საიდან მოდის გოგონებისათვის ვარდისფერი, ხოლო ბიჭუნებისათვის ცისფერი ტანსაცმლის შერჩევის ტრადიცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საიდან მოდის გოგონებისათვის ვარდისფერი, ხოლო ბიჭუნებისათვის ცისფერი ტანსაცმლის შერჩევის ტრადიცია

ასეთი დიფერენცირება ჩამოყალიბდა აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში 1940-იან წლებში. ამ პერიოდამდე საბავშვო ტანსაცმლისათვის ფერის შერჩევის რეკომენდაციები მშობლებისათვის არ ეფუძნებოდა ბავშვის სქესს. ზოგი წყარო ტანსაცმლის თმის ფერთან შეხამებას ურჩევდა მშობლებს, სხვა წყაროს რეკომენდაციით კი უმჯობესი იყო ტანისამოსი თვალების ფერთან შეეხამებინათ.

სქესთან ფერების შეჭიდულობა იმ პერიოდში თანამედროვე მიდგომების სრულიად საპირისპირო იყო. მაგალითად, საბავშვო ჟურნალის “Earnshow’s”  1918 წლის ერთ-ერთ გამოცემაში აღნიშნული იყო საერთაშორისოდ აღიარებული წესის შესახებ, რომ ვარდისფერით უნდა შემოსონ ბიჭუნები, გოგონებისათვის კი რეკომენდებულია ცისფერი, რადგან ვარდისფერი უფრო ძლიერი და მტკიცეა, ცისფერი - კი ტურფა, ნატიფი და მოხდენილი.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს სხვაგვარი მიდგომებია!

თინათინ გოცაძე