თამაშები გონებრივი განვითარებისთვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

თამაშები გონებრივი განვითარებისთვის

თამაშები გონებრივი განვითარებისთვის
ბოლო დროს სათამაშოების მაღაზიებში ასაწყობი სურათები მომრავლდა. ეს თავსატეხები, რომელთა აწყობა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოა, დიდებსაც ძალიან მოსწონთ და სიამოვნებით უთმობენ დროს. თავდაპირველად მოგითხრობთ, საიდან იღებს სათავეს ეს სახალისო და მართლაც გონივრული გამოგონება. 1762 წელს ინგლისელმა გამომცემელმა, ჯონ სპილბერგმა, საზოგადოებას დაჭრილი გეოგრაფიული რუკა წარუდგინა. შავ-თეთრი გრავიურა ლიბანური კედრისა და წითელი ხის თხელ ფირფიტაზე დაეწებებინათ, მერე კი პატარა ფრაგმენტებად დაეხერხათ. სიახლე თვალის დახამხამებაში აიტაცეს. რაღა არ დაშალეს ნაწილებად: პორტრეტები, ისტორიული ბრძოლების ამსახველი ნახატები და ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილი სურათებიც კი. ახალი გასართობი მყიდველებს
ძალიან მოსწონდათ, თუმცა იმხანად ყველას როდი შეეძლო მათი შეძენა. მერე კი, როცა მუყაო გამოიგონეს, თავსატეხებიც გაიაფდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.


პირველი სურათი


ასაწყობი სურათის შეძენისას უპირველესად იმაზე დაფიქრდით, შეესატყვისება თუ არა იგი თქვენი შვილის ასაკსა და განვითარებას. დღეს არჩევანი მართლაც დიდია. გაიხსენეთ, რომელი მულტფილმები უყვარს
თქვენს პატარას ყველაზე მეტად - „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „წითელქუდა“, „მაუგლი“... ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ თავსატეხი მეტისმეტად იოლი გამოდგა, ბავშვი მას ხელსაც არ დააკარებს, რთულმა კი შეიძლება სულ დააკარგვინოს თამაშის ხალისი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვებმა მექანიკურად კი არ შეაერთონ ფრაგმენტები, არამედ ლოგიკური კავშირი იპოვონ მათ შორის. მაგალითად, ასეთი: ციყვი და თხილი, ქათამი და კვერცხი... თავსატეხი თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გააკეთოთ: აიღეთ მარტივი ნახატი, მუყაოზე დააწებეთ და სამ-ოთხ ნაწილად გაჭერით.


3-დან 5 წლამდე

3 წლის ბავშვს უკვე შესწევს უნარი, უფრო რთული, 8-10 ფრაგმენტისგან შემდგარი სურათებიც ააწყოს. ამ ასაკის ბავშვს აინტერესებს არა მხოლოდ დეტალების ფორმა, არამედ თვით გამოსახულებაც. კიდევ ერთი: თავდაპირველად ნახატზე ერთი საგანი, მაგალითად, დათვი ან თოჯინა უნდა ეხატოს, მერე და მერე კი ამოცანა თანდათანობით გაართულეთ, მიეცით ბავშვს თავსატეხები, რომლებიც უფრო მეტი ფრაგმენტისა და უფრო რთულსიუჟეტიანი გამოსახულებისგან შედგება. ერთი რამ გახსოვდეთ: ბავშვებს უყვართ ისეთი რამის კეთება, რაც იოლად გამოსდით. ეს მათ თავდაჯერებას მატებთ. ასე რომ, დე ააწყონ ერთი და იგივე სურათი, სანამ არ მოსწყინდებათ, მერე კი შეგიძლიათ ახალი თავსატეხი მისცეთ.


მოგვიანებით


ბავშვმა, რომელიც უკვე მიჩვეულია ფრაგმენტებისგან სურათების აწყობას, თქვენი დახმარებით შეიძლება უფრო რთული თავსატეხიც ამოხსნას, რომელიც 100 და მეტი ფრაგმენტისგან შედგება. თუ პატარა გონიერია და სწრაფად აზროვნებს, მარტო, მშობლის დაუხმარებლადაც აწყობს სურათს, მაგრამ მაინც აჯობებს, თავსატეხს ერთად გაუმკლავდეთ, ერთად განიხილოთ მისი სიუჟეტი, რათა ბავშვი ლოგიკურ მსჯელობას, რთული ამოცანების გააზრებას და ამოხსნას მიეჩვიოს. მშობლებთან ერთად კი ასეთი საქმიანობა უფრო სახალისოა - ბავშვი მეტად არის მოტივირებული, უხარია, როცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა ეძლევა, მშობლებისგან კი საქებარი სიტყვების გაგონება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავსატეხის აწყობა რამდენიმე მიზეზის გამოა სასარგებლო:

  • არააგრესიული თამაშია;
  • აფართოებს თვალსაწიერს;
  • ბავშვს დაკვირვების უნარს გამოუმუშავებს - მისი აწყობისას ხომ უმცირესი დეტალების შემჩნევაა საჭირო;
  • გამოუმუშავებს ჩვევას, აქეთ-იქით არ მიმოფანტოს ნივთები - სურათის ასაწყობად ხომ ყველა დეტალი აუცილებელია;
  • ხვეწს ხელის მოძრაობას, რაც აუცილებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვის საერთო განვითარებისათვის;
  • ეხმარება ხატოვანი აზროვნების განვითარებას;
  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ავითარებს მოთმინების უნარს, ნებისყოფას, კონცენტრირების უნარს, ეს თვისებები კი პატარას სკოლაში ძალზე გამოადგება;
  • მშობლებს საშუალებას მოგცემთ, დროულად შეამჩნიოთ, ხომ არ უჭირს თქვენს შვილს ფერებისა და ფორმების გარჩევა;
  • ეს თამაში (განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალია) ავადმყოფობის დროს საოცრად ამშვიდებს ბავშვს და თვალის დახამხამებაში ავიწყებს ყელის ტკივილსა თუ სხვა უსიამოვნებებს;
  • და, რა თქმა უნდა, თავსატეხი პირდაპირ მისწრებაა, როცა სამუშაო გაქვთ და გსურთ, შინ სიმშვიდე იყოს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ხელს უწყობს ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.30პასტილი
ფასი: 29.9
სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინები
ფასი: 27.9
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
კატეგორიის სხვა სტატიები
სადღეისოდ საყოველთაოდ აღიარებული ტანსაცმლის ფერები გოგონებისა და ბიჭუნებისათვის შესაბამისად ვარდისფერი და ცისფერია.
როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს ყელში რამე გადასცდება და ახველებს. პირველი, რაც ამ დროს თავში მოგვდის,
გრიპი მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება სასუნთქი გზების ანთებით.
ცნობილი ექიმი და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ 15 წიგნის ავტორი კომოროვსკი წლების განმავლობაში მშობლებს,
ბავშვები, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ მუცელზე, უკეთესად იძინებენ. ეს დაამტკიცა ექვსი თვის ასაკის 22
ერთ–ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა, რომელიც სავარაუდოდ გორში გარდაცვლილ 8 წლის გოგონას და მის ოჯახს იცნობს სევდიანი
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება