რა არის აქსელერაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის აქსელერაცია

მათი სხეულის ფორმა, წონა და სიმაღლე 20-23 წლის ასაკის ადამიანის პარამეტრებს შეესაბამებოდა. ამგვარად, მოზარდები ფიზიკურად სრულიად ჩამოყალიბებულნი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი გონებრივი განვითარება ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკს შეესაბამებოდა.

ეს „უჩვეულო ახალი“ ახალგაზრდობა ბევრად ადრე იწყებდა ალკოჰოლისა თუ თამბაქოს მოხმარებას, ინტიმურ ცხოვრებას. აღნიშნული ტიპის ქცევა განსაკუთრებით ხშირი იყო მამრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის, გოგონებს კი ქცევის გარკვეული წესები და ჩვეულებები მაინც აბრკოლებდა.

დასახელებულ მოვლენას გერმანელმა მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა (1843-1910) „აქსელერაცია“, იგივე „აქცელერაცია“, უწოდა. ეს ლათინური ტერმინი ქართულად „აჩქარებას“ ნიშნავს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ - აქსელერაცია თამამად დააბიჯებს პლანეტაზე უკვე 150 წელია. ამისათვის საკმარისია შევადაროთ 1910 და 2010 წლები. ექსპერტთა მონაცემებით, ახალშობილთა სიგრძე ამ პერიოდში საშუალოდ 0,5-1 სმ-ით გაიზარდა. ჩვილების წონამაც 200-300 გრამით იმატა.

21-ე საუკუნის 7 წლის ბავშვი გასულ საუკუნეში მცხოვრებ თანატოლზე 1,5 სმ-ით მაღალია და 500 გრამით მეტს იწონის. განსაკუთრებით გასაოცარია მოზარდებს შორის განსხვავებები. თანამედროვე 13 წლის მოზარდის სიმაღლე მისი იმავე ასაკის წინაპრის პარამეტრებზე 10-15 სმ-ით მეტია. თუმცა, საყურადღებოა, რომ ახალგაზრდა ზრდას წყვეტს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში სხვაგვარი ტენდენცია იყო. მოზარდები იზრდებოდნენ 20 წლამდე, თუმცა მაინც ვერ აღწევდნენ თანამედროვე მოზარდების სიმაღლეს. იმ დროს საშუალოდ მიიჩნეოდა 168 სმ სიმაღლე, დღეს ეს მაჩვენებელი 178 სმ-ს შეადგენს.

რაც შეეხება სქესობრივ მომწიფებას - ჩვენს პროგრესულ ეპოქაში ის 1-2 წლით ადრე ვითარდება. ჩრდილოეთის ხალხებთან სქესობრივი მომწიფება რამდენადმე გვიან ხდება, სამხრეთის მკვიდრნი კი სქესობრივად ბევრად ადრე მწიფდებიან. საზოგადოდ, სქესობრივი სიმწიფის ასაკი სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან სხვადასხვაა.

მეცნიერები ყურადღებას ამახვილიბენ გონებრივ განვითარებასა და ფსიქიკურ ჩამოყალიბებაზეც. ამ კუთხით ვითარება სხვაგვარადაა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, 100 წლის წინ მცხოვრები ახალგაზრდები გონებრივად უფრო მალე იზრდებოდნენ (ინტელექტუალურად მწიფდებოდნენ), ბევრად უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უყურებდნენ ცხოვრებას, პიროვნენებად უფრო ადრე ყალიბდებოდნენ.

ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ფიზიკური განვითარების აჩქარება სრულებითაც არ ახდენს გავლენას გონებრივ და ინტელექტუალურ ჩამოყალიბებაზე.

თუ სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესზე ვიმსჯელებთ, ყველაფერი შედარებითია. იყო დრო, როდესაც სრულყოფისა და მაღალგანვითარების მაგალითად მატარებელი მოჰყავდათ, დღეს კომპიუტერს ასახელებენ. თუმცა ერთი ფაქტორიცაა: მატარებლის მოწყობილობა კომპიუტერზე რთულია, სისტემური ბლოკის აწყობა 7 წლის ასაკის ყველა ბავშვს შეუძლია, აი, მატარებლის გამართვა-ამუშავებას კი სპეციალური ცოდნა სჭირდება.

მთავარი ის არის, რომ აქსელერაცია ერთ-ერთი გენეტიკური გამოცანაა, რომლის ახსნაც ჯერ ვერ შეძლეს მეცნიერებმა. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არსებობს გამოკვეთილი და გასაგები თეორია, რომელიც ყველა კითხვას გადაჭრით უპასუხებს და საბოლოო დასკვნას შემოგვთავაზებს.

კვლევები გრძელდება, ასე რომ, ყველაფერი წინაა!