რატომ უჭირთ ყლაპვა ბავშვებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უჭირთ ყლაპვა ბავშვებს

- ახალშობილის სიმწიფის ხარისხსა და სიცოცხლისუნარიანობას ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა განსაზღვრავს. სწორედ ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული თანდაყოლილი უპირობო რეფლექსები, მათ შორის - ყლაპვის რეფლექსი. ამ რეფლექსების დათრგუნვა ან არარსებობა ახალშობილის ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაზე მიუთითებს.

ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაში მთავარ როლს ასრულებს ნაყოფის ჟანგბადოვანი შიმშილი - ჰიპოქსემია და ჰიპოქსია, რომელიც დედის ან ბავშვის ამა თუ პათოლოგიით არის განპირობებული.

ორსულთა იმ დაავადებათაგან, რომლებიც ნაყოფზე, განსაკუთრებით - მის თავის ტვინზე, მავნე გავლენას ახდენს, უნდა გამოვყოთ:

  • გულ-სისხლძარღვთა და სისხლის დაავადებები (გულის რევმატული მანკი, არტერიული ჰიპერტონია და ჰიპოტონია, ანემია);
  • მწვავე და ქრონიკული ინფექციები (გრიპი,  ანგინა,  ვირუსული ჰეპატიტი);
  • ენდოკრინოპათიები (შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია).

mkurnali.geჰიპოქსიის განვითარება მოსალოდნელია გვიანი ტოქსიკოზის დროსაც.

ვადაგადაცილებული ორსულობისა და სწრაფი მშობიარობის დროს ახალშობილის ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს სამშობიარო ტრავმა, რაც უხეში მექანიკური ძალის უშუალო ზემოქმედების შედეგია. ასეთი რამ ხშირად ხდება ვიწრო მენჯის, ნაყოფის ჯდომითი და გარდიგარდმო მდებარეობის, არასწორი სამეანო ჩარევის - მაშებით, ვაკუუმ-ექსტრაქტორით ნაყოფის გამოყვანის დროს.

- როგორ ვლინდება ყლაპვის რეფლექსის ცვლილება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების დროს?

- ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დაზიანების მსუბუქ ფორმას ახასიათებს ძლიერი რეფლექსური აგზნებადობის სინდრომი. ამ ფონზე თანდაყოლილი რეფლექსები, წოვის აქტი, ყლაპვა შესაძლოა შესუსტებულიც კი იყოს. ცნს-ის საშუალო სიმძიმის დაზიანების ნიშნებია ზოგადი დათრგუნვის სინდრომი - თანდაყოლილი რეფლექსების (ყლაპვისა და წოვის ჩათვლით) დათრგუნვა. ცნს-ის დაზიანების მძიმე ფორმას ახასიათებს პრეკომური მდგომარეობა: მკვეთრი მოდუნება და ადინამია, სუსტი ყვირილი ან დაყვირების შეუძლებლობა, მტკივნეულ გამღიზიანებლებზე სუსტი რეაქცია ან რეაქციის არარსებობა, კუნთთა ჰიპოტონია ან ატონია, მყესთა, წოვისა და ყლაპვის თანდაყოლილი რეფლექსების დათრგუნვა ან არარსებობა 10-15 დღის განმავლობაში.

- როგორ მკურნალობენ ცნს-ის დაზიანებას?

- ცნს-ის პერინატალურ დაზიანებას კომპლექსურად და ეტაპობრივად მკურნალობენ. მკურნალობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • პირველადი რეანიმაცია;
  • მკურნალობა მწვავე პერიოდში. დროული ახალშობილებისთვის ეს პერიოდი 7-10 დღეს გრძელდება, ხოლო დღენაკლულთათვის - 1,-1,5 თვეს;
  • მკურნალობა აღდგენით პერიოდში;
  • მკურნალობა რეაბილიტაციის პერიოდში.

ცნს-ის მსუბუქი დაზიანებისას მწვავე პერიოდში აუცილებელია თავის ამაღლებული დგომა, რისთვისაც საწოლს თავის მხარეს საგრძნობლად ამაღლებენ. ძუძუზე ახალშობილი 2-3 დღე არ მიჰყავთ. კლინიკური ნიშნები მეორე კვირას ქრება და ბავშვს გაწერენ სტაციონარიდან პედიატრისა და ნევროპათოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო ღონისძიებების დროულმა ჩატარებამ, კომპლექსურმა მკურნალობამ ადაპტურობისა და შეუწყვეტლობის პრინციპით ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში შესაძლოა შეამციროს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სიმძიმე.


- წოვისა და ყლაპვის რეფლექსები შენარჩუნებულია, მაგრამ მისი აქტი დარღვეულია ახალშობილთა mkurnali.geგანვითარების თანდაყოლილი მანკის - ე.წ. მგლის ხახისა და კურდღლის ტუჩის არსებობის დროს. რას გვეტყვით ამ პათოლოგიების შესახებ?

- ახალშობილთა განვითარების თანდაყოლილი მანკი - ტუჩის ნაპრალი, ე.წ. კურდღლის ტუჩი, და სასის ნაპრალი, ე.წ. მგლის ხახა, ასევე - მათი შერწყმული ფორმა ახალშობილთა 1,5-2%-ში გვხვდება. ტუჩის ნაპრალი უფრო მეტად ვაჟებს აქვთ, სასისა - გოგონებს. შერწყმული დაზიანება ასიდან 20-30 შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორებით (ქრომოსომული ტიპით) არის განპირობებული.

- რა საფრთხეს უქმნის ეს პათოლოგიები ახალშობილს?

- პირის ღრუს იზოლირებული ნაპრალის ნებისმიერი ფორმის არსებობისას ახალშობილს უჭირს წოვა. აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მით უფრო, რომ დიდია საკვების გადაცდენის - ასპირაციის - და ამით გამოწვეული ასპირაციული პნევმონიის განვითარების რისკი, შემდგომში სხვა ორგანოების ინფიცირების საშიშროება. პედიატრის საზრუნავი შემდგომ პერიოდში სწორედ ბავშვის ინფიცირებისგან დაცვაა.

- შესაძლებელია თუ არა, განვითარების ეს მანკი თავიდან ავიცილოთ?

- როგორც აღვნიშნეთ, ამ პათოლოგიათა მიზეზი გენეტიკური განწყობაა. არც გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებაა გამორიცხული. მანკის განვითარების ალბათობა იზრდება, როცა დედა ინფექციური დაავადებით - ტოქსოპლაზმოზით, ციტომეგალოვირუსით არის ავად, ორსულობისას უხდება ფსიქიკური ან ფიზიკური ტრავმის გადატანა, აქვს სასქესო ორგანოების ესა თუ ის დაავადება და ა.შ. სასურველია, ასეთი პათოლოგიით დაბადებული ყოველი ბავშვი გაიგზავნოს სამედიცინო-გენეტიკური კონსულტაციის ჩასატარებლად. შესაძლოა, მიზეზის გარკვევა მომდევნო ბავშვის ასეთივე მანკით დაბადების თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს.

- როდის უნდა გაკეთდეს ოპერაცია?

- პირის ღრუს თანდაყოლილი ნაპრალის ოპერაცია სიცოცხლის პირველსავე თვეებში კეთდება. ოპერაციამდე ბავშვი უნდა ვკვებოთ კოვზით, პიპეტით ან ზონდით, გამოწველილი დედის რძით, თუ დედას რძე არ აქვს - ხელოვნური საკვები ნარევით.

- ყველამ, ვისაც კი ტონზილექტომია გაუკეთებია, იცის, როგორ ჭირს ყლაპვა ოპერაციის შემდეგ. რას ურჩევთ პატარა პაციენტების მშობლებს?

- ტონზილექტომია ბავშვისთვის ნაკლებად ტრავმულია, როცა იგი ნარკოზით ტარდება, ოპერაციის შემდგომი პერიოდი კი ყველასთვის ერთნაირად მძიმეა. ბავშვს სტკივა ყელი, უჭირს ყლაპვა, ჭამის ეშინია. პატარას ეს პერიოდი რომ შევუმსუბუქოთ, რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ:

  • პირველ დღეებში დასაშვებია მხოლოდ სითხის მიღება. სითხე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე გრილი, მაგრამ არა მაცივრიდან გამოღებული ან ყინულიანი. შემდეგ შეიძლება მივცეთ ნაყინი, რომელიც ყველა პატარას საყვარელი ნუგბარია. საკვები უნდა იყოს თხიერი და გრილი, ნაკლებად მარილიანი ან უმარილო. რა თქმა უნდა, იკრძალება ცხარე სანელებლები, რომლებიც პირის ღრუს ლორწოვან გარსს აღიზიანებს.
  • წოლისას თავი ტანთან შედარებით შესამჩნევად უნდა იყოს წამოწეული.

    ყლაპვის გაძნელება შესაძლოა ორ კვირას, ზოგ შემთხვევაში - ერთ თვესაც გაგრძელდეს. გირჩევთ, საქმის კურსში ჩააყენოთ თქვენი პედიატრი, რათა ყველა შესაძლო გართულება თავიდან აიცილოთ.