რა იწვევს ბავშვებში სისხლიან განავალს და რა დაავადებაა შიგელოზი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიკორონავირუსიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედია

რა იწვევს ბავშვებში სისხლიან განავალს და რა დაავადებაა შიგელოზი?

რა აჩენს ბავშვის განავალში სისხლს?

- სისხლიანი განავალი სხვადასხვა დაავადების მნიშვნელოვან სიმპტომად მიიჩნევა. ნაწლავთა ინფექციური დაავადების დროს სისხლიანი განავალი ბაქტერიული ინფექციის (ლეიკოციტებთან ერთად) ან უმარტივესებით (ამებური დიზენტერია) გამოწვეული დიზენტერიის მაუწყებელია. სისხლიანი განავალი ხშირად მსხვილი ნაწლავის პათოლოგიურ დაზიანებაზე მეტყველებს, ამიტომ საჭიროა ამ დაავადებების დიფერენცირება. ინფექციონისტთან ერთად

პროცესში უნდა ჩაერთოს ბავშვთა ქირურგი. ჩატარდეს დამატებითი კვლევები (კოლონოსკოპია).

- რომელი ინფექციური დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი განავალში სისხლის (ერითროციტების) არსებობა?

- საყოველთაოდ ცნობილ დიზენტერიას, რომლის გამომწვევია ბაქტერია შიგელა, ახასიათებს საერთო ინტოქსიკაცია, ტემპერატურის მომატება, მსხვილი ნაწლავის უპირატესად დისტალური ნაწილის (დასასრულის) დაზიანება, სისხლიანი განავალი. ეს დაავადება ჩვ. წ. - არცთუ იშვიათია სისხლიანი განავალი წლამდე ასაკის ბავშვებში. გაკვირვებული მშობლები ირწმუნებიან, რომ ზედმიწევნით იცავენ ჰიგიენურ რეჟიმს, არადა ფაქტი სახეზეა. ჩვილი თავად, მომვლელის “დაუხმარებლად”, ვერაფრით დაინფიცირდება.

- როგორ ხვდება ორგანიზმში შიგელა?

- მიუხედავად იმისა, რომ ინფექციას გადაცემის ერთადერთი - ფეკალურ-ორალური - მექანიზმი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექცია აუცილებლად ხვდება ჯანმრთელი ადამიანის პირის ღრუში, - მისი გადაცემის გზა მრავალფეროვანია. ძირითადია საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზა, რომელსაც უმეტესად სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან ვაწყდებით. ავადმყოფმა ან მატარებელმა შესაძლოა ჭუჭყიანი ხელებით, ტუალეტიდან ხელდაუბანელი გამოსვლის შემთხვევაში, დააინფიციროს ჭურჭელი, სათამაშოები, კარის სახელურები და სხვ.

ეს გზა უპირატესად ერთეულ (სპორადულ) შემთხვევებს განაპირობებს, იშვიათად - ჯგუფურს. ეპიდემიური აფეთქებების დროს წამყვანია ფლექსნერით წყლის დაბინძურება. ჯგუფური ინფიცირების შემთხვევები ინფიცირებული საკვებით (არაჟანი, ხაჭო, პაშტეტი, ბოსტნეული, ხილი, წვენები და ა.შ.) არის გამოწვეული და ხშირია ე.წ. დახურულ დაწესებულებებში - ბაგა-ბაღში, ინტერნატში, ყაზარმაში და სხვ. ეპიდემიის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სოციალურ-საყოფაცხოვრებო და ბუნებრივი ფაქტორები, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა, დაბალი ჰიგიენური კულტურა.

წაიკითხეთ სრულად