ბავშვის ასაკი და უცხო ენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის ასაკი და უცხო ენა

თუ ამისთვის გამოვიყენებთ შესატყვის მეთოდებს!“ - ამას ამტკიცებს ამერიკელი პროფესორი ჯ. ბრუნერი.

რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი უცხო მეტყველების მოსმენას, უცხო ენაზე წარმოთქმულ სიტყვებს, მით უფრო სწრაფად გახდება ის მისთვის გასაგები. თუ ბავშვი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, სადაც ერთი მშობელი და კიდევ უფრო უკეთესი, ორივე მშობელი ერთმანეთს ესაუბრება რამდენიმე ენაზე, კითხვა, როგორ უნდა შევასწავლოთ ბავშვს უცხო ენა, აღარ წარმოიშობა. ბავშვი ხომ უშუალოდ მშობლებისგან ისრუტავს თითოეულ სიტყვას! მაგრამ თუ თქვენს ოჯახში არ არიან პოლიგლოტები, მაინც არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ პატარას უცხო ენის მიმართ ინტერესი გაუღვივოთ.

ძალდაუტანებლად

საუკეთესო ვარიანტია უცხო ენაში მეცადინეობის დაწყება იმ ბავშვთან, რომელიც უკვე საკმაოდ გამართულად საუბრობს მშობლიურ ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვის გონებაში ნამდვილი ქაოსი წარმოიქმნება.

უპირველესი პირობაა - ბავშვმა არ იმეცადინოს ძალდატანებით, არც მოლაპარაკებითა და სხვადასხვა დაპირებით აიძულოთ გააკეთოს ის, რაც არ სურს და არ აინტერესებს. თუ ბავშვი უარს აცხადებს უცხო ენის შესწავლაზე, არ იმეორებს უცხო სიტყვებს, ჯობს დაიცადოთ, მისცეთ პატარას გარკვეული დრო და შემდეგ კიდევ სცადოთ მისი დაინტერესება. შესწავლის მეთოდი უნდა იყოს საინტერესო და არა თავსმოხვეული. უცხო ენის სწავლების დაწყება საჭიროა სასაუბრო მეტყველებით. ბავშვი ადვილად აღიქვამს ასოებს, თუ უკვე იცის სიტყვა. ბუნება თვითონ გვიბიძგებს ასეთი მეთოდებისკენ. მშობლიური ენის შესწავლას ჩვენ ვიწყებთ სასაუბრო მეტყველებით. თავდაპირველად ვისმენთ, ვიმეორებთ, წარმოვთქვამთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვსწავლობთ წერასა და კითხვას. ერთი გაკვეთილის, თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობის კორექტირება დამოკიდებულია ბავშვის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე. მეცადინეობა რეკომენდებულია დასაწყისისათვის დღეში 15 წუთი. სწავლება უნდა ჩატარდეს ჩვეულებრივი თამაშის ან ხატვის პროცესში, ძერწვისას, კომპიუტერთან თამაშის დროს. თუ ოჯახში არის უფროსი ბავშვი, რომელიც სწავლობს უცხო ენას სკოლაში ან დამატებით, ცალკე პედაგოგთან, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია პატარას დაინტერესებაც. უმცროსებს ყოველთვის აქვთ უფროსების მიბაძვის მოთხოვნილება. ეს შეიძლება მოხერხებულად გამოიყენოთ. შეეცადეთ როლური თამაშების ორგანიზება: დედაშვილობანა, მაღაზიობანა, ავტობუსით მგზავრობას ან მანქანით გასეირნება, ექიმობანა და ა.შ. ამ თამაშების მსვლელობისას ბავშვი დაიმახსოვრებს ახალ სიტყვებს. ბავშვები ადრეულ ასაკში საერთოდ კარგად იმახსოვრებენ, მაგრამ ასეთივე წარმატებით ივიწყებენ ნასწავლ მასალას, თუ მისი გამეორება არ ხდება. ყოველდღიური გამონათქვამები: „დილა მშვიდობისა“, „ღამე მშვიდობისა“, „გმადლობთ“, „ბოდიში“, სიტყვები: „მომეცი!“, „აიღე!“ ფერების აღმნიშვნელი სიტყვები (წითელი, თეთრი, შავი და ა.შ.) უნდა გაიმეოროთ მშობლიური ენიდან ნაცნობ სიტყვებთან მონაცვლეობით. თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვები უცხო ენის შემსწავლელ სპეციალურ განმავითარებელ ცენტრებში მეცადინეობენ, კარგი იქნება, თუ გაკვეთილებს მათი მშობლებიც დაესწრებიან და ჩანაწერებს გააკეთებენ. მაშინ ისინი შინ ბავშვებთან ერთად შეძლებენ ნასწავლის გამეორებას. ბავშვებსაც შეახსენებენ გაკვეთილზე შესწავლილ მასალას და კიდევ უფრო განუმტკიცებენ ცოდნას.

გამოავლინეთ ინტერესი!

სადღეისოდ ბავშვების უმეტესობა ინგლისურს (ან სხვა უცხო ენას) დაწყებითი კლასებიდანვე სწავლობს. ამ პერიოდში მათ სჭირდებათ მშობლების დახმარებაც. ეს აუცილებელიც კია. ასე რომ, უნდა დაინტერესდეთ იმით, თუ რას სწავლობს თქვენი შვილი უცხო ენის გაკვეთილზე. ეს ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ უნდა გამოიჩინოთ ყურადღება და მოიკრიბოთ ნებისყოფა. თუ თავიდანვე მიჰყვებით პატარასთან ერთად უცხო ენის დაუფლებას, მას სირთულეები აღარ დაემუქრება. როგორც წესი, ბავშვი დიდ ინტერესს იჩენს უცხო ენის მიმართ, თუ გრძნობს, რომ ეს მას კარგად გამოსდის. პრობლემების წარმოქმნისთანავე კი ინტერესი უქრება. ამიტომ აუცილებელია, ის შევაქოთ და წავახალისოთ, ვაგრძნობინოთ თანადგომა, თუ რაიმე უძნელდება.

ბავშვების აღზრდით მოცულ ადამიანს დიდი მოთმინება სჭირდება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაელაპარაკოს ბავშვს ხმამაღლა, პატარამ არ უნდა შეამჩნიოს, რომ უფროსი მას გაღიზიანებული ესაუბრება. მეცადინეობის ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული თვით ბავშვის განწყობაზე. არ ღირს მეცადინეობის ჩატარება, თუ ბავშვი თავს ცუდად გრძნობს ან ეძინება. რაც უფრო მეტ მოთმინებასა და სიყვარულს, მზრუნველობასა და ყურადღებას გამოვიჩენთ ჩვენი შვილების მიმართ, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ ისინი ცხოვრებაში.