ელე­ნე სამ­ჯერ მო­მიკ­ვდა... ეს არ არის გა­მო­გო­ნი­ლი მითი, ეს სას­ტი­კი მკვლე­ლი თა­მა­ში მარ­თლა არ­სე­ბობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

კითხვა-პასუხი

ელე­ნე სამ­ჯერ მო­მიკ­ვდა... ეს არ არის გა­მო­გო­ნი­ლი მითი, ეს სას­ტი­კი მკვლე­ლი თა­მა­ში მარ­თლა არ­სე­ბობს

ელე­ნე სამ­ჯერ მო­მიკ­ვდა...  ეს არ არის გა­მო­გო­ნი­ლი მითი, ეს სას­ტი­კი მკვლე­ლი თა­მა­ში მარ­თლა არ­სე­ბობს
ნანა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლის 13 წლის შვი­ლი ორი წლის წინ გახ­მა­უ­რე­ბულ ონ­ლა­ინ­თა­მაშს "ლურჯ ვე­შაპს" ემსხვერ­პლა, მშობ­ლებს მეტი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს.

"2 წელი ელე­ნეს გა­რე­შე...

პოს­ტი იქ­ნე­ბა მძი­მე, მაგ­რამ ყვე­ლა მშობ­ლის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად წა­სა­კი­თხი.

ელე­ნე სამ­ჯერ მო­მიკ­ვდა, პირ­ვე­ლად როცა 29 აგ­ვის­ტოს და­მი­რე­კეს და მთხო­ვეს სახ­ლში მივ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, პო­ლი­ცი­აა მო­სუ­ლი და ფან­ჯა­რა არის ღი­ა­დო, მე­ცა­მე­ტე სარ­თუ­ლის ფან­ჯა­რა, ელენს ოთა­ხის ფან­ჯა­რა... და­ლე­წი­ლი ბავ­შვის სხე­უ­ლი შუ­ა­ღა­მი­სას მო­ას­ვე­ნეს სახ­ლში.... ვერ ვი­ჯე­რებ­დი როცა სკა­მებს აწყობ­დნენ, აი ისე პა­ნაშ­ვიდ­ზე რომ იცი­ან... შუ­ა­ში ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი და­ტო­ვეს, ყვე­ლა­ზე
ცენ­ტრა­ლუ­რი, ად­გი­ლი ელე­ნეს­თვის...

მე­ო­რედ ელე­ნე მო­მიკ­ვდა მა­შინ რო­დე­საც 30 აგ­ვის­ტოს გამ­თე­ნი­ი­სას (როცა ელე­ნე უკვე სახ­ლში იყო მოს­ვე­ნე­ბუ­ლი) წა­მი­ე­რად გა­ვი­თი­შე... მზის შუქ­მა გა­მაღ­ვი­ძა და პირ­ვე­ლი აზრი, რო­მე­ლიც მო­მი­ვი­და იყო ის, რომ ელე­ნეს ოთახ­ში უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი დილა მშვი­დო­ბი­სა მეთ­ქვა და მე­კოც­ნა (ისე რო­გორ ყო­ველ­თვის), წა­მის მე­ა­თა­სად­ში მივ­ხვდი
რომ ელე­ნე ცო­ცხა­ლი აღარ იყო... მა­შინ მე­ო­რედ მო­მიკ­ვდა...

მე­სა­მედ მა­შინ მო­მიკ­ვდა, როცა ქვა­ზე და­ხა­ტეს, და­ხა­ტეს და სა­ამ­ქრო­ში დაგ­ვი­ბა­რეს, მობ­რძან­დით და­ვას­რუ­ლე­თო... ვუ­ყუ­რებ­დი ჩემი შვი­ლის სუ­რათს მარ­მა­რი­ლოს შავ ქვა­ზე გა­მო­სა­ხულს და მივ­ხვდი რომ ეს იყო პიკი, უკან და­სა­ხე­ვი გზა აღარ არის.... ელე­ნე და­ხა­ტეს მარ­მა­რი­ლოს ქვა­ზე, მა­შინ მე­სა­მე მა­ნი­ფეს­ტი იყო მისი სიკ­ვდი­ლის. ვი­დე­ქი და კი არ ვტი­რო­დი, ვხა­ო­დი როცა მას ამ ქვა­ზე და­ხა­ტულს ვუ­ყუ­რებ­დი... იქვე სა­ამ­ქრო­ში ვი­ღაც ქალი იდგა და კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "ვა­ი­მე რა კარ­გად და­ხა­ტე­სო, რო­გორც ჰგავს სუ­რათ­სო"....

კი­დევ ბევ­რი რამ იყოს ამ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლი წელი ყველ­გან აღაჟღა­ჟე­ბუ­ლი შუქი მქონ­და ჩარ­თუ­ლი, იმი­ტომ რომ ვე­ლო­დი რომ მო­ვი­დო­და, და არ მინ­დო­და გა­მომ­პარ­ვო­და მისი ლან­დის და­ნახ­ვა.... მაგ­რამ არ მო­ვი­და, უფრო სწო­რედ კი, ისე არ მო­ვი­და რო­გორც მე ვე­ლო­დი, მერე შუ­ქიც ჩა­ვაქ­რე....

რა­ტომ გი­ზი­ა­რებთ ამას - ლურ­ჯი ვერ­შა­პი მკვლე­ლია, და მათ ვი­საც გყავს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი გმარ­თებს დიდი ყუ­რა­დღე­ბა, ეს არ არის გა­მო­გო­ნი­ლი მითი, ეს სას­ტი­კი მკვლე­ლი თა­მა­ში მარ­თლა არ­სე­ბობს. თუკი თქვე­ნი შვი­ლი უცა­ბე­დად ხდე­ბა ინ­ტრო­ვერ­ტი, უცებ გა­და­დის და­ხუ­რუ­ლი ტან­საც­მლის ტა­რე­ბა­ზე, ხე­ლი­დან არ უშ­ვებს ტე­ლე­ფონს, გა­უქ­რა ინ­ტე­რე­სი ყვე­ლაფ­რის მი­მართ ნუ მი­ა­წერთ ამას მხო­ლოდ გარ­და­ტე­ხის ასაკს, შე­ა­მოწ­მეთ მისი ტე­ლე­ფო­ნი, მისი მი­მო­წე­რა და უთხა­რით რომ არაფ­რის არ უნდა ეში­ნო­დეს... აუხ­სე­ნით რომ თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ წუთს შე­იძ­ლე­ბა, ისე რომ არც მას და არც მის საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს არა­ა­ფე­რი არ და­ე­მუქ­რე­ბათ," - წერს ნანა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

ასევე წაიკითეთ:

ინტერნეტ თამაში "ლურჯი ვეშაპი" და ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში 17 წლის მოზარდმა თვითდაზიანებები მიიყენა.

03-05-2018
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ოქსიტოცინი - ერთერთი უმნიშვნელოვანესი ჰორმონია, რომელიც უზრუნველყოფს დედასა და ჩვილს შორის კავშირს.
ფსიქოლოგიის პროფესორი ტანი ბირონი აღნიშნავს, რომ 1970 წლიდან დღემდე, ბავშვთა აქტივობის რადიუსი
დაბადებისთანავე პატარა სრულიად უცნობ სამყაროში ხვდება. ის პირველი წუთებიდანვე ცდილობს შეეგუოს ახალ პირობებს და გაიგოს,
ამბობენ, რომ პირველი ზღაპრები ძალიან მნიშვნელოვანია – ისინი დედა-შვილს ადაპტაციაში ეხმარება. რას ნიშნავს ეს?
ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რა გავლენას ახდენდა ბუნებაში თამაში 2-12 წლის ბავშვების
არც ისე დიდი ხანია, მთელი მსოფლიო კორონავირუსის საფრთხემ პრაქტიკულად სახლებში გამოკეტა.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად