როცა ბავშვს ხველა ეწყება, გასეირნების და ფანჯრების გაღების ნაცვლად მას წამლებს ასმევენ - ექიმ კომოროვსკის რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ბავშვს ხველა ეწყება, გასეირნების და ფანჯრების გაღების ნაცვლად მას წამლებს ასმევენ - ექიმ კომოროვსკის რჩევები მშობლებს

ბებიებს და ბაბუებს ასწავლის, თუ როგორ უნდა მოუარონ ბავშვებს, რომ მათ ნაკლებად იავადმყოფონ და ჯანმრთელები გაიზარდონ.

გთავაზობთ ამონარიდებს მისი რჩევებიდან:

"ორშაბათობით ბავშვები უფრო ხშირად იმიტომ ავადმყოფობენ, რომ დასვენების დღეებში სტუმრად მიდიან ბებია-ბაბუებთან, ხოლო სიყვარულის საზომი ჩვენთან, სამწუხაროდ, საჭმელია".

"თუ ოჯახში არის ბავშვი, რომელიც ხშირად ავადმყოფობს, ძაღლი შეიძინეთ. მშობლებს ბავშვის გასეირნება ავიწყდებათ, ძაღლს კი დღეში ორჯერ უნდა გარეთ გაყვანა".

"როგორც კი ხველა იწყება, რას აკეთებენ ჩვენთან? არ მიდიან სასეირნოდ, არ აღებენ ფანჯრებს, არ რთავენ ჰაერის დამატენიანებელს და გამოჯანმრთელების იმედით, პრიორიტეტს წამლებს ანიჭებენ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვისთვის 2-წლამდე ამოსახველებელი წამლის მიცემა სამართლებრივად ისჯება".

"აგარაკი ყოველთვის უკეთესი ვარიანტია, ვიდრე ნებისმიერი ზღვა. თუ ბავშვი 2 თვის მანძილზე, თითქმის მშიერი, ჭუჭყიანი და ფეხშიშველა დარბის - ეს აღადგენს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეს მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება".

ექიმი კომოროვსკი მიიჩნევს, რომ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის მოგვარება, მხოლოდ პედიატრების მეშვეობით არ შეიძლება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდწილად მის მშობლებზე და ბებია-ბაბუაზეა დამოკიდებული. სწორედ მათ შეუძლიათ იმაზე ზეგავლენა, რომ ბავშვი ავად არ გახდეს, ხოლო თუ მაინც გახდება, მალე გამოჯანმრთელდეს. განაგრძეთ კითხვა