ბავშვი და მეგობრობის არსი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
ბავშვი და მეგობრობის არსი
ბავშვი და მეგობრობის არსი
მშობლებს უნდათ, მათი შვილი ჰუმანური გაიზარდოს და კარგი მეგობარი იყოს.


ამისათვის მას თავიდანვე უნდა გაუღვივდეს გარკვეული უნარ-ჩვევები. ყველა დედის სურვილია, მისი შვილი უპრობლემოდ ურთიერთობდეს თანატოლებთან.

თუ გინდათ, თქვენი შვილი გულღია ადამიანი და კარგი მეგობარი იყოს, ეცადეთ, ხშირად მიიპატიჟოთ შინ მისი თანატოლები - ისინი, მართალია, პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელი და ძვირფასი სტუმრები არიან. გინდათ, ბავშვმა მეგობრობა, თანატოლებთან ურთიერთობა ისწავლოს? ამისთვის ერთადერთი საშუალება არსებობს - ურთიერთობა. ურთიერთობა - ეს ისეთი სოციალური ჩვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა შეასწავლოთ ბავშვს. ამაში ის მუდმივად უნდა ავარჯიშოთ.

სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს ურთიერთობის საშუალება იშვიათად ეძლევათ. საბავშვო ბაღში ისინი სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი. გარდა ამისა, არსებობს უამრავი აკრძალვა. სკოლაში გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ძლივს ასწრებენ ერთმანეთისთვის თითო-ოროლა სიტყვის თქმას. თავისუფალ დროს კი ყველა სახლშია, ტელევიზორს უყურებს ან კომპიუტერზე თამაშობს. ურთიერთობის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას ოჯახებში, სადაც
მხოლოდ თითო ბავშვია. ბავშვებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანატოლებთან თამაშს. ამასთან, ეს უნდა იყოს არა კონსტრუირებული, უფროსების მიერ მოფიქრებული განმავითარებელი თამაში, არამედ ის, რასაც ბავშვები თვითონვე მოიფიქრებენ. თამაშში ბავშვები გამოიმუშავებენ ქცევის სხვადასხვა მოდელს, ირგებენ სხვადასხვა როლს - ამ გზით ყალიბდება მათი თვისებები, ხასიათი. შინ სტუმრების მოსაწვევად განსაკუთრებული მიზეზი არ არის საჭირო; საკმარისია თავისუფალი დრო. თანაც ეს დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს და არა თქვენ. უფროსებს შეუძლიათ, თავიანთ საქმეებს მიხედონ: მოამზადონ სადილი, წაიკითხონ ან დაისვენონ. ბავშვის სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პროცესის ორგანიზებაში დაგეხმარებათ მარტივი რეკომენდაციები:

მიეცით ბავშვს საშუალება, თვითონ აირჩიოს, ვისი მოწვევა სურს. უმჯობესია, თავდაპირველად ერთი ბავშვი მოიპატიჟოთ - დიდ კომპანიაში ბავშვები მალე იღლებიან.

სტუმარი ბავშვის მშობლებს წინასწარ შეუთანხმდით ვიზიტის დროისა და ხანგრძლივობის თაობაზე. კარგი იქნება, თუ პირველი სტუმრობა არც ისე დიდხანს (1-2 საათი) გაგრძელდება. შემდეგ შეიძლება ვიზიტის ხანგრძლივობა გაზარდოთ.

გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ ის მასპინძელია, ამიტომ ვალდებულია იზრუნოს სტუმარზე: შესთავაზოს ჩაი, ნამცხვარი და ა.შ. ათხოვოს სათამაშო, რომელიც მას მოეწონება, გააცილოს ტუალეტში.

გააცანით სტუმარს თქვენს სახლში ქცევის წესები: უნდა ითამაშონ მხოლოდ სათამაშოებით, უნებართვოდ არ აიღონ უფროსების ნივთები, თამაშს რომ დაამთავრებენ, სათამაშოები აალაგონ, არ იხმაურონ, რადგან მეზობელ ოთახში ჩვილ ბავშვს ან ბებიას სძინავს და ა.შ.

ნუ გაკიცხავთ და ნუ უყვირებთ ბავშვს მეგობრების თანდასწრებით. შენიშვნები მიეცით, როცა მარტონი დარჩებით.

მიეცით ბავშვებს თავისუფლად, თქვენი ზედამხედველობისა და ჩარევის გარეშე თამაშის საშუალება.


პირადი გამოცდილება

მკითხველი გვწერს: “ჩემი თეკლე მორცხვი გოგონაა. სკოლაში რომ მივიდა, თითქმის არავის ელაპარაკებოდა. გადავწყვიტე, მეგობრების შეძენაში დავხმარებოდი. შინ მივიპატიჟეთ ანანო, რომელიც თეკლას ძალიან მოსწონდა. გოგონებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა, მალე თამაშიც დაიწყეს. მშობლიურ კედლებში ჩემი გოგონა აღარ იყო ისეთი მორცხვი. ბავშვებმა ძალიან კარგად გაატარეს დრო. ახლა ჩვენთან სტუმრად დადიან სხვა გოგონებიც, სკოლაშიც ურთიერთობენ ერთმანეთთან. თეკლა უფრო თავდაჯერებული გახდა, თავს მარტოსულად აღარ გრძნობს, მე კი მიხარია, რომ ამაში დავეხმარე. მისი მეგობრები ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი სტუმრები არიან”.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.99
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.99
სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინები
ფასი: 27.99
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მსგავსი სიახლეები
ბავშვები, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ მუცელზე, უკეთესად იძინებენ. ეს დაამტკიცა ექვსი თვის ასაკის 22
07-12-2018
ბავშვებთან ბრონქული ასთმის განვითარების რამდენიმე რისკ-ფაქტორი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია
04-12-2018
რთულია ბავშვის ბუნება და რთულია მისი აღზრდის პროცესი. მშობლებს ხშირად აზრადაც არ მოსდით,
23-11-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვები, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ მუცელზე, უკეთესად იძინებენ. ეს დაამტკიცა ექვსი თვის ასაკის 22
ერთ–ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა, რომელიც სავარაუდოდ გორში გარდაცვლილ 8 წლის გოგონას და მის ოჯახს იცნობს სევდიანი
ზაფხული და მზის დამწვრობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული თემებია. მზის სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძობიარე კი
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
დედების ერთ-ერთ ფეისბუქ-ჯგუფში ასეთი კითხვა გამოქვეყნდა:
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
ეს სტატია 31 იანვარს გამოქვეყნდა ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალში Science Translational Medicine და
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება