რჩევები მშობლებს

საიდან მოდის გოგონებისათვის ვარდისფერი, ხოლო ბიჭუნებისათვის ცისფერი ტანსაცმლის შერჩევის ტრადიცია

საიდან მოდის გოგონებისათვის ვარდისფერი, ხოლო ბიჭუნებისათვის ცისფერი ტანსაცმლის შერჩევის ტრადიცია
სადღეისოდ საყოველთაოდ აღიარებული ტანსაცმლის ფერები გოგონებისა და ბიჭუნებისათვის შესაბამისად ვარდისფერი და ცისფერია. ასეთი დიფერენცირება ჩამოყალიბდა აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში 1940-იან წლებში. ამ პერიოდამდე საბავშვო ტანსაცმლისათვის ფერის შერჩევის რეკომენდაციები მშობლებისათვის არ ეფუძნებოდა ბავშვის სქესს. ზოგი წყარო ტანსაცმლის თმის ფერთან შეხამებას ურჩევდა მშობლებს, სხვა წყაროს რეკომენდაციით კი უმჯობესი იყო ტანისამოსი თვალების ფერთან შეეხამებინათ.

სქესთან ფერების შეჭიდულობა იმ პერიოდში თანამედროვე მიდგომების სრულიად საპირისპირო იყო. მაგალითად, საბავშვო ჟურნალის “Earnshow’s”  1918 წლის ერთ-ერთ გამოცემაში აღნიშნული იყო საერთაშორისოდ აღიარებული წესის შესახებ, რომ ვარდისფერით უნდა შემოსონ ბიჭუნები, გოგონებისათვის
კი რეკომენდებულია ცისფერი, რადგან ვარდისფერი უფრო ძლიერი და მტკიცეა, ცისფერი - კი ტურფა, ნატიფი და მოხდენილი.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს სხვაგვარი მიდგომებია!

თინათინ გოცაძე

მსგავსი სიახლეები
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
24-10-2019
ბავშვისთვის ყველაზე კარგი მაგალითი მშობლის ქცევაა და არა რჩევა-დარიგებები. როგორ აღვზარდოთ
20-08-2019
ზაფხული პერიოდია, რომელიც ჩვენს შვილებს კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს.
13-07-2019