ჩვენი სტუმარია ოტოლარინგოლოგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვენი სტუმარია ოტოლარინგოლოგი

- ქალბატონო ლალი, ბავშვთა ასაკში ყელ-ყურ-ცხვირის რომელი დაავადებები გვხვდება ყველაზე ხშირად?

- ბავშვთა ყველაზე გავრცელებული ოტოლარინგოლოგიური დაავადებებია:

  • ქრონიკული ტონზილიტი;
  • ადენოიდური ვეგეტაციები;
  • ადენოიდიტი;
  • შუა ყურის მწვავე ანთება.

ამ დაავადებათა სიხშირეს, ერთი მხრივ - ასაკობრივი ანატომიური თავისებურებები, ხოლო მეორე მხრივ - ხახის ლიმფოიდური რგოლის, უპირატესად - სასისა და ცხვირ-ხახის ნუშურების ჰიპერპლაზია (გადიდება) განაპირობებს. თვით ნუშურების ჰიპერპლაზიას ხელს უწყობს ცხვირ-ხახისა და პირ-ხახის გადატანილი ანთებითი დაავადებები, ბავშვთა ინფექციური დაავადებები, არასათანადო კვება, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები და სხვა ფაქტორები, რომლებიც ასუსტებენ ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციას - იმუნიტეტს.

- რა არის ადენოიდები?

- ადენოიდები, უფრო ზუსტად, ადენოიდური ვეგეტაციები, ცხვირ-ხახის ნუშურების ჰიპერპლაზიას წარმოადგენს. განასხვავებენ ჰიპერპლაზიის ოთხ ხარისხს. როდესაც ადენოიდები მნიშვნელოვან ზომას აღწევს, ისინი, ჩვეულებრივ, ხელს უშლის ცხვირით სუნთქვას, იწვევს შეგუბებას ცხვირის ლორწოვანში, დანამატ წიაღებსა და შუა ყურში. წამყვანი სიმპტომებია ცხვირით სუნთქვის გაძნელება და შეუპოვარი სურდო. ცხვირით სუნთქვის გაძნელება ბავშვს პირით სუნთქვას აიძულებს, ეს კი ხშირ ანგინას, ლარინგიტს, ტრაქეიტსა და ბრონქიტს განაპირობებს. ბავშვს პირღიას, მოუსვენრად სძინავს და ხვრინავს. გარდა ამისა, ადენოიდებიანი ბავშვები ხშირად უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას, დაბნეულობას, თავის ტკივილს, სმენის დაქვეითებას.

ადენოიდური ვეგეტაციები შესაძლოა დაინფიცირდეს. მათ ინფექციურ ანთებას ადენოიდიტი ეწოდება. ადენოიდიტი იწვევს რესპირაციულ დაავადებებს, შუა ყურის ანთებას, კონიუნქტივიტს და გართულებებს სხვა ორგანოთა მხრივ.

ადენოიდური ვეგეტაციების გამო სუნთქვის გაძნელება და ხმაურიანი სუნთქვა უპირატესად 2-3 წლის ასაკიდან გვხვდება. როდესაც ბავშვი დაბადებისთანავე ხმაურით სუნთქავს, ამის მიზეზი უმეტესად სასუნთქი გზების (ცხვირის, ცხვირ-ხახის, ხორხის) თანდაყოლილი ანომალიაა. ერთ-ერთი ასეთი ანომალიაა თანდაყოლილი სტრიდორი (ხმაურიანი სუნთქვა), რომელიც ვითარდება დაბადებისთანავე ან სიცოცხლის მეორე-მესამე კვირას. მისი შემჩნევა იოლია - ჩასუნთქვას თან სდევს მსტვენი ხმიანობა, რომელიც ძლიერდება აგზნებისას, ყვირლისას და სუსტდება ძილის, მოსვენების დროს. თანდაყოლილი სტრიდორისთვის დამახასიათებელია სუფთა, წკრიალა ხმა. ადენოიდების არსებობისას პატარა თითქოს დუდღუნებს, ცხვირში ლაპარაკობს. გარდა ამისა, სტრიდორს არ ახლავს ციანოზი, ყლაპვა თავისუფალია.

- რა იწვევს სტრიდორს?

- სტრიდორის მიზეზია ხორხის გარეთა რგოლის განვითარების ანომალია - რბილი, ჩახვეული ხორხსარქველი ან ხორხსარქველის ნაოჭების ერთმანეთთან ახლომდებარეობა - ამ შემთხვევაში ჩასუნთქვისას ნაოჭები ხორხის სანათურში ერთმანეთს ეკვრიან.

ინსპირაციული სტვენა (ხმაურიანი ჩასუნთქვა) თანდათან იშვიათდება და 2-3 წლისთვის ქრება.

- რისი ბრალია უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა?

- თუ ბავშვს უეცრად ხმაურიანი სუნთქვა დაეწყო, მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ხორხის მწვავე სტენოზი;
  • ხორხის მექანიკური ტრავმა;
  • დამწვრობა;
  • სასუნთქ გზებში მოხვედრილი უცხო სხეული;
  • მწვავე ნაოჭქვეშა ლარინგიტი (ცრუ კრუპი);
  • მწვავე ეპიგლოტიტი.

ყველა ეს შემთხვევა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. სუნთქვა შესაძლოა ხმაურიანი გახდეს ცხვირის ღრუში უცხო სხეულის გაჭედვის შემთხვევაში. ამ მდგომარეობას ახასიათებს სუნთქვის ცალმხრივი გაძნელება და უსიამოვნო სუნიანი გამონადენი იმავე მხარეს. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. არაფრით არ სცადოთ უცხო სხეულის დამოუკიდებლად ამოღება - თუ ის ხორხში გადავარდა, შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიწვიოს.

ხმაურიანი სუნთქვა ცხვირის ტრავმის შედეგადაც ვითარდება. მისი უშუალო მიზეზია ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ცხვირის ძგიდის ჰემატომა (სისხლჩაქცევა). ცხვირის ძვლების მოტეხილობის შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად უნდა გასინჯონ ნევროპათოლოგმა და ოტორინოლარინგოლოგმა, რათა მოტეხილი ძვლების რეპოზიცია (თავ-თავის ადგილას დაბრუნება) შეხორცებამდე მოხდეს და შემდგომში თავიდან ავიცილოთ ცხვირით სუნთქვის აღსადგენი ქირურგიული ჩარევა.

ცხვირის ძგიდის ჰემატომაც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. უყურადღებობის შემთხვევაში მოსალოდნელია მისი დაჩირქება, რაც შემდგომ შესაძლოა ტვინის აბსცესში გადაიზარდოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხვირის მიდამოსა და ზედა ტუჩის ფურუნკული და ინფიცირებული ჭრილობა - ისინიც შეიძლება ტვინის აბსცესის წინამორბედებად იქცნენ, ამიტომ არამც და არამც არ შეიძლება ჩირქგროვის გამორწყვა. თავი დაანებეთ თვითმკურნალობას და მიმართეთ ექიმს!

- რა არის ქრონიკული ტონზილიტი?

- ქრონიკული ტონზილიტი სასის ნუშურების ანთებაა. ამ დროს ტონზილები შესაძლოა იყოს ჰიპერპლაზიურიც, ატროფიულიც (განლეული) და ნორმალური ზომისაც. ქრონიკული ტონზილიტის სუბიექტური ნიშნებია:

  • ყლაპვისას ყელში უცხო სხეულის შეგრძნება;
  • სიმშრალე;
  • ჩხვლეტა.

ბავშვებს ეს სიმპტომები ან სუსტად აქვთ გამოხატული, ან საერთოდ არ აღენიშნებათ. მშობლები უმეტესად აღწერენ ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნებს: საერთო სისუსტეს, სწრაფ დაღლას, სახსრების პერიოდულ ტკივილს, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებას, გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ ბავშვს ხშირად აქვს ანგინა. ყბისქვეშა ჯირკვლები გადიდებული და შეხებისას მტკივნეულია. დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნუშურების ლაკუნების შიგთავსს, რომელიც ნუშურის ზედა პოლუსზე შპადელის დაჭერით ისინჯება, თუმცა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზი ანამნეზის, ობიექტური გამოკვლევის შედეგებისა და კლინიკური მიმდინარეობის საფუძველზე დაისმის.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ქრონიკულ ტონზილიტს?

- ქრონიკული ტონზილიტის გართულებებიდან ყველაზე საშიშია რევმატიზმი და დიფუზური გლომერულონეფრიტი. ამ შემთხვევაში ქრონიკული ტონზილიტის ქირურგიული მკურნალობის საკითხს ოტორინოლარინგოლოგი და პედიატრი ერთობლივად წყვეტენ.

ქრონიკული ტონზილიტის სხვა გართულებებიდან უნდა აღინიშნოს რევმატოიდული ართრიტი, ქოლეცისტიტი, თირეოტოქსიკოზი, კაპილაროტოქსიკოზი.

- როდის ვითარდება შუა ყურის ანთება?

- შუა ყურის ანთება მცირე ასაკის ბავშვების ყველაზე ხშირი დაავადებაა. ის, როგორც აღვნიშნეთ, ცხვირისა და პირ-ხახის მწვავე და ქრონიკული დაავადებების გართულების შედეგია.

- რა სიმპტომები ახასიათებს შუა ყურის ანთებას?

- მწვავე შუა ოტიტს თან სდევს:

  • ყურის ტკივილი;
  • ტემპერატურის მომატება;
  • უმადობა;
  • ჭირვეულობა, მოუსვენრობა (განსაკუთრებით - ჩვილებში).

უფროს ასაკობრივ ჯგუფებში მწვავე შუა ოტიტის დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის, ვინაიდან ბავშვი ზუსტად მიუთითებს მტკივან უბანს, ახალშობილებსა და ჩვილებში კი ყურის ტკივილზე უმთავრესად ქცევის დარღვევა მიგვანიშნებს: ბავშვი აღგზნებულია, დროდადრო წამოიკივლებს, დარღვეული აქვს ჭამისა და ძილის რეჟიმი, მომატებული აქვს ტემპერატურა. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ აღნიშნულ ცვლილებებს - თუ შუა ოტიტის დიაგნოზის დასმა დაგვიანდა, ყურიდან ჩირქის დენა იწყება და არცთუ იშვიათად სერიოზული ქალასშიდა გართულებებიც კი ვითარდება. ყველა საეჭვო შემთხვევაში მშობლებმა პედიატრს უნდა მიმართონ.

- რას ურჩევდით დედებს?

- ხშირად მშობლები თვითნებურად აწვეთებენ ბავშვს ყურის ტკივილგამაყუჩებელ წვეთებს, რომელთა ხმარება დაფის აპკის პერფორაციის (გახვრეტის) დროს - გამონადენი არსებობისას - არამც და არამც არ შეიძლება. თუ ყურიდან სეროზული (უფერული), ჰემორაგიული (სისხლიანი) ან ჩირქოვანი (მოყვითალო, სუნიანი) გამონადენი, შეამჩნიეთ, ტკივილგამაყუჩებელი წვეთების გამოყენებამდე კონსულტაცია ოტოლარინგოლოგს სთხოვეთ, რათა სავალალო შედეგები თავიდან აიცილოთ.

თუ ბავშვს ყურიდან პერიოდულად სდის ჩირქი, სასურველია, თავის დაბანისას ყურში წყალი არ ჩაუვიდეს. ამისთვის ბანაობის დროს ყურში ვაზელინში ამოვლებული ბამბა ჩაუდეთ. სხვა შემთხვევაში კი ყურში წყლის ჩასვლა საშიში არ არის. თუ ბავშვს გარეთა სასმენ მილში გოგირდის საცობი გაუჩნდა, შესაძლოა, წყლის ჩასვლამ სმენა დაუქვეითოს და დისკომფოტი შეუქმნას. ამ შემთხვევაშიც ყურის ექიმს უნდა მიმართოთ. პროფესიონალური გამორეცხვის შემდეგ ჩივილები გაივლის.

ოტოლარინგოლოგს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ, თუ ეჭვობთ ცხვირში, ხორხში, ყურში უცხო სხეულის არსებობას. თავი შეიკავეთ თვითნებური ჩარევისაგან სუნთქვის უეცარი გაძნელების, ტემპერატურის ფონზე აღმოცენებული ყურის ტკივილის, ყლაპვის გაძნელების, ნერწყვის დენის, მტკივნეული პირის გაღების, ყურის უკან, ყბის ქვეშ, ცხვირში და ზედა ტუჩზე მტკივნეული შეშუპების შემთხვევაში.