ნინიამ თურმე ელემენტი გადაყლაპა, მართამ - ბეჭედი, გიორგიმ - ჭიკარტი, რა შემთხვევებს იხსენებენ იაშვილის კლინიკის ექიმები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ნინიამ თურმე ელემენტი გადაყლაპა, მართამ - ბეჭედი, გიორგიმ - ჭიკარტი, რა შემთხვევებს იხსენებენ იაშვილის კლინიკის ექიმები

ნინიამ თურმე ელემენტი გადაყლაპა, მართამ - ბეჭედი, გიორგიმ - ჭიკარტი, რა შემთხვევებს იხსენებენ იაშვილის კლინიკის ექიმები
პატარა ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ ნივთსა თუ საგანს, რომელიც მათ ყურადღებას იპყრობს,
ყველა შესაძლო საშუალებით ეცნობიან - ათვალიერებენ, ეხებიან, ხელებში ატრიალებენ, ყნოსავენ, ხშირად გემოსაც უსინჯავენ...

იაშვილის კლინიკაში სამახოვრო დაფაზე ბევრი ნივთია გამოფენილი, რომელთაც ცნობისმოყვარე ბავშვების ყურადღება მიუქცევია. მაგალითად ლიკუნა, თურმე დაიკოს თმის სამაგრმა მოხიბლა და... გადაყლაპა. ნიკა დაინტერესდა, როგორ ანათებს სანთებელაზე მიმაგრებული პატარა ნათურა, ამ ძიებაში ნათურა, რატომღაც მის ცხვირში აღმოჩნდა...

mkurnali.ge

კლინიკის ექიმებისგან შევიტყვეთ, რომ ნინიამ თურმე ელემენტი გადაყლაპა, მართამ - ბეჭედი, გიორგიმ - ჭიკარტი, თათამ - საყურე,
მიხომ - მონეტა... თიკუნამ ლობიოს მარცვალი შეიტენა ცხვირში, ნატამ - ალუჩის კურკა, ანრიმ - საათის ელემენტი... ბავშვთა კუჭ-ნაწლავსა და სასუნთქ გზებში მოხვედრილ უცხო სხეულებზე მკურნალი.გე-სთან იაშვილის კლინიკის ექიმები ისაუბრებენ.

ლევან ხარაშვილი, ბავშვთა ქირურგი, ენდოსკოპისტი, იაშვილის საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- ხშირად მოგვმართავენ პაციენტები, რომელთაც
სასუნთქ სისტემასაც უცხო სხეულებიისგან ვანთავისუფლებთ. ამ პაცინეტთნა ასაკი ძირითადად ერთდან 3 წლამდეა. ბავშვის სასუნთქი სისტემიდან ამოგვიღია: ჭიკარტი, ლურსმანი, სხვადასხვა ხილის კურკები.

mkurnali.ge

ბრონქოსკოპიულად უცხო სხეულების ამოღების ტექნიკა საკმაოდ რთულია, რადგანაც ბავშვის სასუნთქი სისტემის დიამეტრი საკმაოდ პატარაა და სამუშაოდ უმცირესი არეალი გვაქვს. ისეთი ნივთი, რომელიც შეიძლება უფრო საშიშად ჩანდეს, ვთქვათ, ჭიკარტი, სასუნთქი სისტემიდან შეიძლება უფრო ადვილი ამოსაღები იყოს, ვიდრე, ვთქვათ, ლობიოს მარცვალი, რომელიც გაჯირჯვდება და ამოღებისას ნაწილებად იშლება. სულ ბოლოს პატარას სასუნთქი გზებიდან სანთებელას პატარა ნათურა ამოვიღეთ.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მშობლებს ვურჩევთ: საღეჭი კბილების ამოსვლამდე არ მივცეთ პატარას ისეთი საკვები, რომელსაც კარგად დაღეჭვა-დაქუცმაცება სჭირდება. ნუ ათამაშებთ ისეთი სათამაშოებით, რომლებსაც შეიძლება რაიმე მცირე დეტალი მოძვრეს და, რაც მთავარია, ბავშვს უნდა ჰქონდეს საკვების მიღების სწორი ჩვევა. არ შეიძლება ჭამდეს გართობა-თამაშისას. ბავშვისთვის ჭამის პროცესი თამაში უფროა, ვიდრე საკვების მიღება. ასეთ დროს შეიძლება დაახველოს ან გაიცინოს და ნამცეცი გადაცდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პატარა იჯდეს და ისე იღებდეს საკვებს.

დავით კაპანაძე, იაშვილის საავადმყოფოს ექიმი-ენდოსკოპისტი: უცხო სხეულის გადაყლაპვის ეჭვი თუ ჩნდება, აუცილებლად უნდა მიაკითხონ სტაციონარს. როდესაც გადაყლაპულია ბასრი საგნები, ან ვთქვათ, ელემენტი, დრო არ უნდა დავკარგოთ და აუცილებლად ამოვიღოთ, რადგან არის საშიშროება ელემენტიდან შიგთავსის გამოდინებისა, რაც მეტ სირთულეს გამოიწვევს. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც მშობლები ხედავენ, რომ პრობლემა გადალახულია, სუვენირად მიაქვთ მათი შვილების მიერ გადაყლაპული ნივთები. ეს ნივთბია, ძირითადად თმის სარჭი, ხურდა ფული, ჭიკარტი, გასაღები... სულ ბოლოს გავწერეთ პაციენტი, რომელმაც საქორწინო ბეჭედი გადაყლაპა.

mkurnali.ge

- ალბათ, თქვენს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ.

- არაერთი... აუტისტი ბავშვი მოგვიყვანეს, 2-3-სანტიმეტრიანი ფერადი მაგნიტის ნაწილები ჰქონდა გადაყლაპული. ისინი კუჭში მაგნიტებით შეერთებულან და რენტგენის ფოტოზე 15-20-სანტიმეტრის სიგრძის ჯოხივით მოჩანდა. მის ამოსაღებად ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

ერთ პატარა პაციენტს ბრილიანტისთვლიანი საყურე ჰქონდა გადაყლაპული. შემთხვევა იმიტომ დამამახსოვრდა, რომ პროცედურის შემდეგ მამა ჯერ ბრილიანტის თვლით დაინტერესდა და შემდეგ - შვილის ჯანმრთელობით.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი შემთხვევა: პაციენტის მშობლებმა შემომჩივლეს - ბავშვი გულს იტკივებს, თვე-ნახევარია, ექიმებთან დაგვყავს და ვერაფერი დაუდგინესო.

mkurnali.ge

როდესაც რენტგენი გადავიღეთ, თვალებს არ დავუჯერე, აღმოჩნდა რომ 40 დღის განმავლობაში პაციენტს საყლაპავ მილში 2-ლარიანი მონეტა ჰქონდა გაჩხერილი. საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ ამან ნეკროზი არ გამოიწვია. ეტყობა, ჭამის დროს მონეტა ტრიალებდა, ან როგორ ჭამდა, მიკვირს, ამ ტრიალის შედეგად ტკივილები ჰქონდა, ბავშვი ვერ ხვდებოდა, რა აწუხებდა და ამბობდა, გული მტკივაო. კარგია, რომ გართულების გარეშე მოხერხდა მისი დახმარება.

ეკა სალაღაია
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
არც ისე დიდი ხანია, მთელი მსოფლიო კორონავირუსის საფრთხემ პრაქტიკულად სახლებში გამოკეტა.
მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ასარიდებლად, საბავშვო ბაღებში, დღის ცენტრებსა
შაქარს ზოგი ორგანიზმის "თეთრ მტრად" მოიხსენიებს , ზოგი - "მზაკვარ მეგობრად" , ზოგი - "თეთრ სიკვდილსაც" უწოდებს.
ახალი წელი ხომ ყველაზე საყვარელი დღესასწაულია ბავშვებისთვის,
იმუნური სისტემის დარღვევებმა შეიძლება განავითაროს მთელი რიგი დაავადებები.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად