/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

შვილებთან სასიამოვნოდ და სასარგებლოდ დასვენების 5 წესი!

ზაფხული პერიოდია, რომელიც ჩვენს შვილებს კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს.

როგორ ვაქციოთ ერთად გატარებული არდადეგები და შვებულება სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც, ამაში "ლოგომედი - მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის" კომუნიკაციის თერაპევტი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი - ანი ბზიკაძე დაგვეხმარება:

მშობლებს შევახსენებ როგორი იყო მათი არდადეგები: დილის ძილი, ტელევიზორის წინ უდარელად გატარებული საათები, დღეში რამდენჯერმე ცივი ნაყინი, მეგობრებთან ერთად სეირნობა, ბებოს გამომცხვარი ტკბილეულობა, რაც შეეხება სწავლასა და წიგნებს, ისინი ზოგიერთის "საზაფხულო მენიუში" შედიოდა, ზოგიერთს კი - მათი გახსენებაც არ სურდა.

ჩვენი შვილები კონკურენტუნარიანნი რომ იყვნენ საზაფხულო "ღონისძიებათა" ჩამონათვალი აუცილებლად უნდა ითალისწინებდეს აკადემიური უნარების განმავითარებელ აქტივობებს, ბავშვი საზაფხულო არდადეგებისასაც გონებრივადაც აქტიური უნდა იყოს.

წესი 1

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შეადგინეთ ყოველდღიური გრაფიკი

დაგეგმილი ყოველდღიურობა ნებისმიერი საქმის წარმატების საწინდარია.

განსაზღვრეთ გამოღვიძების, ტელევიზორთან ჯდომის, თამაშის და წიგნებთან გასატარებელი დრო. აქტივობების დაგეგმვაში აუცილებლად დაიხმარეთ ბავშვი.

გააკეთეთ დიდი, ლამაზი დაფა (თვალსაჩინოება ბავშვს დავალების უკეთ აღქმაში დაეხმარება), რომელზეც ჩამოწერთ აქტივობებს, დაფა ბავშვთან ერთად ლამაზად გააფორმეთ და ყოველი შესრულებული პუნქტიც ერთად მონიშნეთ.

mkurnali.ge

წესი 2 ყოველი დღე საინტერესო უნდა იყოს

საინტერესო ყოველდღიურობა მეორე ნაბიჯია ჩვენს მიერ ჩამოწერილი დღის გეგმების შესასრულებლად, ისინი აუცილებლად ბავშვის ინტერესებს უნდა მოერგოს.

• წიგნებისთვის გამოყოფილი დრო უნდა დავუთმოთ ისეთ გამოცემებს, რომლებიც ბავშვის ინტერესის სფეროს უკავშირდება, ამასთან ისინი ბავშვის ასაკობრივ განვითარებას და უნარებს უნდა შეესაბამებოდეს;

• ყოველთვის წინასწარ დაგეგმეთ რას გააკეთებთ ხვალ თამაშისთვის განკუთვნილ დროში: დახატავთ, ითამაშებთ სამაგიდო თამაშებს , ბავშვი მეგობართან ერთად იქნება და ა.შ;

• თქვენი პატარასთვის ძალზედ საინტერესო და სამახსოვრო იქნება ეზოში ან ბაღში ერთად სეირნობისას მცენარეების, ცხოველების, მწერების შესახებ მიღებული ინფორმაცია.

• ბავშვთან ერთად ყოფნისას გაითვალისწინეთ, რომ ერთი შეხედვით არაშემეცნებითი საქმიანობები საკმაოდ ხშირად სხვადასხვა უნარის განვითარების სტიმულია, მაგალითად, შეაგროვეთ კენჭები ან ნიჟარები ზღვის პირას, ყოველივე ეს პატარას ნატიფი მოტორული უნარების განვითარებაში დაეხმარება.

• საპნის ფერადი ბუშტების ბერვა ერთგვარი სუნთქვითი ვარჯიშია, რომელიც მას არა მხოლოდ გრიპისა და გაციების პროფილაქტიკაში დაეხმარება, მის განწყობასა და მეხსიერებაზეც აისახება დადებითად.

• ბავშვი ყოველთვის ბედნიერია როცა მას ეთამაშებით. გადააქციეთ მოსაწყენი მგზავრობა დიდ შოუდ, იმღერეთ მასთან ერთად, მოაწყვეთ ვიქტორინა , მიეცით ბავშვს უფლება დაგისვათ უამრავი კითხვა და გაეცით მათზე პასუხი.

mkurnali.ge

წესი 3 მიეცით არჩევანის უფლება

გაზარდეთ დამოუკიდებლები _ ნუ შეასრულებთ მათ ნაცვლად იმას, რისი კეთებაც თავადაც შეუძლიათ, მიეცით არჩევანის უფლება დაჯდეს იმ სკამზე, სადაც უნდა, თუ ასაკი და გარემო ამის საშუალებას იძლევა გაუშვით სკოლასა და მაღაზიაში მარტო, მიეცით ბავშვს უფლება თავად გადაიხადოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში თანხა.

