დიფტერია - რა საფრთხეს წარმოადგენს ინფექცია პატარებისთვის და როგორ ხდება დასნებოვნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიფტერია - რა საფრთხეს წარმოადგენს ინფექცია პატარებისთვის და როგორ ხდება დასნებოვნება

როგორ ხდება დასნებოვნება

დიფტერიით დასნებოვნება ხდება მხოლოდ ადამიანისგან. შეიძლება სრულიად ჯანმრთელი ადამიანი გახდეს დასნებოვნების წყარო (ბაქტერიამატარებელი).

დაავადებული ადამიანი გადამდებია დაავადების პირველივე დღიდან და 20-25 დღე რჩება გადამდებად, თუმცა, ზოგჯერ გამოჯანმრთელებული პირიც რამდენიმე თვე შეიძლება ატარებდეს ბაქტერიას და სხვათათვის საფრთხეს ქმნიდეს.

დაავადებულის ან ბაქტერიამტარებლების ნერწყვის ან ცხვირის ლორწოს წვეთი შეიცავს დიფტერიის ჩხირს და ჰაერით გადადის ჯანმრთელ ადამიანზე. დიფტერიის ჩხირის ცხოველმყოფელობის გამო ადამიანი შეიძლება დაავადდეს საყოფაცხოვრებო ნივთებითაც

. ძალზე იშვიათია, როდესაც ჩხირი მრავლდება რძეში ან საკონდიტრო კრემში.

დიფტერია რომ იშვიათია, აუცილებელი აცრების დიდი დამსახურებაა. ამ დაავადების არიდება უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობა.

როგორ მიმდინარეობს დაავადება

დასნებოვნებიდან დაავადების დაწყებამდე გადის 2-დან 10 დღემდე. დაავადება ყოველთვის მწვავედ ვითარდება. პირველადი დაზიანების მიხედვით გამოყოფენ ხახის, ხორხის, ცხვირისა და იშვიათი ლოკალიზაციის ფორმებს (ყურის, თვალის, პირის ლორწოვანის, კანისა და ცხვრის დიფტერია).

ზოგჯერ 2 ან 3 ორგანო ერთდროულად ზიანდება, მაგალითად, ხახისა და თვალის, ცხვირისა და ხორხის და ა.შ. ხახის დიფტერია ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება და შეადგენს 90-95%-ს. გამოყოფენ ტოქსიკურ და არატოქსიკურ ფორმებს.

ადგილობრივ ლიმფურ კვანძებში ტოქსიკური ფორმების დროს აღინიშნება შეშუპება. გამოყოფენ დიფტერიის ლოკალიზებულ და გავრცელებულ ფორმას.

დაავადება იწყება ჩვეულებრივი ანგინის მსგავსად: ტემპერატურის მატებით 38ოС-ზე მაღალ მაჩვენებლამდე, ყლაპვისას ყელის ტკივილით, ნუშურების შეწითლებით და მასზე ნადებით. დასაწყისში ნადები თხელია, 1-2 დღეში იღებს აპკის სახეს გლუვი ზედაპირით და კარგად შემოფარგლული კიდეებით. აღსანიშნავია, რომ ნადები ცუდად შორდება.

მან შეიძლება ნუშურას მთელი ზედაპირი მოიცვას ან განთავსდეს მცირე კუნძულების, ფოლაქების სახით. კისრის წინა ზედაპირზე შეხებით შეიძლება ისინჯებოდეს მცირე ზომის ლიმფური კვანძები, მსუბუქად მტკივნეული. დიფტერიის ასეთი ფორმა უფრო ხშირია და დროული მკურნალობით პროგნოზი კეთილსაიმედოა. მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება გავრცელდეს და გადავიდეს ტოქსიკურ ფორმაში.

ხახის დიფტერიის ტოქსიკური ფორმა შეიძლება ლოკალური ფორმიდან განვითარდეს, თუ მკურნალობა არ არის დაწყებული. თუმცა ხშირად ის მწვავედ იწყება, სხეულის ტემპერატურა მაშინვე იწევს მაღალ ციფრებამდე, შეიძლება აღინიშნებოდეს ღებინება, მუცლის არეში ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე, მოთენთილობა, იშვიათად აღგზნება.

ამ მოვლენების ფონზე ყლაპვისას ტკივილი შეიძლება უმნიშვნელო იყოს და ბავშვი არც უჩიოდეს მას. აღინიშნება ხახის შეშუპება, რაც სუნთქვის გაძნელებას იწვევს, კანქვეშა-ცხიმოვანი შრის შეშუპება, მძიმე ფორმისას ის ვრცელდება ლავიწამდე და უფრო ქვევითაც. მკურნალობის გარეშე ხორხში ნადები და შეშუპება სწრაფად ვრცელდება, მდგომარეობა მძიმდება და ადამიანი შეიძლება დაიღუპოს.

დროულად დაწყებული მკურნალობისას დაავადება უმრავლეს შემთხვევაში ბავშვის გამოჯანმრთელებით მთავრდება. გაჯანსაღების პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ჯერ ქვეითდება ტემპერატურა, 2-3 დღის შემდეგ გადის სხვა სიმპტომებიც. თანდათანობით მცირდება ხახისა და კისრის კანქვეშა შრის შეშუპება. ნადები თანდათანობით შორდება და შეიძლება დარჩეს სისხლმდენი ზედაპირი.

7-8 დღის შემდეგ ადგილობრივი პროცესი ლიკვიდირდება, თუმცა შეიძლება განვითარდეს გართულებები.

ხორხის დიფტერია ქართულ კლასიკურ ლიტერატურაში აღწერილია ხუნაგის სახელწოდებით.

ის ცნობილია კრუპის სახელწოდებით. ხორხში დიფტერიის აპკის არსებობის გამო აღინიშნება სუნთქვის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.