პედიატრიის ცნობარი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

პედიატრიის ცნობარი

პედიატრიის ცნობარი
იმუნური და გენიტალური ხასიათის პერინატალური პათოლოგია ვლინდება ულტრაბგერითი დიაგნოსტიკით, ამნიოცენტეზით (მემკვიდრული დაავადებების პრენატალური დიაგნოსტირების მეთოდი. ორსულობის მე-14-16 კვირიდან მე-20-22 კვირამდე იღებენ ამნიონურ სითხეს და ავლენენ მასში მყოფი უჯრედების ქრომოსომულ და გენომურ მუტაციებს ციტოგენეტიკური მეთოდით) და ნაყოფის სისხლის კვლევით.


სპექტროფოტომეტრიით სანაყოფე წყლების კვლევა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის ჰემოლიზური დაავადების დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. სანაყოფე წყლების ბიოქიმიური კვლევით ვლინდება მასში ცილების, გლუკოზისა და ნაყოფის სპეციფიკური ცილის - ალფა-ფეტოპროტეინის ჭარბი შემცველობა. სანაყოფე წყლებსა და ნაყოფის სისხლში ცილების, ალფა- და ბეტა-პროტეინებისა და იმუნგლობულინების შემცველობის განსაზღვრა მეტად
მნიშვნელოვანია საშვილოსნოსშიდა ინფექციების დიაგნოსტირების, ჰემოლიზური დაავადების სიმძიმის ხარისხისა და ჰიალინურ-მემბრანული დაავადების (ფილტვების არაინფექციური დაზიანება; ხასიათდება ჰიალინისმაგვარი ნივთიერების ჩალაგებით ალვეოლების შიგა ზედაპირზე) განვითარების ალბათობის დადგენის თვალსაზრისით.

ნაყოფის კარდიოგრაფია და ფონოკარდიოგრაფია, კარდიომონიტორინგი და ამნიოსკოპია გამოიყენება მშობიარობამდე ნაყოფის მდგომარეობის განსასაზღვრად. მათი დახმარებით დროულად ვლინდება ნაყოფის ჰიპოქსია და ჭიპლარის
პათოლოგია. ნაყოფის სისხლის მიკროდოზის კვლევას მიმართავენ სისხლში მჟავატუტოვანი ბალანსისა და ჟანგბადით გაჯერების გასარკვევად. სანაყოფე წყლების ბიოქიმიური კვლევის, ნაყოფის სისხლის ანალიზისა და კარდიოტოკოგრამის მონაცემები ექიმებს პერინატალური პათოლოგიის პროფილაქტიკის საშუალებას აძლევს.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორსულობის, მშობიარობისა და ადრეულ ნეონატალურ პერიოდში ინფექციური პათოლოგიების პროფილაქტიკას. ამ მიზნით აუცილებელია ორსულობის მწვავე და ლატენტური ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ორსულობისა და ლოგინობის პერიოდში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა (ახალშობილის სწორად მოვლა, ახალშობილის ძუძუთი სწორი კვება და სხვა).
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
წერილის ავტორია ჭიპლარის სისხლის ბანკის "ჯეოქორდის" სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი, გოჩა შათირიშვილი.

წლამდე ბავშვის კვებაზე გვესაუბრება პედიატრი, პროფესორი ყარამან ფაღავა
მიუხედავად იმისა, რომ ნაღვლკენჭოვანი დაავადება მიეკუთვნება ბავშვთა ასაკის იშვიათ დაავადებებს,
4-6 თვის ასაკიდან ბავშვების რაციონში დამატებითი კვება შედის. მნიშვნელოვანია, ის პროდუქტები,
ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილი საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თუმცა ზოგჯერ მშობლები ამ ამბავს ჯეროვანი ყურადღებით არ ეკიდებიან.
პედიატრიულ კლინიკებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან მათი პაციენტები პატარები არიან, ბავშვები, ვისთვისაც ექიმთან წასვლა დამატებითი სტრესია,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად