ალბათ მეძახდი, დე, მეძახდი, და მთხოვდი, აღარასოდეს გამეშვი ცეკვაზე მარტო… - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ალბათ მეძახდი, დე, მეძახდი, და მთხოვდი, აღარასოდეს გამეშვი ცეკვაზე მარტო…

ალბათ მეძახდი, დე, მეძახდი, და მთხოვდი, აღარასოდეს გამეშვი ცეკვაზე მარტო…
ერთ–ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა, რომელიც სავარაუდოდ გორში გარდაცვლილ 8 წლის გოგონას და მის ოჯახს იცნობს სევდიანი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

პოსტის ავტორმა თავი გარდაცვლილის დედის ამპლუაშიწარმოიდგინა და ის ფიქრები და ტკივილი გადმოსცა, რასაც პატარანანას დედა იგრძნობდა. დრონი.ჯი პოსტს უცვლელად გთავაზობთ : "გარეთ მზე იყო, მაგრამ საშინლად მციოდა. თავი მძიმედ მედო მხრებზე. ოთახში შემოირბინა,ახალმიძინებულ ძამიკოს აკოცა, ცეკვაზე მივდივარო დამიბარა და გაიქცა…ეზოში მიმავალს თვალი ბედნიერმა გავაყოლე, თან გამოფხიზლებულ პატარას ვარწევდი. როგორ გაიზარდაჩემი გოგონა, თავისი პაწაწინა ხელებით როგორ მეხმარება თავისი ძმის მოვლაში…რა უცნაურად მცივა დღეს..
არა და როგორი კაშკაშა მზეა ამ შემოდგომას… ზარი: "თქვენი ქალიშვილი რატომ არ მოვიდა ცეკვაზე?" – ყველა ადგილი ერთიანად დამესერა…


ყველგან ვეძებეთ…

აღარ მცივა, დე, მხოლოდ მტკივა…

ყველა და ყველაფერი მტკივა, დე….

როგორ გავუძლო იმ ტკივილს, შენ
რომ გტკიოდა სიკვდილის წინ…

როგორ გავუძლო იმ წამებს, შენ რომ გაცლიდნენ სიცოცხლეს…

როგორ გავუძლო იმ ფიქრებს სიკვდილამდე რომ გისერავდნენ გულს…

ალბათ მეძახდი, დე, მეძახდი, და მთხოვდი, აღარასოდეს გამეშვი ცეკვაზე მარტო…

როგორი უსაფრთხო მეგონა ჩემი ქალაქი, დე, და რა უძლური აღმოჩნდა, შენი სიცოცხლის დასაცავად…

ოდესმე მოვალ შენთან, დე, მოვალ და მოგიყვები ამბავს, პატარა გოგონასას, რომელიც უფალმა ვერ დატოვაცოდვილ დედამიწაზე, და თავისთან შეიფარა."
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქებისას ერთ-ერთი გარდაცვლილი ნათია ციცვიძეა. ქალი,
17-01-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ფსიქოლოგიის პროფესორი ტანი ბირონი აღნიშნავს, რომ 1970 წლიდან დღემდე, ბავშვთა აქტივობის რადიუსი
ამბობენ, რომ პირველი ზღაპრები ძალიან მნიშვნელოვანია – ისინი დედა-შვილს ადაპტაციაში ეხმარება. რას ნიშნავს ეს?
ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რა გავლენას ახდენდა ბუნებაში თამაში 2-12 წლის ბავშვების
არც ისე დიდი ხანია, მთელი მსოფლიო კორონავირუსის საფრთხემ პრაქტიკულად სახლებში გამოკეტა.
მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ასარიდებლად, საბავშვო ბაღებში, დღის ცენტრებსა
კომპიუტერი დღეისათვის შეუცვლელი მოწყობილობაა. მას იყენებენ სამუშაოდ, ინფორმაციის მოსაძიებლად,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად