/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

გამოვლინდა ცივ სეზონზე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების გააქტიურების ზუსტი მექანიზმი

გამოვლინდა ცივ სეზონზე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების გააქტიურების ზუსტი მექანიზმი
მასაჩუსეტსის თვალისა და ყურის კვლევისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის სპეციალისტთა ჯგუფმა დაადგინა

ცხვირის იმუნური პასუხის ზუსტი და მანამდე უცნობი მექანიზმი. ეს ხსნის მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით დაინფიცირების გაზრდილ ალბათობას ცივ სეზონზე. ნაშრომის დასკვნები გამოქვეყნებულია Journal of Allergy and Clinical-ში.

„გაციების და გრიპის სეზონად ითვლებოდა უფრო ცივი თვეები, რადგან ადამიანები უფრო მეტად ჩერდებიან შენობაში, სადაც ვირუსები უფრო ადვილად ვრცელდება ჰაერის წვეთებით“, - თქვა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა. ახლა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებების სეზონური რყევების ძირითადი მიზეზი ბიოლოგიური ფაქტორებია.

წინა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ცხვირის წინა ნაწილის უჯრედებმა მოახდინეს ბაქტერიების იდენტიფიცირება და შემდეგ გაათავისუფლეს მილიარდობით პაწაწინა, სითხით სავსე ნაწილაკი, რომელსაც ეწოდება უჯრედგარე ვეზიკულები, ანუ ეგზოსომები. ისინი აღწევენ ლორწოვან გარსში და უტევდნენ პათოგენებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ახალმა კვლევამ გააანალიზა, თუ როგორ რეაგირებდნენ ცხვირზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტებისა და ჯანმრთელი მოხალისეების ცხვირის უჯრედები და ქსოვილების ნიმუშები სამ ვირუსზე: გაციების გამომწვევ ერთ კოროვირუსზე და ორ რინოვირუსზე.

მათ შენიშნეს, რომ თითოეული პათოგენი ააქტიურებს ეგზოსომურ რეაქციას ცხვირის უჯრედებიდან, თუმცა ის იყენებს ბაქტერიებთან ბრძოლის განსხვავებულ სასიგნალო გზას. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა ანტივირუსული რეაქციაზე პასუხისმგებელი მექანიზმის გარკვევა: უჯრედგარე ვეზიკულებში შეღწევისას, ისინი მოქმედებდნენ სატყუარას სახით, გადასცემდნენ რა იმ ელემენტებს, რომლებსაც ვირუსი უკავშირდებოდა ცხვირის უჯრედების ნაცვლად.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

შემდეგ ავტორებმა შეამოწმეს, უფრო დაბალი ტემპერატურა რამდენად ახდენს გავლენას ამ პროცესზე, იმის გათვალისწინებით, რომ ცხვირის შიდა ტემპერატურა დიდად არის დამოკიდებული გარე ჰაერის ტემპერატურაზე. ამისათვის შეისწავლეს ჯანმრთელი სუბიექტები, რომლებიც იმყოფებოდნენ ოთახის ტემპერატურაზე. ისინი 15 წუთის განმავლობაში მოათავსეს სივრცეში, სადაც ტემპერატურა 4,4 გრადუსი იყო. აღმოჩნდა, რომ ცხვირის ღრუში ტემპერატურა დაახლოებით 5 გრადუსით დაეცა. იგივე ექსპერიმენტი ჩატარდა ცხვირის ქსოვილის ნიმუშებზე, რამაც გამოიწვია იმუნური პასუხის შენელება. ცხვირის უჯრედების მიერ გამოყოფილი ეგზოსომების რაოდენობა შემცირდა თითქმის 42 პროცენტით და მათში დაქვეითებული იყო ანტივირუსული ცილების ფუნქციონირებაც.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბალანსის დარღვევა, წელის ტკივილი, გაფანტული სკლეროზი, სქოლიოზი - რა არის აკვა თერაპია, რომელიც ამ და სხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბალანსის დარღვევა, წელის ტკივილი, გაფანტული სკლეროზი, სქოლიოზი - რა არის აკვა თერაპია, რომელიც ამ და სხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ

კლინიკური მკურნალობის დასრულების და სახლში გაწერის შემდეგ პაციენტები ხშირად დაავადების მართვას წყვეტენ და მეტ-ნაკლებად შეზღუდული შესაძლებლობებით აგრძელებენ ცხოვრებას. რეალურად კი ნერვული სისტემის დაზიანების შემდეგ პაციენტების დიდ უმრავლესობას ნეირორეაბილიტაცია სჭირდება, რაც მას ჩვეული ცხოვრების დაბრუნების უდიდეს შანსს აძლევს. დროულად დაწყებული რეაბილიტაცია მკურნალობის შედეგის ხარისხს ზრდის. მისი დაწყება მოწოდებულია მას შემდეგ, რაც პაციენტის ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმალიზდება.

ნეირორეაბილიტაციის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, რომელთა შერჩევაც კონკრეტული დაზიანებისა და პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის შესაბამისად ხდება. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა აკვა თერაპია, რომელიც ნეირორეაბილიტაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. ნეირორეაბილიტაციის, მისი შესაძლებლობებისა და საჭიროების შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ მარღანია გვესაუბრება.

რა არის ნეირორეაბილიტაცია და რა სახის პროცედურებს მოიცავს?

ზოგადად, რეაბილიტაცია აღდგენას, საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას ნიშნავს. ნეირორეაბლიტაცია - ეს არის მედიცინის დარგი, რომელშიც რეაბილიტაციური მკურნალობა ნერვული სისტემის სხვადასხვა დაზიანების დროს გამოიყენება. დაავადებების სპექტრი საკმაოდ ფართოა და სრულ ნერვულ სისტემას მოიცავს. ეს გულისხმობს როგორც თავის და ზურგის ტვინს, ისე პერიფერიულ ნერვებს.

დაავადების ტიპიდან გამომდინარე ნეირორეაბილიტაციის სხვადასხვა მეთოდი ინიშნება. მათ შორისაა: ფიზიკური თერაპია, მეტყველებითი თერაპია, ელექტროთერაპია, კურორტული მკურნალობა. ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა აკვა თერაპია ანუ ჰიდრო თერაპია, რაც წყლით მკურნალობას ნიშნავს.

mkurnali.ge

რა დაზიანებების დროს ინიშნება ნეირორეაბილიტაცია?

ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადება. მათ შორის სისხლძარღვოვანი დაზიანებები (სისხლძარღვის დახშობით ან სისხლჩაქცევით გამოწვეული), ტრავმული დაზიანებები, ინფექციური დაავადების შედეგად გამოწვეული დაზიანებები და ფუნქციის ამოვარდნა, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები.

როგორია სიმპტომები, რომლის დროსაც ნეირორეაბილიტაციის კურსის ჩატარებაა საჭირო?

თავის ტვინის, ზურგის ტვინის, პერიფერიული ნერვების დაზიანება სხვადასხვა სიმპტომებით გამოიხატება. ესენია: მოძრაობის დარღვევა, მეტყველებითი დარღვევა, შემეცნებითი დარღვევები, კოორდინაციისა და მგრძნობელობითი დარღვევები. პაციენტებს აღენიშნებათ ბალანსის, წონასწორობის, გადაადგილების, ადგომა-დაჯდომის შეფერხებები. თითოეული ამ პრობლემის არსებობის დროს ნეირორეაბილიტაციური მკურნალობა არის საჭირო.

ნეირორეაბილიტაციასთან ერთად ინიშნება თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობაც?

აღდგენით ეტაპზე მედიკამენტოზური მკურნალობა ხშირად არ არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. მედიკამენტებს კონკრეტული სიმპტომების არსებობის დროს ვიყენებთ, მაგალითად, მომატებული ტონუსის, აღგზნებადობის, წნევის დროს.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, აკვა თერაპია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. რას სახის პროცედურებს მოიცავს ის?

აკვა თერაპია წარმოადგენს რეაბილიტაციის მეთოდს, რომელიც ტარდება წყალში, სპეციალურად მოწყობილ აუზში. თერაპიის ეს სახე სასარგებლოა პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ ნევროლოგიური ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. თერაპიის შედეგად ხდება კუნთების რელაქსაცია, სახსრების მოძრაობის გაუმჯობესება და ტკივილის შემცირება, რაც ხშირად თან სდევს ნევროლოგიურ და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებას.

რა დაავადებების დროს არის რეკომენდებული აკვა თერაპია?

აკვა თერაპია სასარგებლოა ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობების ან დაავადებების დროს. ესენია: ართრიტი, ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანება, ნერვული სისტემის ანთებითი და ინფექციური დაზიანების შემდგომი პერიოდი, პერიფერიული ნერვული სიტემის დაზიანებები, ბალანსის დარღვევა, ცერებრალური დამბლა, ქრონიკული ტკივილი, სახსრების რეკონსტრუქციული ქირურგია (რეაბილიტაციის პერიოდი), სახსრის ჩანაცვლება - ენდოპროთეზირება (რეაბილიტაციის პერიოდი), წელის ტკივილი, ოსტეოართრიტი, ორთოპედიული დაზიანებები, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი, სქოლიოზი, ზურგის ტვინის დაზიანება, ინსულტი, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება.

mkurnali.ge

რა უპირატესობა აქვს მას თერაპიის სხვა მეთოდებთან შედარებით?

სხვა სახის ფიზიკურ თერაპიასთან შედარებით, აკვა თერაპია უფრო ეფექტურად აჩქარებს გაჯანსაღების პროცესს და ამცირებს ტკივილებს. თერაპიის კურსი ასევე საკმაოდ ეფექტურია სპორტული აქტივობის დაწყებამდე, მაგალითად ათლეტებისთვის, რომელთაც სჭირდებათ სწრაფი რეაბილიტაცია ქირურგიული პროცედურების შემდეგ.

აკვა თერაპია განსაკუთრებით საჭიროა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ რაიმე დაზიანება ან უნარშეზღუდულობა, რაც ხელს უშლით სხვადასხვა გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესრულებაში. კერძოდ, მათ, ვისაც უჭირთ ჩვეულებრივი ვარჯიშების შესრულება, შეუძლიათ მიმართონ აკვა თერაპიას, რადგან წყალი ამარტივებს ვარჯიშის პროცესს და ამავდროულად, პაციენტებისთვის უსაფრთხო გარემოს წარმოადგენს. წყლის ბუნებრივი თვისებები ქმნის იდეალურ თერაპიულ გარემოს, რადგან:

• თბილი წყალი ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას, უზრუნველყოფს რელაქსაციას და ამცირებს კუნთებისა და სახსრების ტკივილს.

• ამომგდები ძალა ამცირებს გრავიტაციის ზემოქმედებას დაზიანებულ კუნთებსა და სახსრებზე.

• ჰიდროსტატიკური წნევა საშუალებას აძლევს წონასწორობის დეფიციტის/დარღვევის მქონე ადამიანებს შეასრულონ ვარჯიშები უმტკივნეულოდ და წაქცევის შიშის გარეშე.

• წყლის წინააღმდეგობა სასარგებლოა კუნთების გაძლიერებისთვის.

• რესპირატორული კუნთები ინტენსიურად მუშაობენ წყალში, რასაც დიდი წვლილი შეაქვს პაციენტის გაჯანსაღების პროცესში.

mkurnali.ge

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ვინ ატარებს აკვა თერაპიას?

აკვა თერაპიას ატარებს აკვა თერაპევტი, რომელიც არის სპეციალურად მომზადებული ადამიანი შესაბამისი განათლებითა და გამოცდილებით. კურსის შედგენა ხდება პაციენტის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით თერაპიის სპეციალისტის მიერ.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ სივრცეში არსებული აკვა თერაპიის აუზი საკმაოდ წარმატებით მუშაობს და ბევრი სასიამოვნო და მოულოდნელი შედეგიც მივიღეთ.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190