თუ ბავშვს გრიპი აქვს - შვიდი რჩევა მშობლებს (ნახეთ ვიდეო) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ბავშვს გრიპი აქვს - შვიდი რჩევა მშობლებს (ნახეთ ვიდეო)

გრიპის ვირუსის სხვადასხვა ტიპიდან უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს А ტიპის ვირუსს,

ძირითადად, სწორედ ამ ტიპის ვირუსი არის გრიპის ყოველწლიური სეზონური ეპიდემიის მიზეზი.

А გრიპის ყველაზე გავრცელებილი ქვეტიპებია H1N1ღორის გრიპი და ქათმის გრიპი. ინკუბაციური პერიოდი 1-3 დღეა.

ამ პერიოდის განმავლობაში დაავადებული ასწრებს 100-მდე სხვა ადამიანის დაინფიცირებას.

ყოველწლიურად გრიპით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 200-დან 500 ათასამდეა.

ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს იმუნიტეტს ვირუსის მიმართ, რადგან ვირუსი ყოველწლიურად განიცდის მუტაციას.

ტიპური გრიპოზული ინფექცია იწყება ტემპერატურის მატებით 38-40 გრადუს ცელსიუსამდე, რომელსაც ახლავს მშრალი ხველა, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე, ყელის ტკივილი, სურდო.

გრიპის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

ბავშვებში გრიპის პირველი სიმპტომების დროს:

  • თბილად ჩააცვით ბავშვს;
  • შენობაში შეინარჩუნეთ სიგრილე; 18-20 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურა;
  • დაატენიანთ ჰაერი და გაანიავეთ შენობა;
  • აუცილებელია წოლითი რეჟიმი და თბილის სითხის ჭარბად მიღება.
  • მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვებში ნაჩვენებია პარაცეტამოლისა და იბუპროფენის შემცველი პრეპარატები.
  • პერიოდულად მარილიანი ხსნარით ცხვირის გამორეცხვა.
  • გრიპის პირველი სიმტომებისთანავე აუცილებელია ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება.

როგორ ხდება ანტივირუსული პრეპარატების შერჩევა.

ანტივირუსული პრეპარატების უმეტესობა მოქმედებს შეზღუდული, განსაზღვრული ტიპის ვირუსებზე.

ლაბორატორიულად ვირუსის ტიპის განსაზღვრა გარკვეულ დროს საჭიროებს, ამიტომ ანალიზის შედეგებზე დალოდება დაუშვებელია;

ექიმის პრეროგატივაა მედიკამენტის შერჩევა და ზოგადად, მკურნალობის სქემის განსაზღვრა გრიპის ვირუსის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე, ლაბორატორიიდან პასუხის მიღებამდე.

გრიპისა და რესპირატორული ინფექციების დროს ექიმი ხშირად ნიშნავს რექტალურ სანთელს, რადგან წამლის შეწოვა სწორი ნაწლავიდან უფრო სწრაფად ხდება, შესაბამისად პრეპარატი სწრაფად ხვდება სისხლში და იწყებს მოქმედებას. უზრუნველყოფილია დოზირება, ბავშვი ვერ შეიგრძნობს წამლის სუნს და გემოს; სანთლების გამოყენებასთან ერთად შეიძლება წამლის სხვა ფორმის გამოყენებაც.

მკურნალობის დაგვიანებული დაწყება შეიძლება გახდეს გართულებების მიზეზი.

გრიპის შესაძლო გართულებებია: მენინგიტი( თავისა და ზურგის ტვინის რბილი გარსის ანთება), ბრონქიოლიტი(ბრონქიოლების ანთება), პნევმონია(ფილტვების ანთება), ოტიტი(ყურის ანთება), სინუსიტი(ცხვირის ახლო წიაღების ანთება)..

ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გრიპის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს

გისურვებთ ჯანმრთელობას!