ჰიპერქოლესტერინემია პედიატრიული ასაკის პაციენტებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქოლესტერინის მატების პრობლემა ბავშვებსა და მოზარდებშიც აქტუალური ხდება

გვესაუბრება "ევექსის" პედიატრი/ოჯახის ექიმი ლიდა კორკოტაძე.

- ზოგიერთი დაავადება ხშირად კადრს მიღმა რჩებათ პედიატრებს. მათ შორისაა ჰიპერქოლესტერინემია. რადგანაც, ტრადიციულად, მაღალი ქოლესტერინი ასოცირდება ზრდასრულ ასაკთან, თუმცა, თანამედროვე ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ ჰიპერქოლესტერინემია სულ უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში.

ეკრანდამოკიდებულება და დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება, გენეტიკური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პრობლემის ჩამოყალიბებაში. ბავშვთა ასაკში ჰიპერქოლესტერინემიის დროული აღმოჩენა და მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის ზრდასრულ ასაკში.

ლიპიდური პროფილის ნორმები ბავშვებში ასეთია:

ნორმა

ზღვარი

პათოლოგია

საერთო ქოლესტერინი

<170 მგ/დლ

170-190 მგ/დლ

>200 მგ/დლ

ტრიგლიცერიდები 11 წლამდე

<75 მგ/დლ

75-99 მგ/დლ

>100 მგ/დლ

ტრგლიცერიდები 18+

<90 მგ/დლ

90-129 მგ/დლ

>130 მგ/დლ

HDL

>45 მგ/დლ

40-45 მგ/დლ

40 მგ/დლ

LDL

<110 მგ/დლ

29 მგ/დლ

>130 მგ/დლ

- მოდით, განვუმარტოთ მკითხველს, რა არის ქოლესტერინი.

- ქოლესტერინი არის ცვილისებრი, ცხიმისმაგვარი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში. მისი ნორმალური რაოდენობა აუცილებელია უჯრედის მემბრანების აგებისთვის სხვადასხვა ჰორმონების (მაგალითად, ესტროგენისა და ტესტოსტერონის) და D ვიტამინის სინთეზში.

- რა და რა ტიპის ქოლესტერინი არსებობს?

ქოლესტერინი სისხლში დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ის ერთიანდება ცილებთან და ამ ფორმით მოძრაობს სისხლის მიმოქცევაში. ქოლესტერინისა და ცილების ასეთ კომპლექსებს ლიპოპროტეინები ეწოდება.

ყველაზე ხშირად განიხილება ორი ძირითადი ტიპი:

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) — „ცუდი ქოლესტერინი

LDL ქოლესტერინი გროვდება არტერიების კედლებზე და სხვა ნივთიერებებთან ერთად წარმოქმნის ე.წ. ფოლაქებს. ფოლაქების დაგროვება იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, გამკვრივებას ან დაბლოკვას. ეს ზრდის თრომბების წარმოქმნის რისკს, რაც შესაძლოა დასრულდეს გულის შეტევით ან ინსულტით.

არტერიების გამკვრივებას (ათეროსკლეროზი) ასევე შეუძლია შეამციროს სისხლის მიწოდება სასიცოცხლო ორგანოებში, მათ შორის ტვინში, ნაწლავებსა და თირკმელებში.

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (HDL) — „კარგი ქოლესტეროლი

HDL ქოლესტერინი არტერიებიდან აბრუნებს ქოლესტერინს ღვიძლში, სადაც იგი იშლება და ორგანიზმიდან გამოიდევნება.

LDL-ის მაღალი და HDL-ის დაბალი დონე მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

- საიდან იღებს ორგანიზმი ქოლესტერინს?

ორგანიზმისათვის საჭირო ქოლესტერინის ძირითად ნაწილი ღვიძლში გამოიმუშავდება. თუმცა, ქოლესტერინი ორგანიზმში ასევე ხვდება საკვებიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ნაჯერი ცხიმებისა და ტრანსცხიმების მაღალი შემცველობის მქონე საკვები ზრდის ღვიძლის მიერ ქოლესტერინის გამომუშავებას.

ქოლესტერინს შეიცავს ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტები, მათ შორის: კვერცხის გული, ხორცი, ფრინველი, რძის პროდუქტები (რძე, ყველი, ნაყინი)

- რა იწვევს ქოლესტეროლის მომატებას?

- არსებობს არაგენეტიკური და გენეტიკური მიზეზები.

არაგენეტიკური ფაქტორები

ბავშვის ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს:

  • ცხიმებით მდიდარი და ბოჭკოთი ღარიბი კვება;
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;
  • სიმსუქნე და მეტაბოლური დარღვევები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი.

გენეტიკური მიზეზები

ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემია (FH) არის აუტოსომურ-დომინანტური გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს LDL ქოლესტერინის მკვეთრ მომატებას ადრეული ასაკიდანვე. თუ LDL ≥160 მგ/დლ-ია სხვა მიზეზების გარეშე FH დიაგნოზი ეჭვსგარეშეა. FH-ის მქონე პაციენტებს კარდიოვასკულური გართულებების მაღალი რისკი აქვთ ადრეულ ასაკში.

- როგორია კლინიკური გამოვლინებები ბავშვებში?

უმეტეს შემთხვევაში, ჰიპერქოლესტეროლემია ბავშვებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მძიმე, განსაკუთრებით გენეტიკური ფორმების დროს შესაძლოა გამოვლინდეს:

  • ქსანთომები — ცხიმოვანი ნადებები კანზე;
  • ქსანთელაზმები — ყვითელი წარმონაქმნები ქუთუთოებზე;
  • კორნეალური არკუსი — თეთრი ან მონაცრისფრო რგოლი რქოვანას პერიფერიაზე.

აღნიშნული ნიშნები მიუთითებს ხანგრძლივ და მკვეთრად მომატებულ ლიპიდურ დისბალანსზე.

ლიპოპროტეინი (a)

ლიპოპროტეინი (a) წარმოადგენს დამოუკიდებელ კარდიოვასკულურ რისკფაქტორს და ასოცირებულია კორონარული არტერიების დაავადებასთან. მისი მაღალი დონე ბავშვებში იშვიათად, თუმცა შესაძლებელია, ინსულტის მიზეზიც გახდეს.

მაღალი ტრიგლიცერიდები ბავშვებში

ტრიგლიცერიდების მომატება ხშირად უკავშირდება სიმსუქნესა და შაქრიან დიაბეტს. ≥500 მგ/დლ მაჩვენებელი საჭიროებს გენეტიკური ეტიოლოგიის გამორიცხვას და ზრდის პანკრეატიტის განვითარების რისკს.

- რა გართულებებია მოსალოდნელი ბავშვებში მაღალი ქოლესტერინის დროს?

- ბავშვთა ასაკში არსებული ლიპიდური დარღვევები საფუძველს უქმნის ათეროსკლეროზის ადრეულ განვითარებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ზრდის:

  • მიოკარდიუმის ინფარქტის;
  • ინსულტის;
  • პერიფერიული არტერიული დაავადების რისკს.

- როგორ ისმება დიაგნოზი?

დიაგნოსტიკა ეფუძნება სისხლის ლიპიდურ პროფილის შესწავლას. სკრინინგი რეკომენდებულია სკოლის ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ანამნეზი. პირველი სკრინინგი მოწოდებულია ჩატარდეს 9-11 წლის ასაკის პაციენტებში.

- როგორია მართვისა და მკურნალობის თავისებურებები ბავშვებში?

მკურნალობის პირველი და აუცილებელი ეტაპია:

  • საერთო ცხიმის შემცირება რაციონში;
  • ტრანსცხიმებისა და ნაჯერი ცხიმების შეზღუდვა;
  • ბოჭკოთი მდიდარი საკვების გაზრდა;
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

მედიკამენტური მკურნალობა განიხილება 12, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში 8 წლის ასაკიდან, მაღალი LDL მაჩვენებლებისა და თანმხლები რისკ-ფაქტორების არსებობისას. პირველი არჩევანის პრეპარატებია სტატინები (ატორვასტატინი, როზუვასტატინი, სიმვასტატინი). საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ეზეტიმიბი.

ქოლესტერინის შემცირების 5 პრაქტიკული გზა

1. უზრუნველყავით გულისთვის ჯანსაღი კვება:

  • ბოსტნეული, ხილი, მთლიანი მარცვლეული
  • უცხიმო ხორცი, თევზი, პარკოსნები, თხილეული
  • უცხიმო ან დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები
  • ჯანსაღი ცხიმები (თევზი, თხილი, მცენარეული ზეთები)

2. შეზღუდეთ შაქრის შემცველი საკვები და სასმელები.

3. ყურადღებით წაიკითხეთ საკვების ეტიკეტები.

4. ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა — მინიმუმ 180 წუთი მაინც კვირაში

5. ჯანსაღი ცხოვრების წესი აქციეთ ოჯახურ ჩვევად.

- როგორია პროგნოზი

ჰიპერქოლესტერინემიის ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და უზრუნველყოფს ჯანმრთელობის შენარჩუნებას ყველა ასაკში.

***

გაეცანით საყურადღებო ფაქტებს ამ თემასთან დაკავშირებით

ბავშვთა და მოზარდთა ჰიპერქოლესტერინემიის გლობალური სტატისტიკა და გავრცელება

საერთაშორისო კვლევების მიხედვით (მაგალითად, The Lancet და CDC), ბავშვთა პოპულაციაში შემდეგი სურათია:

  • ზოგადი გავრცელება: აშშ-სა და ევროპის მონაცემებით, 6-დან 19 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების დაახლოებით 7%- აქვს საერთო ქოლესტერინის მაღალი დონე. თუ განვიხილავთ ნებისმიერი ტიპის ლიპიდურ დარღვევას (დისლიპიდემიას), ეს ციფრი 20-25%-მდე იზრდება.
  • ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (FH): ეს არის გენეტიკური ფორმა, რომელიც მსოფლიოში ყოველ 250-300 ბავშვში ერთს აღენიშნება. თუმცა, მათი მხოლოდ 2.1% ვლინდება 18 წლამდე, რაც ნიშნავს, რომ ბავშვების უმრავლესობამ არ იცის თავისი რისკის შესახებ.
  • ასაკობრივი დინამიკა: კვლევები აჩვენებს, რომ ქოლესტერინის დონე პუბერტატის (სქესობრივი მომწიფების) პერიოდში ბუნებრივად იკლებს დაახლოებით 10-15%-ით, რაც ზოგჯერ არასწორ დიაგნოზს განაპირობებს.

მიმდინარე კვლევები და სიახლეები (2024-2025)

ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე ტიპის კვლევა:

  • LEAD ინიციატივა (2024-2025): "Family Heart Foundation"-მა წამოიწყო პროექტი, რომელიც სწავლობს, თუ რატომ ხდება ბავშვებში სკრინინგის ჩატარება ასე იშვიათად. აღმოჩნდა, რომ აშშ-შიც კი ბავშვების მხოლოდ 11%- უტარდება ქოლესტერინის გეგმური შემოწმება.
  • უნივერსალური სკრინინგი vs. რისკზე დაფუძნებული: კვლევები ადასტურებს, რომ თუ ქოლესტერინს მხოლოდ იმ ბავშვებს ვუმოწმებთ, ვისაც ოჯახური ისტორია აქვს, შემთხვევების 30-60% გამოგვრჩება. ამიტომ, ახალი რეკომენდაციები (2024 წლის პოლონეთის და 2025 წლის საერთაშორისო გაიდლაინები) მხარს უჭერს უნივერსალურ სკრინინგს 9-11 წლის ასაკში.
  • ადრეული მკურნალობის ეფექტი: გრძელვადიანი კვლევები აჩვენებს, რომ თუ გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში მკურნალობა (მაგ. სტატინებით) 10 წლიდან იწყება, მათი გულ-სისხლძარღვთა რისკი ზრდასრულ ასაკში პრაქტიკულად უთანაბრდება ჯანმრთელი ადამიანების რისკს.

მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში ბავშვთა პოპულაციაზე ფართომასშტაბიანი, უახლესი (2024-25 წწ.) სტატისტიკური კვლევა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, არსებული ტენდენციებით:

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ძველი მონაცემებით, ზრდასრულებში ჰიპერქოლესტერინემია მაღალია, რაც მიუთითებს გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე ბავშვებშიც.
  • კლინიკურ პრაქტიკაში ბავშვთა ენდოკრინოლოგები და კარდიოლოგები სულ უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ჭარბ წონასთან ასოცირებულ მაღალ ქოლესტერინზე.

რეკომენდაციები მშობლებს

დროული სკრინინგი

ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ქოლესტერინი მხოლოდ ზრდასრულების პრობლემაა.

  • უნივერსალური შემოწმება: რეკომენდებულია ყველა ბავშვმა 9-დან 11 წლამდე ერთხელ მაინც გაიკეთოს ლიპიდური სპექტრის ანალიზი.
  • ადრეული შემოწმება: თუ ოჯახში (მშობლებს ან ბებია-ბაბუას) გაქვთ გულის დაავადებების, ინსულტის ან მაღალი ქოლესტერინის ისტორია 55 წლამდე, ბავშვს ანალიზი 2 წლის ასაკიდან უნდა გაუკეთდეს.

კვების პრინციპი „შუქნიშანი“

ნუ აუკრძალავთ ბავშვს საკვებს მკაცრად, გამოიყენეთ ფერების პრინციპი:

  • მწვანე (ყოველდღე): ხილი, ბოსტნეული, შვრია, პარკოსნები (ოსპი, ლობიო), თევზი, ზეითუნის ზეთი.
  • ყვითელი (ზომიერად): უცხიმო ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები.
  • წითელი (იშვიათად): ტრანს-ცხიმები, მარგარინი, მაღაზიის ტკბილეული (ფუნთუშები, კრეკერები), ჩიფსები და ფასტფუდი.

ფიზიკური აქტივობა

ბავშვებისთვის მოძრაობა ქოლესტერინის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო იარაღია:

  • ბავშვს დღეში მინიმუმ 60 წუთი აქტიური მოძრაობა სჭირდება (სირბილი, ცურვა, ველოსიპედი ან უბრალოდ ეზოში თამაში).
  • შეამცირეთ „ეკრანთან გატარებული დრო“ (ტელეფონი, კომპიუტერი) დღეში მაქსიმუმ 2 საათამდე.

ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს

მაღაზიაში პროდუქტის ყიდვისას დააკვირდით შემადგენლობას:

  • მოერიდეთ პროდუქტებს, სადაც წერია „ჰიდროგენიზებული მცენარეული ცხიმი“ (ეს არის ტრანს-ცხიმი, რომელიც ყველაზე მეტად ზრდის „ცუდ“ ქოლესტერინს).
  • უპირატესობა მიანიჭეთ პროდუქტებს, რომლებშიც ბოჭკოს (Fiber) შემცველობა მაღალია.

მითი vs რეალობა

მითი: „ბავშვი გამხდარია და ქოლესტერინი ვერ ექნება მაღალი.“

რეალობა: გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიის დროს ბავშვი შეიძლება იყოს ძალიან სპორტული და გამხდარი, მაგრამ მისი ღვიძლი მაინც ჭარბად აწარმოებდეს ქოლესტერინს.

როდის მივმართოთ სპეციალისტს?

თუ ანალიზებში LDL („ცუდი“) ქოლესტერინი არის 130 mg/dL-ზე მაღალი, საჭიროა კონსულტაცია ბავშვთა ენდოკრინოლოგთან ან დიეტოლოგთან. მედიკამენტური მკურნალობა (სტატინები) ბავშვებში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და 8-10 წლის ასაკიდან განიხილება.