რა მდგომარეობაშია ჭიპი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მდგომარეობაშია ჭიპი?

ამოიბურცება და ხელით შეხებისას სიმაგრე შეიგრძნობა - ეს შეიძლება თიაქარი იყოს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მხოლოდ მას შეუძლია კონკრეტულ შემთხვევაში რჩევა-დარიგების მოცემა. გვესაუბრება - მარინა აფციაური, პედიატრი.

- რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?

- ჯანმრთელი ახალშობილი დღის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს, იღვიძებს და ტირის, თუ შია ან გამოსაცვლელი აქვს პამპერსი.

ყურადღებით დააკვირდით ტირილის დროს ჭიპლარის ტაკვს. თუ ტირილისას (უფრო მოზრდილ ასაკში კუჭის მოქმედებისას გაჭინთვის ან ხველის დროს) ძალიან ამოიბერება ჭიპი, ხოლო მსუბუქად დაწოლისას ქრება და მის ადგილას შეიგრძნობა მრგვალი ფორმის, მყარი, კიდეებიანი ნაპრალი - ჭიპის რგოლი, საქმე შესაძლოა ჭიპის თიაქართან გვქონდეს.

დაიმახსოვრეთ, თიაქრის აღსაკვეთად, ჩასასწორებლად მიმართული ნებისმიერი ქმედება უნდა ჩატარდეს ჭიპის ჭრილობის სრულად შეხორცების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მეორე უკიდურესობას გადავეყაროთ - ეს არის ომფალიტი, დაინფიცირებული ჭრილობა.

- რა არის თიაქრის მიზეზი?

- მისი მიზეზი კუნთების სისუსტეა. ჭიპის რგოლი - ესაა კუნთები, რომლებიც ჭიპს გარს აკრავს. დაბადებისთანავე ეს რგოლი უნდა შეიკრას. თუმცა, თუ ახალშობილი ნაადრევადაა დაბადებული, აქვს რაქიტი ან წონის ნაკლებობა (ჰიპოტროფია), კუნთოვანი რგოლი ძალიან სუსტია, რომ სრულად დაიხუროს და ნაწლავის მარყუჟი ღიად დარჩენილ რგოლში ამოდის. ჭიპზე თითის დაჭერისას თქვენ შეიძლება შეიგრძნოთ დამახასიათებელი ყურყური - აირებისა და სითხის ხმაური.

თიაქარი უმეტესად თანდაყოლილია, თუმცა არის შეძენილიც. ის შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივმა ტირილმა, ძლიერმა შეკრულობამ და მეტეორიზმმა, როცა მუცლის ღრუს კედლები მუდმივად დაჭიმულია.

თიაქარი შეიძლება თან ერთვოდეს მუცლის სწორი კუნთების დაშორებას, რისი მიზეზიც მუცლის წინა კედლის კუნთების სისუსტეა.

- რა ზომის შეიძლება იყოს თიაქარი?

- უმრავლეს შემთხვევაში პატარას თიაქარი არ უქმნის უხერხულობას, ზოგჯერ შეიძლება მტკივნეული იყოს. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს პატარას მუცელზე დაწვენისას ეწყება პირღებინება, მიმართეთ ექიმს!

თიაქრის ზომა დამოკიდებულია ჭიპის რგოლის ზომაზე. რაც უფრო ნაკლებადაა დახურული ჭიპის რგოლი ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ, მით უფრო დიდი ზომისაა თიაქარი.

მისი ზომა მერყეობს მუხუდოს ზომიდან თხილის ზომამდე. თუ ის ძალიან პატარაა, ჩნდება ტირილის დროს ან გაჭინთვისას, შემდეგ თავისით ჩასწორდება.

თუ თიაქარი და ჭიპის რგოლი დიდი ზომისაა, ხელით გასინჯვისას შესაძლოა თითი ჩავარდეს მუცლის ღრუში. იგი მუდმივად ჩანს, ხოლო ტირილის ან გაჭინთვისას უფრო მეტად იზრდება.

თიაქრის ზომები პირველ თვეებში მუდმივად იზრდება.

- თავისით გაივლის თუ ჩარევას საჭიროებს?

- თუ ექიმმა დაადასტურა თიაქრის არსებობა, ნუ ჩავარდებით პანიკაში. საჭიროა, ერთად შეიმუშაოთ მოქმედების გეგმა.

თიაქარი თავისით გაქრება, როცა მუცლის ღრუს კედლის კუნთები სათანადოდ გაძლიერდება. თუ ჭიპის რგოლის დეფექტი 1,5 სმ-ზე ნაკლებია, ალბათობა არსებობს, რომ 3-5 წლისთვის თავისით გაქრეს. ამასთან ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ის უნდა იყოს რეგულარული, ყოველდღიური; ბავშვს ჩაუტარეთ მუცლის მასაჟი და სპეციალური ვარჯიშები კუნთების გასაძლიერებლად.

ზოგ შემთხვევაში თიაქარი ჩნდება მოგვიანებით, როცა პატარა სიარულს იწყებს. იზრუნეთ იმაზე, რომ ბავშვი ზომიერად იყოს დატვირთული, იმოძრაოს საკმაოდ და არ ასწიოს სიმძიმეები.

- როგორ დავეხმაროთ პატარას სახლის პირობებში?

- არსებობს სიცოცხლის პირველ წელს თიაქრის დახურვის რამდენიმე საშუალება. მშობელს დამოუკიდებლადაც შეუძლია მანიპულაციების ჩატარება ან სპეციალისტთან ერთად.

მშობლებს შეუძლიათ - მასაჟის გაკეთება და მუცელზე დაწვენა ხშირად.

მუცლის მასაჟი - ეფექტურად აძლიერებს მუცლის წინა კედლის კუნთებს; დააწვინეთ პატარა ზურგზე, ნაზად, საათის ისრის მიმართულებით, წრიულად ამოძრავეთ ხელისგული და თითები. მოძრაობა უნდა იყოს მსუბუქი და პატარას სიამოვნებას ანიჭებდეს. შეეცადეთ, ჩაატაროთ მასაჟი ყოველი კვების წინ.

მუცელზე დაწვენა - ესეც ხელს უწყობს მუცლის კუნთების გაძლიერებას. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე დააწვინეთ მყარ ზედაპირზე 5-10 წუთით. მსუბუქი მოძრაობით გაუკეთეთ მასაჟი ზურგზე - თუ მანამდე ტირილი დაიწყო, შეწყვიტეთ და გადმოაბრუნეთ ზურგზე.

- რა შეიძლება გვირჩიოს ექიმმა?

- ექიმთან ვიზიტისას გადაწყდება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რა ზომების მიღება შეიძლება:

ზოგადი მასაჟი - კარგია მთელი სხეულის ტონუსისთვის. მას ატარებს გამოცდილი სპეციალისტი.

სამკურნალო ფიზკულტურა - მასაჟთან ერთად სასარგებლოა. დატვირთვა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ასაკზე. გასათვალისწინებელია ინდივიდუალური შესაძლებლობები.

ლეიკოპლასტირის ნახვევის დადება - სპეციალური პლასტირების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში. თიაქარი ჯერ უნდა ჩასწორდეს თითით, კუნთების კიდეებიც ასევე თითით უნდა შეაერთოთ და ზემოდან დაადოთ პლასტირი. ექიმი თვითონ აკეთებს ამ მანიპულაციას 10 დღის ხანგრძლივობით. უმეტეს შემთხვევაში პროცედურის 3-ჯერ გამეორება 10-დღიანი ხანგრძლივობით საკმარისია თიაქრის სრული ჩასწორებისთვის. ეს იმ შემთხვევაში, თუ თიაქარი პატარა ზომისაა.

ამ მეთოდს აქვს ერთი გვერდითი ეფექტი - პლასტირმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

- როდის დგება ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა?

- როდესაც თიაქარი დიდი ზომისაა, რგოლის თავისით დახურვის შანსი ნაკლებია. თუ 4 წლისთვის თიაქარი არ გაქრება, ჩნდება ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა. ამ ასაკში რეციდივები პრაქტიკულად არ ხდება.

ოპერაცია ტარდება ზოგადი ნარკოზით, გრძელდება დაახლოებით 30 წუთი. 2 კვირა ესაჭიროება ოპერაციისშემდგომ რეაბილიტაციას. ოპერაციის შემდეგ ბავშვს 1 თვე ეკრძალება ფიზიკური დატვირთვა.

მშობლები ოპერაციის მოზრდილობამდე გადადებას ცდილობენ. ეს გაუმართლებელია, რადგან დეფექტის ზომა მატულობს და მეტ პრობლემას უქმნის ბავშვს.

- რა შემთხვევაში არ ღირს ოპერაციის გადადება?

- ოპერაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს, თუ:

  • 1-2 წლის განმავლობაში თიაქრის ზომა საგრძნობლად გაიზარდა;
  • არის ჩაჭედვის რისკი;
  • ჭიპის თიაქარი იწვევს ნაწლავების ობსტრუქციის პროვოცირებას.