ნაკლები დრო დაუთმონ, მშობლების უმეტესი ნაწილი თანახმაა, შვილი ჩუმად იჯდეს ეკრანთან და გართული იყოს ამა თუ იმ თამაშით. ეს თაობათა დაღუპვა და ნარკომანებად გადაქცევაა! თაობები იღუპებიან, ეს არ დაუშვათ, მშობლებო, გამოფხიზლდით და დაფიქრდით“ – აცხადებს ტანი ბირონი!

მ შ ო ბ ლ ე ბ ო, დ ა ფ ი ქ რ დ ი თ ! ! !
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რა გავლენას ახდენდა ბუნებაში თამაში 2-12 წლის ბავშვების
არც ისე დიდი ხანია, მთელი მსოფლიო კორონავირუსის საფრთხემ პრაქტიკულად სახლებში გამოკეტა.
მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ასარიდებლად, საბავშვო ბაღებში, დღის ცენტრებსა
კომპიუტერი დღეისათვის შეუცვლელი მოწყობილობაა. მას იყენებენ სამუშაოდ, ინფორმაციის მოსაძიებლად,
პატარებს ხშირად ძალიან ეშინიათ ძაღლების. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ დავეხმაროთ ამ შიშის დაძლევაში?
პატარა ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ ნივთსა თუ საგანს, რომელიც მათ ყურადღებას იპყრობს,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად