სპეციალისტებმა გამოკითხეს 172 ოჯახის ზრდასრული წევრი, სადაც 5 წლამდე ასაკის, მინიმუმ ერთი ბავშვი იყო. მონაწილეებმა მიუთითეს რამდენ დროს უთმობდნენ სმარტფონებს. გარდა ამისა, რესპონდენტებმა ისაუბრეს საკუთარი შვილების ქცევაზე და შეაფასეს საკუთარი სტრესის დონე.
მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ მშობლების დიდ ნაწილს სმარტფონზე გადაჰქონდა ყურადღება ოჯახთან ერთად სადილობისას, ბავშვებთან თამაშის
გარდა ამისა, სმარტფონით ზედმეტად გატაცება მშობლების ფსიქიკაზეც აისახებოდა. მათ ხშირად უვითარდებოდათ დეპრესია, ხოლო სტრესის დონე უფრო მაღალი იყო მათთან შედარებით, ვინც სმარტფონებს ბავშვთან ურთიერთობას ამჯობინებდა.
ლალი ჩხიკვაძე