პედიატრიის ცნობარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პედიატრიის ცნობარი

სპექტროფოტომეტრიით სანაყოფე წყლების კვლევა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის ჰემოლიზური დაავადების დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. სანაყოფე წყლების ბიოქიმიური კვლევით ვლინდება მასში ცილების, გლუკოზისა და ნაყოფის სპეციფიკური ცილის - ალფა-ფეტოპროტეინის ჭარბი შემცველობა. სანაყოფე წყლებსა და ნაყოფის სისხლში ცილების, ალფა- და ბეტა-პროტეინებისა და იმუნგლობულინების შემცველობის განსაზღვრა მეტად მნიშვნელოვანია საშვილოსნოსშიდა ინფექციების დიაგნოსტირების, ჰემოლიზური დაავადების სიმძიმის ხარისხისა და ჰიალინურ-მემბრანული დაავადების (ფილტვების არაინფექციური დაზიანება; ხასიათდება ჰიალინისმაგვარი ნივთიერების ჩალაგებით ალვეოლების შიგა ზედაპირზე) განვითარების ალბათობის დადგენის თვალსაზრისით.

ნაყოფის კარდიოგრაფია და ფონოკარდიოგრაფია, კარდიომონიტორინგი და ამნიოსკოპია გამოიყენება მშობიარობამდე ნაყოფის მდგომარეობის განსასაზღვრად. მათი დახმარებით დროულად ვლინდება ნაყოფის ჰიპოქსია და ჭიპლარის პათოლოგია. ნაყოფის სისხლის მიკროდოზის კვლევას მიმართავენ სისხლში მჟავატუტოვანი ბალანსისა და ჟანგბადით გაჯერების გასარკვევად. სანაყოფე წყლების ბიოქიმიური კვლევის, ნაყოფის სისხლის ანალიზისა და კარდიოტოკოგრამის მონაცემები ექიმებს პერინატალური პათოლოგიის პროფილაქტიკის საშუალებას აძლევს.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორსულობის, მშობიარობისა და ადრეულ ნეონატალურ პერიოდში ინფექციური პათოლოგიების პროფილაქტიკას. ამ მიზნით აუცილებელია ორსულობის მწვავე და ლატენტური ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ორსულობისა და ლოგინობის პერიოდში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა (ახალშობილის სწორად მოვლა, ახალშობილის ძუძუთი სწორი კვება და სხვა).