საახალწლო საჩუქრები ბავშვებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

საახალწლო საჩუქრები ბავშვებს

საახალწლო საჩუქრები ბავშვებს
ახალი წელი ხომ ყველაზე საყვარელი დღესასწაულია ბავშვებისთვის, ის ხომ ოცნებების ასრულებას და სასურველი საჩუქრების მიღებას უკავშირდება. ყველა ბავშვი მოუთმენლად ელის თოვლის ბაბუას. როცა ოჯახში რამდენიმე

ბავშვია, ახალი წლის დადგომამდე მშობლები თავს იმტვრევენ, რით გაახარონ თავიანთი პატარები, ბავშვები კი მოუთმენლად ელიან ზღაპრულ ღამეს და თოვლის ბაბუის საჩუქრებს. მიუხედავად სკეპტიკური აზრისა: „თოვლის ბაბუა არ არსებობს“ – ბევრი ბავშვი 12 წლამდეც კი ოცნებობს ნაძვის ხესთან საოცნებო საჩუქრის აღმოჩენაზე.

ვის როგორი საჩუქრის პოვნა სურს თოვლის ბაბუის ხურჯინში 4-8 წლამდე ასაკის გოგონებისთვის შეუცვლელ საჩუქრად ითვლება თოჯინა
– ჩვილი თავისი ტანსაცმლის ნაკრებით. რაც უფრო მეტად ჰგავს თოჯინა რეალურ ჩვილს, მით უფრო დიდია პატარა ქალბატონის აღტაცება. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეარჩიოთ თოჯინა – მულტფილმის პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებით უყვართ თქვენს გოგონებს. და, რა თქმა უნდა, ყველა გოგონას აღაფრთოვანებს ულამაზეს კაბაში გამოწყობილი სათამაშო პრინცესა.

ბიჭუნათა უმრავლესობა
თაყვანს სცემს მექანიკურ ნაკეთობებს. თუ მანქანების მიმართ გულგრილნი არიან, შესაძლოა მოეწონოთ დაპროგრამებული რობოტი, კოსმოსური ხომალდი რადიომართვით, რკინიგზა. თუ თქვენი პატარა სიზმარში თავს ბეტმენად ან ადამიან-ობობად ხედავს, მიართვით საყვარელი გმირის კოსტიუმი.

2-3 წლის ბავშვს აღაფრთოვანებს ნათელი ფერის კუბები და დიდი რბილი სათამაშოები. 7 წლის ხელმარჯვე გოგონასთვის სიხარულის მომგვრელი იქნება საქარგავი ან საკერავი ნაკრები. 5 წელს გადაცილებული ცნობისმოყვარე ბავშვისთვის კარგი საჩუქარია მიკროსკოპი, ჭოგრიტი და ცდების ჩასატარებელი ნაკრები. როგორც ბიჭუნები, ისე გოგონები, სიამოვნებით გაერთობიან კონსტრუქტორით. არჩევანი საკმაოდ დიდია: ელექტრონული, ხისა, ტრადიციული ლითონისა...

4 წელს გადაცილებულ ბავშვებს მოსწონთ სამაგიდო თამაშებიც. ახლა ისეთი სამაგიდო თამაშებიც არსებობს, რომ ოჯახის უფროს წევრებსაც გაიტაცებს. 5-10 წლის ბავშვებისთვის შესაფერისია დეტალების ნაკრები, რომელთაგანაც შეიძლება ციხესიმაგრეებისა და სახლების აშენება, ხატვის მოყვარულებს კი შეგიძლიათ მოლბერტი და საღებავები აჩუქოთ. მოზარდები მზად არიან საათობით ისხდნენ კომპიუტერთან და სხვადასხვა სტრატეგიული თამაშით გაერთონ. მათ შეგიძლიათ აჩუქოთ განმავითარებელი თამაშები სასწავლო შინაარსით ან დისკზე ჩაწერილი ინტერაქტიული ენციკლოპედია. 4-5 წლის პატარები კმაყოფილები დარჩებიან, თუ საჩუქრად მიიღებენ სასწავლო თამაშებს საყვარელი პერსონაჟებით.


გორგოლაჭები, თხილამურები, ციგურები...

კარგი საჩუქარია ექსკურსია, მოგზაურობა, ზამთრის კურორტზე დასვენება. პატარებს დიდ სიხარულს მიანიჭებს საახალწლო წარმოდგენა. სპორტი ყველას უყვარს – ბიჭუნებსაც და გოგონებსაც. გორგოლაჭები გაახარებს პრაქტიკულად ყველა მოსწავლეს. აუცილებლად შეიძინეთ დამცავი კომპლექტი: ჩაფხუტი, ხელთათმანები, სამუხლეები და საწვივეები. პატარებისთვის არსებობს მოდელები, რომელთა ზომის რეგულირება შესაძლებელია – ისინი რამდენიმე წელი გამოადგებათ. არანაკლებ კარგი საჩუქარი იქნება:

  • ველოსიპედი;
  • თოვლმავალი;
  • თხილამურები;
  • ციგურები;
  • სპორტული კომპლექსის აბონემენტი.


ჯადოსნური ისტორიები

ნაძვის ხის ქვეშ აუცილებლად მოიძებნება ადგილი წიგნებისთვის. სულ პატარებისთვის შესაფერისია სპეციალური საბავშვო გამოცემები მოძრავი სათამაშოებით. ძალიან მოხერხებულია პლასტიკისგან დამზადებული წიგნები – ასეთი წიგნებით პატარა სააბაზანოშიც გაერთობა. ორი-სამი წლიდან პატარას უკვე შეუძლია დაათვალიეროს ნახატებიანი წიგნები და მოისმინოს საინტერესო ამბები. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება საბავშვო ენციკლოპედია. ყველაზე საახალწლო წიგნი კი მაინც ზღაპრების წიგნია, სადაც უამრავი ჯადოსნური ისტორიაა თავმოყრილი. იმისთვის, რომ გაიგოთ, რა სურს ბავშვს, მისწერეთ წერილი თოვლის ბაბუას და დაკიდეთ ხის ტოტზე, ოღონდ არ დაგავიწყდეთ მოგვიანებით თვალთახედვის არიდან მისი გაქრობა...
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რა გავლენას ახდენდა ბუნებაში თამაში 2-12 წლის ბავშვების
არც ისე დიდი ხანია, მთელი მსოფლიო კორონავირუსის საფრთხემ პრაქტიკულად სახლებში გამოკეტა.
მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ასარიდებლად, საბავშვო ბაღებში, დღის ცენტრებსა
პატარა ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ ნივთსა თუ საგანს, რომელიც მათ ყურადღებას იპყრობს,
შაქარს ზოგი ორგანიზმის "თეთრ მტრად" მოიხსენიებს , ზოგი - "მზაკვარ მეგობრად" , ზოგი - "თეთრ სიკვდილსაც" უწოდებს.
იმუნური სისტემის დარღვევებმა შეიძლება განავითაროს მთელი რიგი დაავადებები.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად