ჩვილი რომ არ გაიგუდოს - რეკომენდაციები უსაფრთხო ძილისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვილი რომ არ გაიგუდოს - რეკომენდაციები უსაფრთხო ძილისთვის

უსაფრთხო ძილის საკითხზე რეკომენდაციები ჟურნალ "პედიატრის" ახალ ნომერში დაიბეჭდა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, შემთხვევითი ასფიქსია ან საწოლში მოგუდვა ახალშობილთა უეცარი სიკვდილის მიზეზებს შორის ყველაზე გავრცელებულია. ამ შემთხვევებს ზოგჯერ "აკვნის სიკვდილსაც" კი უწოდებენ, რადგან ჩვილები ფაქტობრივად ძილში იღუპებიან.

ვირჯინიის უნივერსიტეტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებულმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მოგუდვის შემთხვევათა უმრავლესობა საწოლის მეტისმეტად რბილ, ფუმფულა თეთრეულსა და ლეიბს უკავშირდება (69%), მეორე ადგილზეა ჩვილის ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ძილის ფაქტორი, ხოლო მესამე ადგილს იკავებს სიტუაცია, როდესაც ჩვილი ერთგვარ ხაფანგში ხვდება ხოლმე, კედელსა და ლეიბს შორის.

კვლევის ავტორები უბედურ შემთხვევათა ასარიდებლად გვირჩევენ ჩვილები მყარი ზედაპირის მქონე საწოლში დავაძინოთ, ყოველგვარი ზედმეტი ნივთების გარეშე, ბალიში, რბილი სათამაშოები იქნება ეს თუ საბანი. რეკომენდებული მდგომარეობა ძილის დროს - ზურგზე წოლაა.

თინათინ გოცაძე