მკერდუკანა ჯირკვლის გადიდებისას შეიძლება თუ არა პროფილაქტიკური აცრების ჩატარება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკერდუკანა ჯირკვლის გადიდებისას შეიძლება თუ არა პროფილაქტიკური აცრების ჩატარება?

ფორმით იგი ორკაპა ჩანგალს წააგავს. ამჟამად თიმუსი იმუნური სისტემის მთავარ ორგანოდ არის მიჩნეული.

ამ ჯირკვალში მწიფდება და დიფერენცირდება T-ლიმფოციტები, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ სისტემას განაგებს და თავდაცვას უზრუნველყოფს.

დადგენილია, რომ გადიდებული მკერდუკანა ჯირკვლის მქონე ბავშვები მიეკუთვნებიან იმუნოდეფიციტურ პირთა რიცხვს.

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტი დატვირთვა აწევს მკერდუკანა ჯირკვალს.

გაუკეთებენ თუ არა ახალშობილს BჩG-ს პირველ აცრას, თიმუსს საპასუხისმგებლო ამოცანა ეკისრება.

ასეა ყოველი მომდევნო ვაქცინაციის, ინფექციისა თუ დიათეზის გამწვავების დროს.

თიმუსი მხოლოდ 12 წლისთვის წყვეტს ფუნქციობას, როდესაც ორგანიზმის თავდაცვითი ძალები ასე თუ ისე ჩამოყალიბებულია, მოწიფულ ასაკში კი იგი საერთოდ გაიწოვება და ცხიმოვან გადაგვარებას განიცდის, თუმცა მანამდე დიდი დროა და ბევრი საქმეც არის საკეთებელი.

ზოგიერთ ბავშვს მკერდუკანა ჯირკვალი უდიდდება, რაც ალერგიული რეაქციებისა და ანთებითი პროცესებისადმი მიდრეკილებას მოწმობს.

ასეთი ბავშვები ნორმაზე მეტს იწონიან, დაქვეითებული აქვთ კუნთების ტონუსი, ფერმიხდილები და შეშუპებულები ჩანან. პედიატრიაში ამ მდგომარეობას ლიმფურ-ჰიპერპლაზიურ დიათეზს უწოდებენ.

ასეთ ბავშვებს ჩვეულებრივი ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის ატანაც უჭირთ.

აუცილებელია მათი დაცვა ინფექციებისგან, განსაკუთრებით - გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებისგან, რადგან მათ შესაძლოა ხორხის შეშუპება, ე.წ. ცრუ კრუპი გამოიწვიონ.

ეს რომ არ მოხდეს, გაციების პირველივე ნიშანზე მიმართეთ ექიმს, რათა ბავშვს საპროფილაქტიკოდ რომელიმე ანტიალერგიული პრეპარატი დაენიშნოს. ხორხის შეშუპება უეცრად, მკვეთრად იწყება და სწრაფად პროგრესირებს. ეს, ჩვეულებრივ, საღამოს ან ღამით, უფრო ზუსტად, გამთენიისას ხდება. უჩვეულოდ უხეში, მყეფავი ხველა და ჩახლეჩილი ხმა გამოუცდელ მშობლებსაც კი მიახვედრებს, რომ რაღაც საგანგაშო ხდება.

ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო, მის მოსვლამდე კი სასურველია პატარა დატენიანებული ჰაერით ასუნთქოთ.

თიმომეგალია ლიმფურ-ჰიპერპლაზიური დიათეზის ერთადერთი და პათოგნომური სიმპტომია, მაგრამ თიმუსი სხვა მიზეზითაც შეიძლება გადიდდეს, მაგალითად, ასეთი რეაგირება მოახდინოს ინფექციურ აგენტზე ან აცრაზე. თიმომეგალია ყოველთვის შერწყმულია ჰიპოთალამუსსა და თირკმელზედა ჯირკ¬ვალში მიმდინარე მორფოლოგიურ ცვლილებებთან.

შეიძლება თუ არა თიმუსის გადიდების დროს პორფილაქტიკური აცრების ჩატარება?

თუ ბავშვი კლინიკურად ჯანმრთელია, I და II ხარისხის თიმომეგალია აცრის უკუჩვენებას არ წარმოადგენს, თუმცა ასეთ ბავშვებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ წინასწარი მომზადების - ჰიპოალერგიული დიეტისა და ვიტამინოთერაპიის ფონზე.

I და II ხარისხის თიმომეგალიის დროს საჭიროების შემთხვევაში ტარდება ჰიპოსენსიბილიზაციაც (ანტიალერგიული თერაპია). III ხარისხის თიმომეგალიის დროს აცრა მხოლოდ პედიატრისა და ნევროპათოლოგის ერთობლივი კონსულტაციის შემდეგ შეიძლება.