/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

პროდუქტები, რომლებიც სქესობრივ პოტენციას ამაღლებს

პროდუქტები, რომლებიც სქესობრივ პოტენციას ამაღლებს
სქესობრივი აქტივობის დონეს ადამიანის ჰორმონები არეგულირებს, თუმცა არსებობს პროდუქტები, რომლებიც “სქესობრივი მადის” აღძვრას უწყობს ხელს.

ამ მხრივ გამორჩეულია არაჟანი. მედიკოსებისა და დიეტოლოგების დასკვნით, მისი სისტემატური მიღება ხელს უწყობს სქესობრივი პოტენციის ამაღლებას.

სქესობრივი აქტივობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას ხელს უწყობს ზოგიერთი ხილი:

  • ნუში - ის მდიდარია ცილებით, E ვიტამინითა და კალციუმით, კარგი საკვებია ტვინისთვის და აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას.
  • ავოკადო - მდიდარია ცხიმებით, ვიტამინებით, კალციუმით. ის კარგია სქესობრივი უძლურების დროს. ხელს უწყობს მამაკაცის სათესლე ჯირკვლების ფუნქციობას.
  • ბანანი - სავსეა კალიუმით. მისი მიღება სასურველია უგუნებობის დროს.

თუ ბანანს ძილის წინ მიიღებთ, დაძინებამდე კარგი სექსუალური მადა გექნებათ.

  • ქოქოსი - ზრდის სპერმის რაოდენობას და წმენდს შარდის ბუშტს.

თუ მამაკაცი თაფლთან შერეულ ქოქოსის წვენს მიირთმევს, სქესობრივი პრობლემებისგან დაზღვეული იქნება.

  • ფინიკი - წმენდს სისხლს და ააქტიურებს ლტოლვას.

განსაკუთრებით კარგია ერთმანეთში არეული ფინიკი, ქოქოსი და ნუში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

შარდის შეუკავებლობა ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდის შეუკავებლობა ბავშვებში

განასხვავებენ ღამის ენურეზის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა, მეორეული ღამის ენურეზის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება. პირველადი ღამის ენურეზი ძილის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაცლაა, რაც კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ასეთ დიაგნოზს უსვამენ 5 წელს გადაცილებულ ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ უდასტურდებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება.

ღამის ენურეზის მიზეზები

ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა. ეს ნიშნავს, რომ მის განვითარებაში ბრალი მიუძღვის მრავალ ფაქტორს, მათ შორის:

  • გენეტიკას;
  • გამოღვიძების პროცესის დარღვევას;
  • შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უუნარობას;
  • ენდოკრინულ ფაქტორს – ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის შემცირებას, რაც ზრდის ღამის საათებში შარდის გამომუშავებას;
  • ფსიქოლოგიურ ფაქტორებს;
  • უროდინამიკურ პრობლემებს;
  • საშარდე გზების ინფექციებს;
  • საშარდე გზების სარქვლებს;
  • ხერხემლის სვეტის დაზიანებას.

ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება არც მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს, არც ძილის წინ მიღებული სითხის ოდენობაზეა დამოკიდებული, თუმცა მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით წარმოშობს პრობლემებს. ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას, ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას.

გენეტიკური ფაქტორი

დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა იმისა, რომ ის ბავშვსაც ექნება, 40-45%-ს აღწევს. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იზრდება. ამჟამად დადგენილია ზოგიერთ ქრომოსომაზე ენურეზის მიმართ პასუხისმგებელი გენების ლოკალიზაცია და მიმდინარეობს გენის ლოკუსთან დაკავშირებული სპეციფიკური მექანიზმების შესწავლა.

ძილის დარღვევა

ცნობილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს ღრმად სძინავთ და გამოფხიზლება უჭირთ. მათ გამოფხიზლების ცენტრის აქტივობის შეფერხების გამო დაქვეითებული აქვთ შარდის ბუშტის ავსების შეგრძნება. ხშირად მშობლები ბავშვს აღვიძებენ და ტუალეტში წასვლას აიძულებენ. თუ პატარა ბოლომდე ფხიზლდება, ასეთი რამ კიდევ შეიძლება, მაგრამ თუ ნახევრად სძინავს, ამით მდგომარეობას კიდევ უფრო დავუმძიმებთ.

ენდოკრინული დარღვევები

დადგენილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს დაქვეითებული აქვთ ვაზოპრესინის – ანტიდიურეზული ჰორმონის – გამომუშავება, რის გამოც თირკმლის შემკრებ მილაკებში სუსტდება წყლის უკუშეწოვა და ღამის განმავლობაში ჭარბად წარმოიქმნება შარდი, რომელსაც შარდის ბუშტი ვერ იტევს.

უროდინამიკური დარღვევები

ეს ტერმინი შარდის ბუშტის ფუნქციური მოცულობის შემცირებას გულისხმობს. ბუშტის სიმცირის გამო პატარები ვერ იკავებენ ღამით გამომუშავებულ ნორმალური მოცულობის შარდს. ასეთი ბავშვები დღის საათებში ხშირად და მცირე ულუფებით შარდავენ, აქვთ მოშარდვის ძლიერი იმპერატიული სურვილი.

რჩევები მშობლებს

თუ ბავშვს ღამის ენურეზი აქვს, მშობლებმა ოჯახის ექიმს ან უბნის პედიატრს უნდა მიმართონ. იგი შეკრებს დეტალურ ინფორმაციას ენურეზის დაწყების დროისა და სიხშირის, ძილის ხასიათის, მემკვიდრეობითი დატვირთვის, ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და უროდინამიკური დარღვევების შესახებ, შეაფასებს ხანგრძლივი თერაპიისთვის პაციენტისა და მისი ოჯახის წევრთა მზადყოფნას. ყველა პაციენტს ჩაუტარდება შარდის საერთო ანალიზი ნიტრიტული წესით. ცვლილებათა აღმოჩენისას ჩატარდება შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ულტრასონოგრაფია, მიქციური ცისტოგრაფია და უროდინამიკური გამოკვლევა. ბავშვსაც და მშობლებსაც განუმარტავენ ენურეზის მიზეზს.

მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცინვა და დასჯა, საზოგადოდ, ნეგატიური განწყობა ბავშვს ვნებს. ნუ დასჯით ბავშვს იმის გამო, რომ ღამით ჩაისველა, მით უმეტეს, ნუ მისცემთ შენიშვნას სხვების თანდასწრებით. გახსოვდეთ, პატარას საკუთარი მდგომარეობა თქვენზე მეტად აწუხებს! გირჩევთ, ისეთი საკვები შეურჩიოთ, რომ ორგანიზმიდან ამა თუ იმ მარილის შარდით გამოყოფა შემცირდეს.

აცნობეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელს ბავშვის მდგომარეობის შესახებ, რათა ის მოშარდვის სურვილის გამოთქმისთანავე გაუშვან ტუალეტში, ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, რომ ბავშვმა არ იცოდეს.

შეადგინეთ დღიური, სადაც ჩაინიშნავთ სველ და მშრალ ღამეებს. ყოველი მშრალი ღამის შემდეგ ბავშვი შეაქეთ და წაახალისეთ.

ნუ ეცდებით ბავშვის იზოლაციას, პირიქით, არ დაუშალოთ ლაშქრობებში სიარული, უქმე დღეების მეგობრებთან ერთად გატარება. ცნობილია, რომ სახლიდან მოშორებით სველი ღამეები იშვიათდება. დაე, ბავშვმა იგრძნოს, რომ იგი არაფრით არის თანატოლებზე უარესი.

ენურეზის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები

მიღებულია ღამის ენურეზის მკურნალობის სამი მეთოდი:

  • ზემოქმედება ბავშვის ქცევაზე;
  • სპეციალური სასიგნალო სისტემის გამოყენება;
  • ფარმაკოლოგიური საშუალებებით თერაპია.

ვინაიდან ღამის ენურეზი 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან ჩვეული მოვლენაა და პათოლოგიად არ მიიჩნევა, მის მკურნალობას 5 წლიდან იწყებენ. უპირველეს ყოვლისა, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ენურეზის დროს საკმაოდ ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელების შემთხვევა (ყოველწლიურად – ასიდან 15 შემთხვევაში), თუმცა ღამის ენურეზის იგნორირება მაინც არ შეიძლება.

სასიგნალო სისტემით მკურნალობა

იყენებენ სპეციალურ აპარატურას, რომელშიც შარდის პირველი წვეთი რთავს სასიგნალო სისტემის ელექტრულ წრედს. შედეგად ბავშვი იღვიძებს და რეფლექსურად თრგუნავს მოშარდვის აქტს, შემდეგ სასიგნალო სისტემას თიშავს და მოშარდვას ტუალეტში ასრულებს. მას შემდეგ, რაც ბავშვი შარდის ბუშტის გავსებისთანავე გაღვიძებას შეეჩვევა, ზარიან საცვალს კიდევ ორი კვირის განმავლობაში აცმევენ. ამ მეთოდის ეფექტიანობა 70%-ს უტოლდება.

ფარმაკოლოგიური საშუალებებით მკურნალობა

თუ ღამის ენურეზის მქონე ბავშვს შარდის ბუშტის ტევადობის შემცირება აღენიშნება, ნაჩვენებია ანტიქოლინერგიული პრეპარატების (მაგალითად, ოქსიბუთინინის) გამოყენება. ძილის დარღვევის მქონე ბავშვებს ენიშნებათ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, იმიპრამინი). ღამის პოლიურიის დროს ეფექტურია ანტიდიურეზული ჰორმონის ანალოგი – დესმოპრესინი.

მეორეული ენურეზის მკურნალობა

ღამის მეორეული ენურეზის შემთხვევათა უმეტესობა (ვგულისხმობთ იმ შემთხვევებს, როდესაც აშკარაა დაავადების განვითარებაში ფსიქოლოგიური ფაქტორების როლი) ფსიქოთერაპიითა და ჰიპნოზით იკურნება.

ამრიგად, ღამის ენურეზის ტიპის (პირველადი, მეორეული) დადგენის შემდეგ ყალიბდება მკურნალობის ტაქტიკა. იგი ინდივიდუალურია და ემყარება არა მარტო ბავშვის, არამედ მშობელთა პიროვნულ თვისებებს, მოტივაციის ხარისხს და მოთმინების უნარს. შერჩევა გრძელდება, ვიდრე არ მოიძებნება მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი. ექიმების მიზანია, ბავშვმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს.

გახსოვდეთ: ღამის ენურეზი სამუდამო განაჩენი არ არის.