ანტიბიოტიკი - მტერი თუ მეგობარი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტიბიოტიკი - მტერი თუ მეგობარი?

მისი ეფექტურობა 20%-მდე შემცირდა. დღეს ექიმების არსენალში 40-ზე მეტი ჯგუფის ანტიბიოტიკია. რამდენად ეფექტურია ისინი ჩვენი შვილების ირგვლივ არსებული ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად? - გვესაუბრება ინფექციონისტი ნანა მღებრიშვილი

- მეცნიერებმა და ექიმებმა დაავადებათა სამკურნალოდ შექმნეს სინთეზური ანტიბიოტიკები. ბავშვის ავადმყოფობისას კი ნებისმიერი მედიკამენტური ჩარევა მშობელს აშინებს და აეჭვებს...

- მრავალი დაავადების მკურნალობა ანტიბიოტიკების გარეშე შეუძლებელია. არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც დაუშვებელია მათი გამოყენება. ასეთია სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადებები.

- რატომ ნიშნავენ ექიმები ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკებს?

- ანტიბიოტიკები ვერ ებრძვის ვირუსებს, ეს ყველამ კარგად იცის. მაგრამ ძალზე ხშირად ვირუსული ინფექცია რთულდება ბაქტერიულით - პნევმონია, სინუსიტი, ოტიტი... ამიტომ ანტიბიოტიკი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა, ისიც - იმ შემთხვევაში, თუ ადრეულ სტადიაზევე ეჭვს მიიტანს რომელიმე გართულებაზე.

- რა არის გაციება, რასაც ასე ხშირად ახსენებენ მშობლები?

- გაციება - ეს არის იგივე სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექცია, რომელიც, თუ გართულებები არ არის, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე თავისით გაივლის 7-10 დღეში. თუ ვირუსით დასუსტებულ ორგანიზმში “შეძვრა” ბაქტერია და გამოიწვია გართულება, უპირველესად, საჭიროა ანტიბიოტიკის ჩართვა.

გაციების დროს ექიმის ჩარევა აუცილებელია, იმდენად, რამდენადაც მან უნდა გაარკვიოს ბაქტერიული ინფექციით გართულების რისკი და დროულად დაიწყოს ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

- რა შემთხვევაში დგება საშიშროების წინაშე ორგანიზმი, რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა?

- დედას შეუძლია შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა, მაგრამ ის ვერ შეძლებს მოუსმინოს ფილტვებს, ვერ იეჭვებს პნევმონიაზე, სინუსიტზე (ჰაიმორიტი, ფრონტიტი), ჩირქოვან ოტიტზე.

ფრთხილად იყავით: თუ ბავშვს რამდენიმედღიანი ავადმყოფობის შემდეგ მდგომარეობა გაუუმჯობესდა, შემდეგ კი უეცრად ისევ დაეწყო ტემპერატურის მომატება, მივარდა, დასუსტდა, დაეწყო უმადობა - უნდა ვიეჭვოთ ბაქტერიული ინფექცია და სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს. ის უეჭველად ჩართავს მკურნალობაში ანტიბიოტიკს.

დაიმახსოვრეთ! აფთიაქში ანტიბიოტიკის შესახებ კონსულტაცია შესაძლოა გაგიწიოთ ფარმაცევტმა, მაგრამ ის უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა! ხშირად, სამწუხაროდ, აფთიაქში სწორედ ფარმაცევტი წყვეტს ასეთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელშიც არ არის კომპეტენტური.

- ანტიბიოტიკის დანიშვნისას მნიშვნელოვანია ჩივილებისა და ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინება, მაგრამ ლაბორატორიული გამოკვლევების გარეშე ექიმისთვისაც დაუშვებელია მისი დანიშვნა. დიაგნოსტიკის რომელი მეთოდები გამოიყენება?

- ადრე ბაქტერიული ინფექციის დიაგნოსტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული მეთოდი სისხლის საერთო ანალიზი იყო. როგორც მეცნიერება, ბაქტერიებიც ვითარდებიან, სახეს იცვლიან და სისხლის საერთო კლინიკურ ანალიზშიც შესაძლებელია შეცდომები. ამიტომ ექიმის პრაქტიკულ გამოცდილებას სისხლის საერთო ანალიზი მხოლოდ ეხმარება. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევა, გამონადენის დათესვა, ნაცხის აღება. თუმცა მათი შედეგები რამდენიმე დღეში მიიღება, მოცდა კი ნამდვილად დაუშვებელია.

ანტიბიოტიკის დანიშვნის საკითხი სრულად ექიმის კომპეტენციასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული, მშობელიც უნდა მიენდოს მას. არასწორად დანიშნული ანტიბიოტიკი ბევრ გვერდით მოვლენას იძლევა - ალერგიული რეაქციებით დაწყებული, ნაწლავის მიკროფლორის დარღვევით დამთავრებული, რაც დაავადებულ, დასუსტებულ ორგანიზმს კიდევ უფრო ასუსტებს და აძაბუნებს. ამიტომ სიფთხილე მართებთ ექიმსაც და მშობელსაც.

- რა ევალება მშობელს?

- მნიშვნელოვანია, მშობელმა გაითვალისწინოს:

თუ ექიმმა დანიშნა ანტიბიოტიკი, აუცილებელია კურსის ბოლომდე ჩატარება ექიმის მიერ მითითებულ პერიოდში;

თუ მკურნალობას ბოლომდე არ მიიყვანთ, ბაქტერიას ამ კონკრეტული ანტიბიოტიკის მიმართ დაუქვეითდება მგრძნობელობა, განვითარდება რეზისტენტობა და ამ ანტიბიოტიკის გამოყენება სხვა დროს უკვე უეფექტო იქნება. ამავე მდგომარეობას იწვევს ანტიბიოტიკის ხშირი და დაუსაბუთებელი დანიშვნა, მაგალითად, ტემპერატურის ყოველი მომატებისას, ფაღარათის დროს და ა.შ.

თუ გაეჭვებთ ანტიბიოტიკის დანიშვნის აუცილებლობა, უმჯობესია, სთხოვოთ ექიმს, აგიხსნათ, რატომ თვლის საჭიროდ მის მიღებას, ან პირიქით, თუ ექიმი თავს იკავებს ანტიბიოტიკის დანიშვნისგან, თქვენ კი დაჟინებით მოითხოვთ, მოუსმინეთ მის მოტივაციას.

არ შეცვალოთ ექიმის დანიშნული ანტიბიოტიკი სხვა ჯგუფის პრეპარატით. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტებიც ხდება ფარმაცევტებისა თუ მეგობრების რჩევების გათვალისწინებით.

ნუ აქცევთ ანტიბიოტიკებს თქვენს მტრად! იმეგობრეთ მათთან და ისინი დაგეხმარებიან ორგანიზმის მტრებთან - ბაქტერიებთან ბრძოლაში.