/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ახალი სიცოცხლე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი სიცოცხლე

მშობელი პატარას ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას, მისი საზრუნავი ხდება ბავშვის განვითარებასა და სრულყოფილებაზე ფიქრი. დაბადებისთანავე პატარა სრულიად უცნობ სამყაროში ხვდება. ის პირველი წუთებიდანვე ცდილობს შეეგუოს ახალ პირობებს და გაიგოს, რა ხდება მის ირგვლივ. მისი გრძნობათა ორგანოები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ ის მაინც ცდილობს მათ გამოყენებას გარემოს გამოსაკვლევად. ამ არცთუ იოლ საქმეში პატარას მშობლები უნდა დაეხმარონ.

დედის პირველი სიტყვები!

ბავშვი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან რეაგირებს ბგერით ზემოქმედებაზე. მას შეუძლია ბგერის ტემბრის, სიძლიერისა და სიმაღლის აღქმა. ის ცნობს თქვენს ხმას, არჩევს თქვენი საუბრის ინტონაციას. თუ რამდენჯერმე ხმადაბლა წარმოთქვამთ „აღუს“ ან დარეკავთ პატარა ზარს, ბავშვი რამდენიმე წამით გაირინდება, მერე კი თვალებით ხმაურის წყაროს ძებნას დაიწყებს, მოგვიანებით მის მხარეს თავსაც მიაბრუნებს. დადგება წუთი, როცა მიმართვის პასუხად უფროსს მიაპყრობს მზერას. ელაპარაკეთ პატარას რაც შეიძლება ხშირად და პირველი თვის ბოლოს ბავშვი ალერსიანი სიტყვების პასუხად გაგიღიმებთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. „სოციალური ღიმილის“ გამოვლენისთანავე იკვეთება ურთიერთობის მოთხოვნილებაც.

გემო! სუნი! ფერი!

რა თქმა უნდა, სიცოცხლის პირველ თვეს ბავშვის მხედველობა ჯერ კიდევ არ არის მკვეთრი და აბსოლუტური. პირველად ის კონტრასტულ ფერებს არჩევს - წითელს, თეთრს, შავს. საგნებს არჩევს ფორმისა და ზომის მიხედვით. უპირატესობას ანიჭებს მარტივ კონფიგურაციებს. სიცოცხლის მეორე-მესამე კვირას შესაძლოა შევამჩნიოთ, რომ ბავშვი მზერით უფროსის სახის ფიქსირებას იწყებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ახალშობილისთვის ყველაზე საინტერესო სახეებია. მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს პირი სითხით ჰქონდა სავსე, მაგრამ უკვე ამჩნევდა მის ცვლილებებს, იმის შესაბამისად, რას მიირთმევდა დედა. ძუძუთი კვების დროს ბავშვს შეუძლია „ამოიცნოს“ ნაცნობი გემო, რადგან მას „გემოვნებითი მეხსიერება“ აქვს. ძუძუთა ბავშვიც კი იოლად არჩევს ერთმანეთისგან მჟავეს, მლაშეს, ტკბილს. მთლიანობაში, ბავშვი ამჟღავნებს ინტერესს ახალი გემოს მიმართ, გამოხატავს დაწუნებას. ამრიგად, მას უყალიბდება საკუთარი გემოვნებითი მისწრაფებები. პატარას არც ყნოსვა ატყუებს. ის თვალის გაუხელადაც არკვევს, ვინ დაიხარა მის საწოლთან - ის ხომ კარგად იცნობს საყვარელი დედიკოს სურნელს. ყნოსვის განვითარებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს ძუძუს გადაჩვევის დროს. ზოგიერთი მშობელი ამჩნევს, რომ ჯერ კიდევ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლამდე ჩვილი თავს იქით აბრუნებს, საიდანაც მისთვის უცნობი საკვების სუნი მოსდის.

საუკეთესო ხელები დედასია!

ბავშვის განვითარებაში უზარმაზარ როლს ასრულებს კანი, უფრო სწორად, მისი ფიზიოლოგიური ფუნქციები. კანი მონაწილეობს არა მარტო სუნთქვაში (ჩვილს კანით სუნთქვა უფრო ინტენსიური აქვს, ვიდრე მოზრდილს), არამედ პატარას სამყაროს შემეცნებაშიც ეხმარება. დაბადების მომენტამდე თქვენს შვილს არ ჰქონია ტაქტილური (შეხებითი) გამოცდილება, მაგრამ ახლა შეხება მისთვის ინფორმაციის ძირითადი წყაროა. ეს გასაკვირი არ არის - ბავშვის კანი ხომ გაცილებით ფაქიზია მოზრდილისაზე, შესაბამისად, უფრო მგრძნობიარეც. სწორედ შეხების წყალობით ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის ინტენსიური ჩამოყალიბება. ტაქტილური შეგრძნებების წყალობით აქტიურად ვითარდება ტვინი - თითოეული შეხება ხელს უწყობს ნეირონული კავშირების განვითარებას. უფრო მეტიც, შეხება წარმოშობს იმპულსების მძლავრ ნაკადს, რომელიც ორგანიზმის ყველა სისტემის განვითარების სტიმულს იძლევა.

სხეულებრივი კონტაქტი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. ყოველივე ამის გამო ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა მასაჟი. ის კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ბავშვის როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე; ამცირებს სტრესის ჰორმონების დონეს; ამაგრებს იმუნურ სისტემას; აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი ვარჯიშია მთელი სხეულისთვის, რომელიც ჯერ არც ისე კარგად ემორჩილება პატრონს. დღეს გვთავაზობენ ათასგვარ მასაჟს, რომლებიც სპეციალურ ცოდნას და კარგად შემუშავებულ ტექნიკას მოითხოვს, ამიტომ მისი შესრულება მხოლოდ პროფესიონალ ექიმ მასაჟისტებს შეუძლიათ. დედისა და მამის ხელებს უდიდესი ძალა აქვთ. ბავშვი იგრძნობს თქვენს სიყვარულს, თქვენს მზრუნველობას. შეეხეთ და მოეფერეთ ხშირად - ამ დროს მყარდება ყველაზე სასიამოვნო და ფასეული კონტაქტი თქვენ შორის.