დედაშვილობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დედაშვილობა

დედაშვილობა
დედაშვილური კავშირი დედაშვილობა საოცარი ფენომენია. დედაშვილური კავშირი მძლეთამძლეა. როგორ მოვიქცეთ, რომ ის არასდროს დაირღვეს?
გაიხსენეთ, პატარას დაბადებისთანავე რა აზრმა გაგიელვათ: “მადლობა ღმერთს, ყველაფერი დასრულდა!..” მაგრამ შეცდით, ყველაფერი ახლა იწყება! იწყება სრულიად ახალი ცხოვრება - ცხოვრება შვილთან ერთად.

ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში მთავარი ამოცანაა ძუძუთი კვება. დედის რძე - ეს არის ფასდაუდებელი საჩუქარი, უნიკალური საკვები და წამალი თქვენი პატარასთვის. ბავშვის კვების მთავარი წესი ასეთია: აჭამეთ მას, როცა უნდა და რამდენიც უნდა. რძის სიმცირის შემთხვევაში ბავშვი რაც შეიძლება ხშირად უნდა მიიწვინოთ მკერდზე
ისე, რომ ადვილად მისწვდეს ძუძუსთავს და მის ირგვლივ მდებარე არეს - ორეოლას.

“შეწყვიტეთ შფოთვა და დაიწყეთ ცხოვრება!” - ამბობდა დეილ კარნეგი. სხვაგვარად ძუძუთი კვებას ვერ მოაწესრიგებთ. ვერც ბევრ სხვა რამეს მოახერხებთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს. თქვენს ნაცვლად ამას ვერავინ გააკეთებს. იძინეთ, დაისვენეთ, ისეირნეთ. თქვენ დიდი პასუხისმგებლობა
გაკისრიათ ბავშვის წინაშე, ამიტომ ბევრი ენერგია გჭირდებათ. შეეცადეთ, ჩვილი ბუნებრივად შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ნუ დაივიწყებთ მის ასაკობრივ თავისებურებებს. იმისთვის, რომ პატარა ორგანულად შეერწყას ახალ სამყაროს, პირველ ხანებში მოარიდეთ ხალხმრავლობას, ხმაურს. გამონახეთ დრო თქვენი შეგრძნებებისა და განცდების, ახალი ემოციებისა და დაკვირვებების ჩასაწერად. თუნდაც, დღეში 15 წუთი. ეს არც ისე ბევრია. სამაგიეროდ, შემდგომში განუმეორებელ წუთებს გაგახსენებთ. ათი წლის შემდეგ მეუღლესა და უკვე წამოზრდილ შვილთან ერთად საოცარი განცდით წაიკითხავთ თქვენი ოჯახისთვის უძვირფასეს მოგონებებს. ეს კიდევ უფრო გაამყარებს შვილის მშობლებთან ფსიქოლოგიურ კავშირს. აწარმოეთ ჩანაწერები ბავშვის შესახებ, სადაც აღნუსხავთ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობისა და განვითარების შესახებ, ჩაიწერთ, როგორ უყალიბდებოდა ჩვევები, თვისებები, ხასიათი. მოაწესრიგეთ ურთიერთობა მეუღლის მშობლებთან, განურჩევლად იმისა, ცხოვრობთ თუ არა მათთან ერთად. რა გამაღიზიანებელიც უნდა გეჩვენებოდეთ მათი რჩევები, მათ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარება სურთ. უფროსი თაობის გულისტკენა არ შეიძლება. აი, პრიორიტეტების შესახებ შეთანხმება კი საჭიროა.

ერიდეთ გაციებას. ნუ გახვალთ აივანზე შილიფად ჩაცმული - შეიძლება მკერდი გაგიცივდეთ. ნუ იჩქარებთ ძიძის მოწვევას. ბავშვის დაბადების შემდეგ დედას უამრავი საზრუნავი უჩნდება და ძალიან იღლება, ამიტომ ბევრი ძიძის ძებნას იწყებს. ცოტა ხანს მოიცადეთ! ახლა თქვენს შვილს დედა სჭირდება, რომელიც არა მხოლოდ ყველაზე ძვირფასი ადამიანია მისთვის, არამედ მისი ცხოვრებისა და ნორმალური ფსიქოლოგიური განვითარების მთავარი პირობაც. ძიძის აყვანის შემთხვევაში წყდება უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური კავშირი დედასა და შვილს შორის. ჯობს, საოჯახო საქმეები ანდოთ სხვას.

საზოგადოდ, ძიძის საწინააღმდეგო ფსიქოლოგებს არაფერი აქვთ, მაგრამ არა პირველ თვეებში. თუ მოახერხებთ, ეცადეთ, პირველი ექვსი თვე მაინც დარჩეთ შინ. ნუ ეცდებით, გახდეთ იდეალური დედა. დედობა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არა მთელი ცხოვრება. ახალმა როლმა არ უნდა შეგიქმნათ ახალი კომპლექსები. პირიქით, უნდა დაგანახოთ, რომ ცხოვრება უფრო საინტერესო და უკეთესი გახდა. ზოგი რამ შესაძლოა არ გამოგივიდეთ, ზოგი რამ წააგოთ კიდეც, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვლება.

ეცადეთ, ყოველი დღე დღესასწაულად აქციოთ. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე. გახსოვდეთ: ბავშვს ენერგიული, მშვიდი და ხალისიანი დედა სჭირდება. რჩევები შეიძლება გაიზიაროთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დედაშვილობა - ნახეთ ვიდეო
10-01-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ფსიქოლოგიის პროფესორი ტანი ბირონი აღნიშნავს, რომ 1970 წლიდან დღემდე, ბავშვთა აქტივობის რადიუსი
ამბობენ, რომ პირველი ზღაპრები ძალიან მნიშვნელოვანია – ისინი დედა-შვილს ადაპტაციაში ეხმარება. რას ნიშნავს ეს?
ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რა გავლენას ახდენდა ბუნებაში თამაში 2-12 წლის ბავშვების
არც ისე დიდი ხანია, მთელი მსოფლიო კორონავირუსის საფრთხემ პრაქტიკულად სახლებში გამოკეტა.
მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ასარიდებლად, საბავშვო ბაღებში, დღის ცენტრებსა
კომპიუტერი დღეისათვის შეუცვლელი მოწყობილობაა. მას იყენებენ სამუშაოდ, ინფორმაციის მოსაძიებლად,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად