როგორ უნდა იკვებებოდეს წლამდე ბავშვი? - რჩევები მეძუძურ დედებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა იკვებებოდეს წლამდე ბავშვი? - რჩევები მეძუძურ დედებს

რატომ არის დედის რძე ბავშვისთვის შეუცვლელი?

ბუნებრივი კვება საუკეთესოა ბავშვებისთვის, რადგან დედის რძისგან ბავშვი ღებულობს ანტისხეულებს, ინტერფერონს და ყოველგვარ დამცავ ნივთიერებებს, რომელიც ბავშვს სხვადასხვა ინფექციისგან იცავს.

დედისთვისაც კარგია, მარტო ბავშვისთვის არა - ასეთ დროს უფრო ლამაზი და მშვენიერია ქალბატონი.

მეძუძური დედის საშვილოსნო უკეთესად იკუმშება, მკვეთრად მცირდება მკერდის კიბოს რისკი.

ძუძუთი კვებას აქვს თავისი წესები. მთავარი წესი ის არის, რომ არ განსაზღვროთ საათები, გრაფიკები, რაოდენობა - ბავშვს რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ უნდა მოაწოვოთ ძუძუ; რამდენჯერაც იტირებს, იმდენჯერ - ღამითაც კი.

ძუძუთი წოვას არანაირი უკუჩვენება არ აქვს არც ბავშვისთვის და არც დედისთვის (უიშვიათესი შემთხვევების გარდა).

როგორი უნდა იყოს მშობლის კვების რაციონი?

მშობელს შეუძლია ყველაფერი ჭამოს, თუმცა ყოველი ახალი საკვები ცოტ-ცოტა უნდა მიირთვას. დაუშვებელია ალკოჰოლი.

თუ ბავშვი მიდრეკილია შეკრულობისაკენ, მაშინ დედამ ბრინჯი არ უნდა მიირთვას. თუ ფაღარათისკენ - ქონიანი, ზეთიანი, ზედმეტად ცხიმიანი საკვები არ უნდა მიიღოს, შავი ქლიავი. თუ შეკრულობისკენ არის მიდრეკილი, მაშინ ეს საკვები, პირიქით, მარგებელია.

გაზების დროს, არ შეიძლება ლობიო, კობოსტო, შაქარი; ხილი, ბოსტნეული - ნორმალური დოზით. აღგზნებული თუ არის ბავშვი, მოერიდეთ ყავას, შოკოლადს, ჩაი, კაკაო, კოკა-კოლა.

ალერგიის დროს მოერიდეთ შოკოლადის კამფეტს, კვერცხს, რძეს თაფლს, ნიგოზს, თხილს, ციტრუსს;

კენკრა, თევზი, სოკო, ქათმის ხორცი - ზოგჯერ. სხვა შემთხვევაა, როცა ბავშვი ძროხის რძეში შემავალ ცილაზეა ალერგიული და აქვს სისხლიანი ფაღარათი.

დაკვირვება ყველაზე კარგი საშუალებაა, თუ რა რეაქცია აქვს ბავშვს კონკრეტულ საკვებზე.

ყველაზე კარგია, დედა იკვებებოდეს საქონლის მოხარშული ხორცით, რძის ნაწარმით, ფაფებით, ხილ-ბოსტნეულით და მინიმუმ 2 ლიტრა წყალს სვამდეს.

როდის ვაძლევთ ბავშვს დამატებით საკვებს ?

პირველი ექვსი თვე ბავშვმა უნდა მიიღოს დედის რძე. წყალიც შეიძლება, მაგრამ, თუ ბავშვი უარყოფს, არ არის პრობლემა.

არ არის რეკომენდირებული 3-4 თვემდე ხილის წვენიც, სჯობს 5-6 თვეებში მისცეთ ის ბავშვს. 6 თვის შემდეგ, შეიძლება ფაფები, ბოსტნეულის წვნიანი.

როგორ უნდა შეირჩეს ხელოვნური ნარევი ბავშვებისთვის?

ეს დამოკიდებულია ასაკზე. ადრე ბავშვს აძლევდნენ რძეს ან მაწონს. ახლა არსებობს ფორმულები, რომელიც დედის რძესთან მაქსიმალურად მიახლოებულია.

ზოგს დამატებული აქვს რაღაც კომპონენტები, რაც დედის რძეში არ არის, მაგალითად D ვიტამინი.

ფორმულას, როდესაც აძლევ ბავშვს, უნდა მიაქციო ყურადღება ასაკს, რომელიც მასზეა მითითებული.

ბოსტნეული რა ასაკიდან ემატება ბავშვის რაციონში?

1 წლის შემდეგ ყველაფერი უნდა ჭამოს. თუ ბავშვი ძუძუზეა, გვიან ვამატებთ ბოსტნეულს, თუ ხელოვნურზეა, 1-2თვიდან შეგიძლიათ.

ჯერ თეთრი ბოსტნეული: ხახვი, კომბოსტო, კარტოფილი უნდა მისცეთ ბავშვს, შემდეგ - ფერადი, რადგან ის ალერგიულია ზოგჯერ.

თუ გამხდარია ბავშვი ფაფით სჯობს დაიწყოთ, თუ ჭარბწონიანი ფაფა მოგვიანებით და ბოსტნეული მიეცით.

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი?

პირველ რიგში, ბავშვი უნდა იყოს მხიარული. ნორმალური წონის ნამატი უნდა ჰქონდეს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადები არ უნდა აღენიშნებოდეს : ღებინება, ფაღარათი, შეკრულობა, გაზები.

ასევე, ნუტრიციული დაავადებები. ის ჩნდება, მაშინ როდესაც ბავშვი ვერ წოვს კარგად და აკლია ვიტამინები, მაგალითად, თუთია. დააკვირდით, თუ ბავშვს არ აწუხებს ზემოჩამოთვლილი ჩივილები, მაშინ მისი კვების რაციონი დამაკმაყოფილებელია.