პირველად სკოლაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველად სკოლაში

სკოლა პატარასთვის ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყაროა, რომელიც მას უამრავ სიახლეს ჰპირდება: ახალ გარემოსა და მეგობრებს, მასწავლებლებს, წიგნებს, საიდანაც ათას საინტერესო რაიმეს შეიტყობს... ამ დროს ყველაზე მეტად მშობლები ღელავენ - მათ ყველაზე უკეთ იციან, რამდენი დაბრკოლება ელის მათ შვილს ამ რთული და გრძელი გზის დასაწყისში.

თუმცა სანამ სწავლას შეუდგება, ბავშვი ჯერ ახალ გარემოს უნდა შეეგუოს. ორგანიზმს სჭირდება როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური ადაპტაცია, ეს კი, როგორც წესი, თვეობით გრძელდება, ზოგჯერ მთელ წელიწადსაც კი გასტანს. მაინც რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, რომელი სირთულე გვხვდება ყველაზე ხშირად და როგორ უნდა გადავლახოთ ის?

პირველკლასელი უმალვე ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის თავს, სად მოხვდა. მისთვის ეს გარემო უცხოა. ჯერ არ იცის, რომ მისთვის ახალი ცხოვრება იწყება. ის მშობლებს არის მინდობილი და მათი ქცევითა და განცდებით ხელმძღვანელობს. მშობლები კი, ბუნებრივია, ღელავენ, რადგან იციან, რომ მრავალი პრობლემაა მოსალოდნელი: სკოლასთან შეგუება, მასწავლებელთან ურთიერთობა, სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. სკოლა ახალი სოციალური გარემოა, თანატოლთა ახალი საზოგადოება, ახალი მოვალეობები. სკოლამდე ბავშვის მთავარი საქმიანობა თამაში იყო, ამიერიდან კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ბავშვი ჯერ კიდევ ბაღში იძენს თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილებას, გამოიმუშავებს მეგობრების გვერდით ჯდომის, პედაგოგთან ურთიერთობის, მისი მოსმენის, კითხვებზე პასუხების გაცემის ჩვევებს. მერე და მერე ამას ემატება მიზანმიმართული მუშაობა წიგნით, რვეულით, ფანქრითა თუ კალმით. ეს ჩვევები პატარას სკოლაში უთუოდ გამოადგება. „ოჯახის ბავშვი“ კი, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია, თავისუფალია, მას არავინ ზღუდავს, არაფერს უწესებს, ყველა თავს ევლება. სკოლაში მისვლის შემდეგ მისი რეჟიმი შეიცვლება - იქ მასწავლებელი მართავს მის ქცევას, ბავშვი განსაზღვრულ წესებს უნდა დაემრჩილოს: იჯდეს მერხთან, უნებართვოდ არ გაინძრეს. საბავშვო ბაღში ნასიარულები ბავშვი ამას შეჩვეულია, „ოჯახის ბავშვს“ კი გაუჭირდება. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბავშვებთან ურთიერთობას მოწყურებულნი უფრო ინტერესით ხვდებიან სიახლეებს. სკოლაში ბავშვს, გარდა თანატოლებსა და მასწავლებლებთან ურთიერთობისა, კიდევ ერთი სიახლე დახვდება: სწავლის პროცესი. ზოგი დიდი ინტერესითა და ხალისით ეწაფება მას, ზოგს კი ძალიან უჭირს თამაშიდან სწავლაზე გადასვლა. ხშირად მშობლები ძალას ატანენ ბავშვს. ეს დაუშვებელია - შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს და ბავშვს სწავლა შესძულდეს. ის ჯერ თამაშის ასაკიდან არ გამოსულა, ამიტომ ამ ეტაპზე სწავლა თამაშთან უნდა იყოს შერწყმული. ბავშვმა თანდათან უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს დავალების შესრულება. მეცადინეობის შემდეგ უნდა დავასვენოთ, გართობის საშუალება მივცეთ. ასევე დიდი ტაქტით უნდა ავუხსნათ, რა არის ნიშანი, რომ მისი მეშვეობით ცოდნას, შესრულებულ დავალებას აფასებენ. ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვი არ დაითრგუნოს, არ ეგონოს, რომ მაღალი შეფასების მიღებისას ის კარგი ბავშვია, ხოლო დაბალი ნიშნის მიღებისას - ცუდი. ზოგჯერ პედაგოგები სწავლის დასაწყისში შესაფასებლად მზის გამოსახულებას იყენებენ: წარმატებით შესრულებულ დავალებას გაღიმებული მზე ამშვენებს, შედარებით ცუდად შესრულებულს კი მოწყენილი. ასეთი მეთოდის გამოყენებისას ბავშვი ნაკლებად ითრგუნება, სამაგიეროდ ხვდება, რომ მეტი უნდა იშრომოს, რათა მზემ გაუღიმოს. ასე მას აზროვნებაც უვითარდება. ამასთან, ბავშვი ხშირად უნდა წავახალისოთ, შევაქოთ მოთმინებისა და ბეჯითობისთვის.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორი გარემო დახვდება ბავშვს სკოლაში, როგორ შეხვდება მას მასწავლებელი. ამ უკანასკნელს დიდი ტაქტი, პედაგოგიური ოსტატობა მოეთხოვება, რადგან თუ ბავშვს სკოლასთან შეგუება გაუჭირდა, მას უცხო გარემოში მოხვედრისას ყოველთვის შეექმნება პრობლემები. ზოგიერთ ბავშვს უჭირს თანატოლებთან, მასწავლებელთან ურთიერთობა. ხშირად ამის მიზეზი პედაგოგის სიმკაცრეა. შედეგად ბავშვი ან ითრგუნება, ან, პირიქით, აგრესიული ხდება და პროტესტის ნიშნად არ ემორჩილება მასწავლებლის მითითებებს. ბავშვთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომის გამოსწორება ადვილი არ არის. თუ სირთულეებმა სკოლამდელ ასაკშივე იჩინა თავი, მშობლებმა დროულად უნდა მიმართონ ბავშვთა ფსიქოლოგს.