ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

სათანადოდ არის თუ არა შემოწმებული სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ანტირაბიული ვაქცინები? განსხვავდება თუ არა ისინი ხარისხით ერთმანეთისგან?

- საქართველოში შემოტანილი ანტირაბიული ვაქცინები შემოწმებული და აპრობირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაკანონებული ყველა სათანადო პროცედურისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით. საქართველოში მხოლოდ იმ ვაქცინებს იყენებენ, რომლებსაც მაკონტროლებელი ფარმაცევტული ორგანოების სათანადო ლიცენზია აქვს. რაც შეეხება ეფექტსა და ჯანმრთელობაზე გავლენას, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ ანტირაბიულ ვაქცინებს შორის ამ მხრივ პრინციპული განსხვავება არ არსებობს.

შეიძლება თუ არა ვაქცინის შეცვლა, ანუ ერთი ქვეყნის ვაქცინით დაწყებული ვაქცინაცია მეორე ქვეყნის მიერ წარმოებული ვაქცინით გაგრძელდეს?

- რა თქმა უნდა, სასურველია, ანტირაბიული ვაქცინაციის სრული კურსი ერთი და იმავე ქვეყნის ვაქცინით ჩატარდეს, მაგრამ თუ პრობლემამ იჩინა თავი, დასაშვებია, ერთ ქვეყანაში წარმოებული ვაქცინა მეორეში წარმოებულით შეიცვალოს.

რა წესები უნდა დავიცვათ ვაქცინაციის პერიოდში და მის შემდეგ? რომელი მედიკამენტების მიღება იკრძალება და რამდენი ხნით? თუ ანტირაბიული ვაქცინაციის პერიოდში ავად გავხდით, შეიძლება თუ არა წამლების მიღება?

- ვაქცინაციის პერიოდში და მის შემდეგ ექვსი თვის მანძილზე უნდა ვერიდოთ გადაღლას, გადაცივებასა და გადახურებას. ამ პერიოდში იკრძალება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, დაბალი ტემპერატურის პირობებში და მზეზე დიდხანს ყოფნა. ერთი სიტყვით, უნდა ვერიდოთ მიზეზებს, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ ძალებს დაასუსტებს.

მეორე და განსაკუთრებით კატეგორიული მოთხოვნაა უარის თქმა ალკოჰოლის შემცველ სასმელებზე. ზემოხსენებულ პერიოდში უმნიშვნელო ოდენობის ალკოჰოლიანი სასმლის მიღებაც კი აკრძალულია. ასევე იკრძალება ალკოჰოლის შემცველი ტკბილეული (ლიქიორიანი ან კონიაკიანი შოკოლადი, ლიქიორიანი ან კონიაკიანი კრემით მორთული ნამცხვარი).

რაც შეეხება მედიკამენტებს, არც ანტირაბიული ვაქცინაციის პერიოდში და არც მის შემდეგ არც ერთი სამკურნალო საშუალება არ არის უკუნაჩვენები, თუმცა იკრძალება პრეპარატები, რომლებიც დამზადებულია სპირტხსნარზე ან რაიმე სხვა სახით შეიცავს ალკოჰოლს.

გამონაკლისს წარმოადგენენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო გეგმური აცრები უტარდებათ. გეგმით გათვალისწინებული ვაქცინაცია აკრძალულია, ვიდრე ანტირაბიული ვაქცინაციის უკანასკნელი ინექციიდან ორი თვე მაინც არ გავა.  

9 წლის ბავშვი ანტირაბიული ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ავად გახდა, დაუქვეითდა იმუნიტეტი. შეიძლება თუ არა, იმუნიტეტის აღსადგენად პოლივიტამინები დავალევინოთ?

- თითქმის არც ერთი პოლივიტამინი ალკოჰოლს არ შეიცავს, ამიტომ იმუნიტეტდაქვეითებული ბავშვისთვის მათი მიცემა თამამად შეიძლება.

რომელი პროდუქტები უნდა გამოირიცხოს რაციონიდან და რამდენი ხნით? შეიძლება თუ არა ბადრიჯნის, პომიდვრის, მწვანე ლობიოს, თევზის, ყვავილოვანი კომბოსტოს, გარგარის, ალუბლის, ნიგვზიანი კერძების, მარწყვის, საზამთროს, კიტრის, ახალი ვაშლის, სტაფილოს, ფორთოხლის, ქლიავის, ატმის, ნაყინის, მაწვნის, კვერცხის ჭამა?

- არც ვაქცინაციის, არც მის შემდგომ პერიოდში არავითარი საკვები არ იკრძალება, გარდა ალკოჰოლიანი პროდუქტებისა, თუმცა იმუნიტეტის დასუსტების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, ვაქცინაციის პირველი ინექციიდან 10 დღის განმავლობაში თავი შევიკავოთ მეტისმეტად ცხარე და ისეთი ძლიერი ალერგენული თვისებების მქონე საკვებისგან, როგორიცაა კვერცხი, ფორთოხალი, მანდარინი, სტაფილო, პომიდორი, მარწყვი, ნიგოზი, თევზი, შოკოლადი, მაგარი ჩაი და ყავა. თუ მათ მიმართ არასოდეს გქონიათ ალერგიული რეაქცია, ანტირაბიული ვაქცინაციის პირველი ინექციიდან ორი კვირის შემდეგ ამ პროდუქტის მიღებაც თამამად შეგიძლიათ.