საყიდლებზე წასვლისას შედით მაღაზიაში ცალკ-ცალკე, თავად აირჩიოს ის, რისი ყიდვაც საჭიროა და აუცილებლად განმარტოს რატომ სურს კონკრეტული პროდუქტისა თუ საგნის შეძენა. დაუტოვეთ ხურდა, დათვალოს იგი და მიიღოს ჯილდოს სახით. ანგარიში სასარგებლოა, ჯილდო - სასიამოვნო!

პატარას ყოველთვის სიამოვნებს იმის შეგრძნება, რომ დამოუკიდებელია და მშობელი მას ენდობა, ეს ზრდის მის მოტივაციას გააკეთოს მეტი და სწრაფადვე განვითარდეს.

mkurnali.ge

წესი 4 განუვითარეთ სოციალური უნარები

სოციალური უნარების განვითარება და შედეგად სოციალური ურთიერთობები ცხოვრების ყველა ასპექტში უმნიშვნელოვანესია. ბავშვის სოციალური უნარების განვითარებაზე ადრეული ასაკიდან უნდა ვიზრუნოთ. სოციალური ინტერაქციისას ბავშვები ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანია, გაზიარება, გუნდურობა, კეთილსინდისიერება.

ჯგუფური თამაშებისას ისინი სწავლობენ მოთმინებას, რწმუნდებიან იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური შეთანხმებული ქმედება. ამგვარი ქმედებით თამაშში მოპოვებული გამარჯვება ზრდის მათ თვითშეფასებას, ხოლო მარცხი ასწავლი, რას ნიშნავს იმედგაცრუება და როგორ შეიძლება მასთან გამკლავება.

mkurnali.ge

წესი 5 ყურადღების კონცენტრირება და სწორად განაწილება

ყურადღების კონცენტრირება და მის სწორად გასანაწილებელი უნარების გამომუშავება შესაძლებელია ფაზლების აწყობით.

როგორ? მიეცით მას ფაზლი და რეგლამენტირებული დრო, რომელშიც უნდა ამოცანა დაასრულოს, ეს დაეხმარება მას გადაანაწილოს ყურადღება ისე, რომ საბოლოოდ დავალება სწორად და დათქმულ დროში შეასრულოს. ფაზლების აწყობა ბავშვის დიდ მონდომებას, უნარს და შეუპოვრობას მოითხოვს, დავალების შესრულებისას ბავშვი იწყებს სხვადასხვა შესაძლო ვარიანტის განხილვას, თუ ფაზლს ვერ აწყობს შესაბამისი სურათის მიხედვით, იწყებს სწორი კუთხეების ძებნას რათა საერთო სურათის შექმნა გაუადვილდეს.

ისეთი თამაში, როგორიცაა ჭადრაკი ბავშვის დიდ ყურადღებას და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს, ასევე მსგავსი თამაშები ბავშვის პრობლემის გადაჭრის და სტრატეგიულად ფიქრის უნარებს ანვითარებს.

mkurnali.ge

აქციეთ ტრადიციული სადილი გასართობ თამაშად - მიეცით ბავშვს საშუალება დახუჭული თვალებით გამოიცნოს რა მოუმზადა დედამ. შეძლებს თუ არა ის პირველივე ცდაზე გამოიცნოს რომელი ხილი ან ბოსტნეული მიირთვა. სად იზრდება კონკრეტული საკვები და რა პირობებია ამისთვის საჭირო, რა ფერია, როგორი ფორმისაა და როგორი გემო აქვს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სპორტდარბაზში ვარჯიშის და სირბილის ალტერნატივა

თქვენ შეგიძლიათ დაწვათ 600 კკალამდე ერთ საცეკვაო ვარჯიშში.
სრულად
სპორტდარბაზში ვარჯიშის ან სირბილის ალტერნატივა

6 ჩვევა, რომელიც სხეულს ნაკლებად მიმზიდველს ხდის

რა მიზეზებით შეიძლება დაკარგოს სხეულმა ბუნებრივი სიმკვრივე და ტონუსი.
სრულად
რატომ არ შეიძლება დილით ყველასთვის ვარჯიში?

დილის ვარჯიში შეიძლება საშიში იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების,
სრულად
იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს და ნივთიერებათა ცვლის მოშლას

ხანგრძლივად ჯდომა ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა და ონკოლოგიურ პათოლოგიათა რისკს,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

შვილებთან სასიამოვნოდ და სასარგებლოდ დასვენების 5 წესი! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები